6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 00:00

ვერძი

კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი გელით. ამინდის მიუხედავად ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო

ფორტუნა გწყალობთ. უსიამოვნებებს პანიკის გარეშე მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

ტყუპი

მოშურნეები აქტიურდებიან ამიტომ დასვენების დრო არაა. დაკვირვებით იმოქმედეთ. პირადი ურთიერთობაში სტაბილურობა გელით.

კირჩხიბი

წარმატებული დღე ელით მშრომელ ნიშნებს. დღის ბოლოს მადლობა უთხარით ადამიანებს, რომლებიც გამარჯვებაში დაგეხმარნენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი

ყურადღება გმართებთ მიმდინარე საკითხებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ქალწული

აკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. საინტერესო და რომანტიკული შეხვედრები გელით. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

წარმატებული დღე გელით. საღამოს შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მორიელი

სწრაფად გაუმკლავდებით დაგროვილ საკითხებს. მეტი დრო გამონახეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, განსაკუთრებით შოპინგზე.

მშვილდოსანი

ყურადღებით იყავით, არავინ მოგატყუოთ და გამოგიყენოთ. დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. საღამო ოჯახში, უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

მეტი ყურადღება გმართებთ კომპანიის, ბრენდის არჩევისას, საბუთების გაფორმებისას. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში.

მერწყული

პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით. მაგრამ სამსახურის საქმეებს ნუ დაივიწყებთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თევზები

დღეს წესებიდან უნდა გადაუხვიოთ და იმპროვიზაციას მიმართოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 03 ივნისი 2017 00:03

ვერძი
მეგობრებთან ერთად დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, მოიწყვეთ პიკნიკი, დასვენება სუფთა ჰაერზე. აკონტროლეთ ემოციები, თქვენ გარშემო უამრავი სენტიმენტალური ადამიანი მოგროვდება. 

კურო
დღეს თავგადასავლები გაგიტაცებთ. თუმცა, დღე ისე გადაანაწილეთ, რომ ნათესავებთანაც გაატაროთ დრო. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. 

ტყუპი
დღეს გარშემო მყოფები ყველა სურვილს აგისრულებენ. უცნობებიც კი. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, ერთად გაემგზავრეთ შოპინგზე. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
საქმეები გვერდზე გადადეთ და დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და უფროს ნათესავებთან ერთად. უმჯობესია, თუ დილიდანვე ყველას ქალაქგარეთ წაიყვანთ. 

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ბინის მოსაწყობად. საღამოს გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანთან ერთAდ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ქალწული
მეტად დაისვენეთ. მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. საინტერესო შეხვედრების დღეა; ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

სასწორი
მოგზაურობისა და მგზავრობის დღეა. შეეხმიანეთ ასაკით უფროს ნათესავებს. ოჯახის წევრებს მოუწყვეთ კომფორტი. უმჯობესია, თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით. 

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაანებივრეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ბუნებაში გასამგზავრებლად, ექსკურსიის მოსაწყობად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ შინაურული დღესასწაული. 

თხის რქა 
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მზრუნველი. 

მერწყული
დღეს ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ. უმჯობესია, მეგობრებთან ერთად დილიდანვე ქალაქგარეთ გაემგზავროთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

თევზები
ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან და მეტი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 23:59

ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეები მალევე მოაგვარეთ და თავისუფალი დრო ახლო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. 

კურო
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. სამსახურში კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

ტყუპი
იყავით მომთმენი და დიპლომატიური გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ ნუ შეეგუებით უსამართლობას და დაიცავით საკუთარი პოზიცია. 

კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დღეს ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაართმევთ თავს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. 

ლომი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით. 

ქალწული
გარშემო მყოფების მიმართ ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი, პრეტენზიული. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
დრო და საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებაც შეძლოთ. იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული მუშაობისას. პირად ცხოვრებაში სიურპიზი გელით. 

მორიელი
მართალია, არ გიყვართ გრძნობების გამოხატვა, მაგრამ დღეს ახლობლებს გული უნდა გადაუშალოთ; პარტნიორებს სამომავლო იდეები გაუმხილოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორის ნიჭი. კონფლიქტის გარეშე მოაგვარეთ უსიამოვნება გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
სიურპრიზებითა და სასიამოვნო შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. საქმეების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
სამსახურის საქმეების პარალელურად მოაგვარეთ საოჯახო საქმეებიც. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

თევზები
მეტი ყურადღება გმართებთ დღევანდელი საქმეების მიმართ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უმჯობესია, საფულე შინ დატოვოთ. საღამოს საოჯახო საქმეები მოაგვარეთ.

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 00:06

ვერძი
ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეებს; გაბედულად იმოქმედეთ სურვილების ასასრულებლად. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კურო
სასიამოვნო და სახალისო დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გვერდით. საყვარელი ადამიანი ყველა ჭირვეულობას გაპატიებთ. 

ტყუპი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. თანამოაზრეებს გაუზიარეთ ახალი იდეები. საღამოს გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს. 

კირჩხიბი
დილიდან საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ეცადეთ, დროდადრო მაინც გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. 

ლომი
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. 

ქალწული
თუ მუშაობით დაიღლებით, კოლეგებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და თქვენი მოსაზრებები ბუნებაში გაუზიარეთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
წარმატება გელით ყოველდღიურ საქმეებში. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და იდილია დაისადგურებს. 

მორიელი
მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. 

მშვილდოსანი
წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. 

თხის რქა
დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებით განხორციელდება. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ. საღამოს დაესწარით კულტურულ ღონისძიებას ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მერწყული
გარშემო კეთილი და პოზიტიური ადამიანები გახვევიათ. თავადაც ასეთი უნდა იყოთ მათ მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნეთ. 

თევზები
დღეს ყველა სურვილს აისრულებთ და ყველა იდეას განახორციელებთ. თუ არ იზარმაცებთ და გაბედულად იმოქმედებთ. საღამოს კარგია შოპინგი და ნათესავების მონახულება.

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 მაისი 2017 00:04

ვერძი
გაბედულად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ დასახული მიზნების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კურო
სასიხარულო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ. 

ტყუპი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა და უამრავ საქმეს მოაგვარებთ. ნებისმიერ წამოწყებას გაართმევთ თავს. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ მეგობრებს. საღამოს ავანტიურა გაგიტაცებთ. 

კირჩხიბი

პოზიტიურად ხართ განწყობილი და სამსახურის საქმეებიც კარგად მიგდით. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
საქმეები ისე გადანაწილეთ, რომ საღამოს გართობისთვისაც დაგრჩეთ დრო. კოლეგების და პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. 

ქალწული
მთელ დღეს კომპიუტერთან ნუ გაატარებთ. აგრეთვე, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტად დაისვენეთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, გაუმასპინძლდით მეგობრებს. 

სასწორი
ენერგიული და აქტიური ხართ. დღეს რუტინული საქმეების შესრულებისასაც კი სიამოვნებას მიიღებთ. საინტერესო შეხვედრები და შოპინგი გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, არ მოიწყინოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უნდა ისწავლოთ კომპრომისზე წასვლა. საღამო ფლირტის დროა. 

მშვილდოსანი
წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. იყავით მიზანმიმართული. საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს. საღამოს ავანტიურა გაგიტაცებთ. 

თხის რქა 
მშვიდი და დაკვირვებული ხართ. არაფერი გიშლით ხელს, რომ განახორციელოთ ახალი იდეები. ზოგიერთს გავლენიანი მფარველი გამოუჩნდება. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. 

თევზები
დილიდანვე დაგეგეთ დღე, ჩამომწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ზოგიერთს მნიშვნელოვანი ზარი, საუბარი ელის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 23:55

ვერძი
მეტად დაისვენეთ, დაუთმეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

კურო
კარგი დღეა სეირნობისთვის, ექსკურსიის მოსაწყობად. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. აგრეთვე, ნაცნობობისა და შეხვედრების დღეა. 

ტყუპი
ღრუბლებში ფრენის გამო რეალურ საქმეებს ვერ განახორციელებთ. გაისეირნეთ, დატკბით მეგობრებთან ურთიერთობით. მოიწყვეთ დასვენების დღე. 

კირჩხიბი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილს ეწვიეთ. 

ლომი
გართობა და მხიარულება გსურთ. თუმცა, ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. კარგი დღეა რომანის დასაწყებად, რომანტიკული შეხვედრისთვის. 

ქალწული
დასვენების დღის მიუხედავად ახალი საქმეების დაწყებას მაინც მოახერხებთ. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საღამოს მაინც გამონახეთ დრო გართობისთვის. 

სასწორი
დღევანდელი დღე შექმნილია შეხვედრებისთვის, პაემნისა და ნაცნობობისთვის. მეტად გაიღიმეთ, იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. 

მორიელი
გამონახეთ დრო მოგზაურობისთვის, იდეალური დღეა ქალაქგარეთ გასასეირნებლად. თუმცა, თუ მუშაობთ, შეგიძლიათ ახალი საქმეებიც დაიწყოთ. 

მშვილდოსანი
ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ. დღეს გართობა და მუშაობა ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გამონახეთ დრო რომანტიკისთვისაც. 

თხის რქა 
გაიღიმეთ, ორშაბათისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. დღეს დაისვენეთ. დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად პოზიტიურად გაატარეთ. 

მერწყული
დაისვენეთ და გამოიძინეთ. მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობ ადგილებს ესტუმრეთ. 

თევზები
მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, მეგობრებთან ერთად. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ ან კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 23:55

ვერძი
საინტერესო სიურპრიზები გელით პროფესიაში. დღეს სამსახურში არ დააგვიანოთ. საქმეების მოგვარებისას კეთილი კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. 

კურო
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. აჩქარებით მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, საყვარელი ადამიანი რომ არ აეჭვიანოთ ისიც გაიყოლეთ. 

ტყუპი
წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების დასრულებას და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. სასიყვარულო ფრონტზე მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. 

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ მათ დაწყებას დღესვე ნუ შეეცდებით. სიფრთხილე გმართებთ მოშურნეებსა და კონკურენტებთან. ყველა უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთა გატარებული დრო გაგიქარწყლებთ. 

ლომი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და ყველაფერს საუკეთესოდ გაუძღვებით. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ. 

ქალწული
დღეს თქვენი ნიჭის საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრსიულად განწყობილ ადამიანებს. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა და მოთმინება უნდა გამოავლინოთ. საოჯახო საქმეების მოგვარებისას დახმარება ნათესავებს სთხოვეთ. 

მორიელი
რომანტიკული და მეოცნებე ხართ. ზოგიერთი სამსახურის გაცდენას და რომანტიკული შეხვედრაზე წასვლას მოახერხებს. კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. 

მშვილდოსანი
დაივიწყეთ სიზარმაცე და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კოლეგებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სასწავლო კურსებზე ჩასაწერად. 

თხის რქა 
მეტ დროსა და ყურადღებას ითხოვს რუტინული საქმეები. მოაგვარეთ პრობლემები და საყვარელ ადამიანს ჯადოსნურად რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

მერწყული
მეგობრების რჩევები და ინტუიციის კარნახი შეცდომის დაშვების უფლებას არ მოგცემთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსურ და შემოქმედებით საქმიანობას. 

თევზები
ადამიანებს დამეგობრებაზე უარი არ უთხრათ. იყავით ღიმილიანი გარშემო მყოფების მიმართ. პირად ცხოვრებაში მხიარულება და ურთიერთგაგება გელით.

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 00:10

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. ზოგიერთს კულტურულ ღონისძიებაზე ელის დასწრება, ზოგს - რომანტიკული შეხვედრა. 

კურო
პოზიტიური დღე გელით, თავგადასავლები გაგიტაცებთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. სარემონტო საკითხები ნათესავებთან ერთად განიხილეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობისთვის, ახალი ურთიერთობების დასაწყებად. შუადღის შემდეგ რომანტიკული თავგადასავლები გაგიტაცებთ. 

კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად პრეტენზიული და მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ. აგრეთვე, მოერიდეთ კოლეგებისა და მეგობრების კრიტიკას. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 

ლომი
პოზიტიური და კეთილი დღე გელოდებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საღამოს მეგობრებს შეხვდით. 

ქალწული
დღეს თქვენი აზრი უცხოებისთვისაც კი მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობთ კოლეგებსა და მეგობრებზე. გარშემო მყოფებს იდეები მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით. ზოგიერთს რომანტიკული სიურპრიზი ელის. 

სასწორი
კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად, ახალი ემოციების მისაღებად. საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. 

მორიელი
მშვიდი, ზოგისთვის მოსაწყენი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. საღამო - ნათესავებთან ერთად. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მშვილდოსანი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. არ იზარმაცოთ, იყავით აქტიური, თორემ კონკურენტები გაჯობებენ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით. 

თხის რქა 
კარგი დღეა აქტიური მოქმედებისთვის. მორიდებით ვერაფერს მიაღწევთ. თამამად გაუმხილეთ ბიზნესპარტნიორებს თქვენი იდეები. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. 

მერწყული
ხარვეზების გამო გარშემო მყოფებსა და კოლეგებს ნუ დაადანაშაულებთ. იყავით მეტად დაკვირვებული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
ნუ იზარმაცებთ, მეტი დრო დაუთმეთ საოფისე საქმეებს. დღის მეორე ნახევარში შეხვდით ნათესავებს, გააკვირვეთ ისინი თქვენი კულინარიული შედევრებით.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 23:59

ვერძი დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ კარგი მანერები და დიპლომატიური ნიჭი. გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას იყავით ბუნებრივი. 

კურო
დატკბით დღევანდელი დღით - სამსახურის საქმეებს მარტივად მოაგვარებთ, პირად ცხოვრებაშიც არ გელით უსიამოვნება. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. 

ტყუპი
გარშემო მყოფების მხრიდან მეტ კეთილგანწყობასა და დახმარებას დაიმსახურებთ, თუ გაიღიმებთ. მხიარული იყავით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროსაც კი. 

კირჩხიბი
კეთილგანწყობილი ხართ გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ ისე არ მოიქცეთ, რომ მათ ბოროტად ისარგებლონ ამით. საღამოს მეტად დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ლომი
დღეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ თქვენ მეტად დაისვენოთ, დატკბეთ ცხოვრებით. საქმეებს კოლეგები გააკეთებენ, საყვარელი ადამიანი თქვენს გამხიარულებას შეეცდება. 

ქალწული
აკონტროლეთ ფიქრები, მოწყენისა და ნეგატივის უფლება არ მისცეთ საკუთარ თავს. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. 

სასწორი
თავისუფალი დრო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. საღამო სეირნობასა და ექსკურსიას დაუთმეთ. თუნდაც, ქალაქში. ცუდი ამინდის შემთხვევაში მეგობრებს შინ უმასპინძლეთ. 

მორიელი
კოლეგების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს სწრაფად გაუმკლავდებით. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ. 

მშვილდოსანი
პოზიტიური დღე გელით. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. გაახალისეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

თხის რქა 
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, მეტად გამოავლინეთ თქვენი დიზაინერული ნიჭი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
დღეს ნაკლებად იკამათეთ. აკეთეთ თქვენი საქმე და კოლეგებთან საქმეების გარჩევას მოეშვით. დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატარეთ, დაისვენეთ და გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

თევზები
კარგი დღეა საზოგადო საქმეების მოსაგვარებლად. უფროსობას თამამად წარუდგინეთ თქვენი იდეები და მოსაზრებები. წარმატება გელით პირად ცხოვრებაშიც, საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე დაგპატიჟებთ.

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 მაისი 2017 00:01

ვერძი
მაქსიმალურად აღიჭურვეთ მოთმინებით, რათა არ იკამათოთ ახლობლებთან და კოლეგებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეეხმიანეთ უფროს ნათესავებს. 

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, განსაკუთრებით, უცხოელებთან. იყავით მადლიერი ოჯახის წევრების მიმართ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
საქმიანი შეხვედრები და თათბირი დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. იყავით მშვიდი, მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. 

კირჩხიბი
გაფრთხილდით, არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. იკონტაქტეთ მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ზოგიერთი პრემიას მიიღებს. 

ლომი
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტების განხილვა. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, გამოიძინეთ. 

ქალწული
ყურადღება გმართებთ ფინანსებთან ურთიერთობისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი დღეა საოჯახო წვეულების მოსაწყობად. 

სასწორი
აქტიური დღე გელით, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოერიდეთ დაძაბულობას უფროსთან ურთიერთობისას. გაიუმჯობესეთ რეპუტაცია. 

მორიელი
დილიდან დაძაბული დღე გელით. მეტი ყურადღება გმართებთ მუშაობისას. ნუ დაძაბავთ ახლობლებთან ურთიერთობისას. იყავით გარშემო მყოფების მადლიერი. 

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას და პირადი ცხოვრებს გაუმჯობესებას. ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან საბუთებს. ხვალისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. 

თხის რქა 
საქმიანი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. თუ აუცილებელი არაა, დღეს ნუ გააფორმებთ კონტრაქტებს. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად. 

მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, ძილის რეჟიმი. 

თევზები
მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებები გელით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას და ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური