დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 07 აპრილი 2019 12:46

დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, თუმცა უწყების ცნობით აფეთქების მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო.

დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 იანვარი 2019 14:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, რომელსაც ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ჰქონდათ პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 17 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 09:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქედაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე 3 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 12:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს-ების - "ალბაირაქისა" და შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

პარიზში იორდანიის დიპლომატიური მისიის შენობის წინ მოტოციკლეტი აფეთქდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 13:44

პარიზში, იორდანიის დიპლომატიური მისიის შენობის წინ მოტოციკლეტი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Petra ავრცელებს.

აფეთქების შედეგად შენობის წინ მდგარი რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატიური მისიის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. საფრანგეთის შესაბამისმა უწყებებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს. 

ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:38

ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში ერთ-ერთ ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთში, „ჯემილე“-ს სახელწოდების ბაზარში მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.  ბაღდადში ასევე, გუშინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სისუსტის გამო აღნიშნულ ქალაქში აფეთქებები ხშირად ხდება.

ბენზინმზიდის აფეთქებას პაკისტანში 123 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 25 ივნისი 2017 13:15

123 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა პაკისტანში, ქალაქ ბაჰავალპულში ბენზინმზიდის აფეთქებისა და მის შედეგად წარმოშობილი ხანძრის გამო. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტომანქანა ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები დაღვრილი საწვავის შესაგროვებლად ამოტრიალებულ მანქანას მიუახლოვდნენ. სწორედ ამ დროს მას ცეცხლი წაეიდა და აფეთქდა.

ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. მეხანძრეთა განცხადებითმ იგი შესაძლოა ერთერთი მოქალაქის ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია. ამასტან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, თუმცა მსოფლიო მედია წერს, რომ პაკისტანში ზოგადად მძიმე მდგომარეობა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა უმრავლესობა მოძველებული და მწყობრიდან გამოსიულია.

რა ხდებოდა მანჩესტერში აფეთქების პირველ წუთებში - ფოტო/ვიდეო

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 23 მაისი 2017 12:12

მანჩესტერ არენაზე პოპმომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი 59-ს შეადგენს.კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობას ახალგაზრდები და ბავშვები შეადგენდნენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, როგორ ცდილობს ხალხი აფეთქების შემდეგ დარბაზის დატოვებას.

რომის ცენტრში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:25

რომის ცენტრში, რამდენიმე წუთის წინ, ფოსტისა და გაეროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება ავტოსადგომზე ბობმმა გამოიწვია. რომელიც მანქანებს შორის იყო დამონტაჟებული. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

 

არ გავრცელებულა ინფორმაცია არც მსხვერპლის შესახებ. მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

აფეთქება ზუგდიდში - დანგრეულია თამბაქოს საწყობი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 მაისი 2017 00:12

ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, იქ იმყოფებოდა დარაჯი, რომელსაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ. დარაჯის ავტომანქანა ეზოშია. აფეთქების სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო, საწყობი მთალინად დანგრეულია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზეა ზუგდიდის მერი.

წყარო: newposts.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური