აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ლგბტ თემს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 12:39

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „აუდიტორია 115“ განცხადებით ეხმაურება:

„დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

სიცოცხლის უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი.

აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

არ გვავიწყდება ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იბრძოდნენ და იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის !

აუცილებლად, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს პოლიციის კორდონები აღარ გაჰყოფს. ჩვენ, ჩაგრულ ადამიანებს, არ გვაქვს ფუფუნება დაყოფის და დანაწევრების, ერთმანეთთან დაპირისპირების.

ჩვენ გაგვაერთიანებს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ !“- აღნიშნულია აუდიტორიის განცხადებაში.

"აუდიტორია 115-ის" წევრები მეექვსე კორპუსში რჩებიან

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:42

„აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს  მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ.

„სამწუხაროდ, განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება," - განაცხადა "აუდიტორია 115-ის" წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:40

როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს? - ს დღს გახდება ცნოილი. ახალგაზდებმა უნივერსიეტის შენობა შესაძლა ღეს ატოვონ. შეგახსენებთ,  უკვე ერთ თვეზე მეტია რა მათ მეექვსე კორპუსი ბლოკირებული აქვთ. პარალელურად, კვლავ ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. 

საკუთარი ინიციატივები მათ უკვე გადაუგზავნეს განათლების კომიტეტს. მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება, ეს 5 იანვარს, კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა.

ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, - ალექსანდრე ჯეჯელავა “აუდიტორია 115-ზე"

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 12:51

”ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამ ხალხს, გამოხატონ პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თავის თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ,” -  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “აუდიტორია 115-ის" მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების საკითხზე  განაცხადა. 

 

დღეს პარლამენტში "აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლებს შეხვდებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 11:39

დღეს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მოძრაობა "აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლებთან.

მხარეები  „საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 45-ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:32

თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი კვლავ გრძელდება. მოძრაობა  ”აუდიტორია 115-ის” წარმომადგენლების შენობის დატოვებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე  პარლამენტში  5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა არ გაიმართება. 
„აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლები გუშინ   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ.

„აუდიტორია 115-ის" წევრებს თსუ-ის მეექვსე კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.  კომიტეტის სხდომის შემდეგ გადაწყდება დატოვებენ თუ არა სტუდენტები მეექვსე კორპუსს. 

„აუდიტორია 115“ სენატის არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 11:41

აუდიტორია 115“ დღეს სენატის არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პოტენციურ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარედგინება. როგორც ცნობილია, 15 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წარმომადგენლობითი ორგანოს, სენატის არჩევნები. შეხვედრა თსუ-ის პირველი კორპუსის აუდიტორია 115-ში 18:00 საათზეა ჩანიშნული.

„აუდიტორია 115" განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 11:22

„აუდიტორია 115" განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. სტუდენტების ნაწილი ალექსანდრე ჯეჯელავას დღეს თსუ-ში იწვევს. „აუდიტორია 115-ის" წევრებმა უწყებას ღია წერილი უკვე გაუგზავნეს. ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა როდის გაიმართება შეხვედრა, ზუსტი თარიღი უცნობია. სტუდენტების განცხადებით, მათ მინისტრთან განათლების შესახებ კანონში ცვლილებისა და თვითმმართველობის გაუქმების საკითხებზე სურთ საუბარი. ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს თსუ-ის თვითმმართველობაც.

"აუდიტორია 115 ის" წევრებს თსუ-ს თვითმმართველობის კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია აქვთ დაკავებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 09:34

 "აუდიტორია 115 ის" წევრებს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე დაკავებული აქვთ. მათი განცხადებით, ისინი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კაბინეტში შესვლის უფლებას არ მისცემენ. "აუდიტორია 115 ის" წევრები პიკეტირებით გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ. სტუდენტური მოძრაობა ხელისუფლებას აღნიშნულ საქმეში ჩარევას და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვს

"აუდიტორია 115"-ის ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2016 11:58

აუდიტორია 115-ის ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს. სტუდენტები დღეს ტელევიზიის შენობასთან მივიდნენ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა საკუთარი მოთხოვნები დააყენა.

მათი თქმით, თანამშრომლებს ლეგიტიმური მოთხოვნები აქვთ და მოუწოდეს პროფესორებს, რომლებიც სამეურვეო საბჭოში არიან, მათი ხელფასების ზრდაზე მსჯელობა დაიწყონ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი და სად მიდის ჩვენ არ ვიცით, წავიდეს ამ ადამიანების ჯიბეში და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

საზოგადიოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

დათმობებზე წასვლისთვის დასაქმებულების ნაწილი მაუწყებელს 21 დღიან ვადას აძლევს და მედიატორის როლის შესრულებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური