5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 00:10

ვერძი
იყავით მეტად გაბედული. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. 

კურო
ნუ დაუჯერებთ ლამაზ დაპირებებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობის უფლება მიეცით. 

ტყუპი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. მათი დახმარებით სწრაფად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. ზოგიერთი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს. საყვარელი ადამიანი სასიყვარულო თავგადასავალს მოგიწყობთ. 

ლომი
რაც უფრო მეგობრული იქნებით გარშემო მყოფების მიმართ, მით მეტად დაგეხმარებიან ისინი საქმეების მოგვარებაში. საღამოს მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ. 

ქალწული
ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. საოჯახო საქმეების მოგვარება თქვენგან მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საღამო პოზიტიური ადამიანების გვერდით გაატარეთ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს. 

სასწორი
იყავით ეკონომიური და პრაქტიკული და გახსოვდეთ: ძუნწი ორმაგს იხდის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. აწონ-დაწონეთ ყოველი ნაბიჯი. საყვარელი ადამიანი კომფორტს შეგიქმნით და მზრუნველობით აგავსებთ. 

მშვილდოსანი
საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. პარტნიორის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. 

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. უფროსი კმაყოფილია თქვენი აქტიურობით. სამსახურის საქმეების გამო ნუ გადადებთ პაემანს საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
საკუთარი იდეები გარშემო მყოფებს გაუზიარეთ. მათი დახმარებით ზოგიერთის განხორციელებას შეძლებთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

თევზები
მოწყენის მიზეზი არა გაქვთ, დილითვე მოაგვარეთ საქმეები და ვალდებულებები და მეგობრებთან ერთად სამხიარულოდ გაემგზავრეთ. ზომიერი ფლირტი დასაშვებია.

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 00:24

ვერძი
პოზიტიური დღე გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. 

კურო
კარგი დღეა იდეებისა და გეგმის რეალიზებისთვის. ახალი პროექტი გააცანით უფროსსა და კოლეგებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
ნებისმიერ წამოწყებაში მოგემართებათ ხელი. მთავარია, გვერდით გამოცდილი და ერთგული ადამიანები გყავდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.

კირჩხიბი
სირთულეებით ვერავინ შეგაშინებთ. დღეს მზად ხართ გამოწვევებისთვის და ყველაფერში გაიმარჯვებთ. საღამო საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. გაითვალისწინეთ ნათესავების აზრი. 

ლომი
იყავით აქტიური და ენერგიული, მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საინტერესო შეხვედრები და კონტრაქტების გაფორმება გელით. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმა შეადგინეთ. 

ქალწული
მიმოიხედეთ, თქვენ გვერდით უამრავი საინტერესო ადამიანია. ზოგიერთს დაუმეგობრდით, ზოგი პარტნიორად გაიხადეთ. საღამო რომანტიკული სიურპრიზებით იქნება აღსავსე. 

სასწორი
საქმიანი ნაცნობობითა და შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. 

მორიელი
გარშემო მყოფებისადმი მომთხოვნი უნდა იყოთ, მაგრამ თავად მათზე მეტი უნდა გააკეთოთ. საინტერესო შეხვედრები გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

მშვილდოსანი
იყავით მზად ურთიერთობისთვის. შეხვედრებისა და ნაცნობობის დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ტყუილს ადვილად ამოიცნობთ. საღამოს დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

თხის რქა 
სასურველის მისაღწევად მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. იდეები გაუმხილეთ თანამოაზრეებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული; გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - პოზიტიური. საყვარელი ადამიანი გრძნობებში გამოგიტყდებათ. 

თევზები
პოზიტიური ორშაბათი გელით. კარგი დღეა პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი იდეების განსახილველად. საღამოს გამონახეთ დრო რომანტიკისთვის.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 02 ივლისი 2017 00:13

ვერძი
მოერიდეთ კრიტიკას ოჯახის წევრების მიმართ. კარგი დღეა სპა-პროცედურებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

კურო
საოჯახო საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მცირე ავანტიურა დასაშვებია. 

ტყუპი
ნუ ითავებთ ყველას პრობლემების მოგვარებას, მეტად დაისვენეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში, ბუნებაში გაატარეთ. 

კირჩხიბი
დღე ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც მოიცალოთ. საოჯახო საქმეები ნათესავებს გადაუნაწილეთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. გაანებივრეთ ოჯახის წევრები ყურადღებითა და სიურპრიზებით. 

ქალწული
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. საღამოს რომანტიკული შეხვედრისთვის მოემზადეთ. 

სასწორი
საინტერესო, დასამახსოვრებელი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში. მოსალოდნელია დაუვიწყარი შეხვედრები. 

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დილიდან გაემგზავრეთ ბუნებაში. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ. 

მშვილდოსანი
პოზიტიური დღე გელით. დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკითა და მზრუნველობით გაანებივრეთ. 

თხის რქა 
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო შოპინგისთვის. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ან მეგობრებთან ერთად ქალაქში გაისეირნეთ, კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით. 

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, მეგობრებთან ერთად ბუნებაში ყოფნას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ივნისი 2017 23:49

ვერძი
მხიარული და უდარდელი დღე გელით. მეტად დაისვენეთ. გაისეირნეთ ქალაქგარეთ. საღამოს ნათესავებს, მეგობრებს უმასპინძლეთ. 

კურო
დღეს რასაც მოისურვებთ, ყველაფერს იდეალურად შეასრულებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საყვარელ ადამიანს სურვილები აუსრულეთ. 

ტყუპი
დილიდანვე განეწყვეთ პოზიტიურად და გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნათესავები მზრუნველობით აგავსებენ. 

კირჩხიბი
იყავით მხიარული და პოზიტიური. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და შვილებთა ერთად. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს უმასპინძლეთ. 

ლომი
სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის დღეა. დილითვე მოაგვარეთ საოჯახო საქმები, რათა საღამო გართობასა და რომანტიკას დაუთმოთ. 

ქალწული
მშვიდი დღე გელით. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად ან შოპინგისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
არაფრის კეთების არც სურვილი გაქვთ, არც თავი. დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. 

მორიელი
საინტერესო დღე გელით. გაანალიზეთ მომხდარი, წარსული და სამომავლოდ გამოიტანეთ სწორი დასკვნები. კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა და ვარჯიში. 

მშვილდოსანი
ცნობილი ოპტიმისტი ხართ და ეცადეთ, უცნობების მიმართაც კეთილგანწყობილი იყოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა 
ეცადეთ, მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ ნათესავების პრობლემებს მოგვარებაში. მაქსიმალური სიფრთხილით გაეცით რჩევები, რათა გული არავის ატკინოთ. 

მერწყული
ეცადეთ ერთდროულად ბევრ საქმეს არ შეეჭიდოთ. საქმეებში ნათესავები დაიხმარეთ. მეტად დაისვენეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ. 

თევზები
შეხვედრებისა და საუბრების დღეა. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელის. მათ შორის, რომანტიკულიც. საღამოს მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ივნისი 2017 00:00

ვერძი
მოერიდეთ საქმეების გარჩევას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით - კონკურენტებთან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე. 

კურო
საინტერესო დღე გელით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. უფროსს ახალი იდეები გაუმხილეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ. 

ტყუპი
დღეს სრული უფლება გაქვთ საკუთარი მიღწევებით იამაყოთ. თუმცა, კარიერის გამო პირად ცხოვრებასა და საოჯახო საქმეებს ნუ დაივიწყებთ. 

კირჩხიბი
მეტი დიპლომატიურობა გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. კოლეგები დახმარებისთვის მადლიერები დაგრჩებიან. პირადი ცხოვრება რომანტიკითა და სიურპრიზებითაა მდიდარი. 

ლომი
წარმატებული დღე გელით. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუმხილეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; ისწავლეთ მათი მოსმენა. 

ქალწული
სწრაფად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. კოლეგებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამოს თავგადასავლები გაგიტაცებთ. საყვარელ ადამიანთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. 

სასწორი
დიპლომატიურობა გამოავლინეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას საჭიროებს. 

მორიელი
დღეს ზოგიერთი შეეცდება ან ხელი შეგიშალოთ მუშაობაში, ან საქმეები გაგიფუჭოთ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გელით. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის და კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად. საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვოთ. 

თხის რქა 

თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, გაბედულად იმოქმედეთ. გავლენიან ადამიანებთან და სპონსორებთან შეხვედრისას თავდაჯერებულად იმოქმედეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
ყოველდღიური საქმეების მოგვარება თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ საქმეები მალევე დაასრულოთ, რადგან საღამოს ზოგს პაემანი, ზოგს ოჯახური ვახშამი ელის. 

თევზები
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მარტოხელებმა გადახედეთ სავარაუდო კანდიდატებს და გააკეთეთ გონივრული არჩევანი.

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 23:50

ვერძი
იდეების განხორციელების დღეა. იყავით მეტად გაბედული და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მიმართეთ იმპროვიზაციის უნარს. 

კურო
პროფესიულ საქმიანობაში მეტი მონდომება გმართებთ. ნუ მოგერიდებათ კოლეგებისთვის რჩევის კითხვა. აკონტროლეთ კონკურენტები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
იღბალი გწყალობთ და აქტიურად, თუმცა დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, უმჯობესია, ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. 

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით, რა საქმესაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური სფერო, მოსალოდნელია სარფიანი კონტრაქტის გაფორმება. 

ლომი
მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობას. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, შვილებთან. 

ქალწული
ფორტუნა გწყალობთ და ყველა ახალ წამოწყებაში წარმატებას მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საოჯახო საქმეები დამოუკიდებლად მოაგვარეთ. ოჯახის წევრები თქვენგან სიურპრიზს ელიან. 

სასწორი
სასიამოვნო შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების დღეა. ნუ მიაქცევთ მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას. იყავით პოზიტიურად განწყობილი. განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანის მიმართ. 

მორიელი
მხიარულება საღამოსთვის გადადეთ. სამსახურის საქმეები და უფროსის კეთილგანწყობა უფრო მნიშვნელოვანია. თუ კომფორტულ და ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ და მოინდომოთ. 

მშვილდოსანი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ და საღამო - გართობას. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. საყვარელი ადამიანი მეტ მზრუნველობას საჭიროებს თქვენგან. 

თხის რქა 
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მთავარია, არ იტრაბახოთ მიღწევებით და არ მოიზიდოთ კონკურენტები. 

მერწყული
პოზიტიური დღე გელით. კოლეგებს შორის ლიდერი ხართ. დღეს ყველას უნდა დაეხმაროთ: საქმით, რჩევით. საყვარელი ადამიანს ვერ გადააკეთებთ, დელიკატურად მიუთითეთ თქვენთვის უსიამოვნო მომენტებზე. 

თევზები
ნუ განიცდით უსიამოვნებების გამო და დატკბით წვრილმანი სასიხარულო მომენტებით. საქმეების მოგვარებაში კოლეგები დაგეხმარებიან. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 23:52

ვერძი
დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ნუ მოცდებით წვრილმანებზე. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებთ. 

კურო
ფორტუნა გწყალობთ და მაქსიმალურად გამოიყენეთ. არ იზარმაცოთ დაგეგმეთ შეხვედრები, საქმეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. შეიძლება ახალ საქმეში მოგიწიოთ ჩართვა ან ახალ პარტნიორებთან მუშაობის დაწყებამ. არ დაივიწყოთ მეგობრები, ისინი თქვენს რჩევას საჭიროებენ. 

კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად მიმნდობი. საკუთარ საქმეს სხვების ინტერესების გამო ნუ გაიფუჭებთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

ლომი
იყავით ღიმილიანი, დიპლომატიური და გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კრიტიკას კოლეგების მიმართ. ნათესავები სიურპრიზს გიმზადებენ. 

ქალწული
იყავით დაკვირვებული მუშაობისას და ყველა საქმე მიიყვანეთ ბოლომდე. პირად ურთიერთობაში იყავით რბილი და ტაქტიკური. ნათესავები თქვენს დახმარებას საჭიროებენ. 

სასწორი
წარმატება გელით ნებისმიერ საქმიანობაში. ახალი კონტრაქტი და სასიამოვნო საქმიანობაში ჩართვა გელით. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად თავად უნდა გაისარჯოთ. 

მორიელი
იყავით გულწრფელი და გულკეთილი გარშემო მყოფების მიმართ. მოსალოდნელია გულითადი საუბრები, უცხოებმაც კი შეიძლება გული გადაგიშალონ. საღამოს კარგია შოპინგი. 

მშვილდოსანი
შეხვედრა გელით გავლენიან ადამიანებთან. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. აკონტროლეთ ყოველი სიტყვა. პირადი ცხოვრება მშვიდი და რომანტიკულია. 

თხის რქა
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. უამრავი საქმე გელით ამიტომ, კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

მერწყული
დღეს ყველა ეცდება, თქვენი კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ეცადეთ, საღამოს მაინც მოიცალოთ და შეხვდეთ მეგობრებს, იმხიარულოთ. 

თევზები
დღეს ყველას უფლებების დამცველი იქნებით. თუმცა, ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ივნისი 2017 00:30

ვერძი სიურპრიზებით სავსე დღე გელით. თავგადასავლები გელით სამსახურშიც. საყვარელ ადამიანს ბევრი რომანტიკული იდეა აქვს, მაგრამ უთქვენოდ ვერ განახორციელებს. 

კურო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ოჯახური საკითხების მოგვარებაში ნათესავები დაგეხმარებიან. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და ერთად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს სიურპრიზები გელით. ზოგიერთს შორეული ახლობლები ესტუმრებიან. 

კირჩხიბი
საინტერესო, მოვალეობებით დატვირთული დღე გელით. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. პირად ურთიერთობაში კონკურენტები ვერაფერს დაგაკლებენ. 

ლომი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეილებებს, მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. მეტად დაისვენეთ. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეები თქვენგან ყურადღებას მოითხოვს, ისევე როგორც, პირადი ცხოვრება. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ. 

სასწორი
დღე გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. თუმცა, თავში ნუ აგივარდებათ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობასა და ყურადღებას ითხოვს. 

მორიელი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. პარტნიორებთან ერთად მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საყვარელი ადამიანისგან ეჭვიანობასა და ჭირვეულობას ექნება ადგილი. 

მშვილდოსანი
იყავით მშვიდი და გააზრებულად გადადგით ყოველი შემდეგი ნაბიჯი. მეტი დრო დაუთმეთ უფროსი ასაკის ნათესავებთან ურთიერთობას. მათგან საჭირო რჩევებს მოისმენთ. 

თხის რქა 
დღეს თქვენი შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალურობით კონკურენტებსაც კი მოხიბლავთ. ზოგიერთს საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი ელის. 

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. ნათესავები (შორეულებიც კი) მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. საღამოს მხიარულება გელით. 

თევზები
დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს და ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 00:04

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში, იყავით კომუნიკაბელური. შინაურებს საოჯახო საკითხების მოგვარებაში დაეხმარეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

კურო
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ინფორმაციას. აქცენტი გადაიტანეთ მხოლოდ პოზიტივზე. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საქმეები. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას ელის. 

ტყუპი
ფორტუნა აქტიურ ადამიანებს სწყალობს. საინტერესო და სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. 

კირჩხიბი
საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრები. დღეს ვიღაც ეცდება, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
პოზიტიური დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. საოჯახო საკითხები შინაურებთან ერთად განიხილეთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეები დაკვირვებით შეასრულეთ. თუმცა, დასვენებისთვისაც მოიცალეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. თავად იყავით მხიარული და ხალისიანი. 

სასწორი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. გავლენიანი მეგობრებისა და გამოცდილი კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

მორიელი
როგორც გჩვევიათ, გააზრებულად და დაკვირვებულად მოაგვარებთ ყველა უსიამოვნებას. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. ზოგიერთს რომანტიკული პაემანი ელის. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, არ წამოეგოთ პროვოკაციას. იყავით მეტად ლაღი, გარშემო მყოფებთან; საყვარელი ადამიანის მიმართ - რომანტიკული.

თხის რქა 
სამსახურში გეგმის მიხედვით იმოქმედეთ, პირად ცხოვრებაში კარგია იმპროვიზაცია. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
გავლენიანი მფარველები თქვენი ინტერესების დაცვას შეეცდებიან. პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება თუ გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. 

თევზები
დღეს ისეთი მშვიდი ხართ, რომ ვერავინ მოგიშლით ნერვებს. საინტერესო ნაცნობობა და შემოთავაზება გელით. პირად ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს.

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 23:48

ვერძი
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. ზოგიერთს ცხოვრების კარდინალურად შეცვლა მოუნდება. ზოგიერთ შემოქმედებით სფეროში გამოავლენს ნიჭს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კურო
იღბალი მიზანსწრაფულ და შრომისმოყვარე ადამიანებს სწყალობს. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. საყვარელი ადამიანი შინაურულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით. იყავით დაკვირვებული და აკონტროლეთ კონკურენტების ქმედებები. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, გადაადგილეთ ავეჯი. 

კირჩხიბი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. მნიშვნელოვან საქმეს ნურავის ანდობთ. რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ კოლეგებს. საყვარელი ადამიანი თქვენს სურვილებს აგისრულებთ. 

ლომი
კომუნიკაბელური ხარ და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ზოგიერთი სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ. საღამო საყვარელ ადამიანსა და მშობლებს შორის უნდა გადაანაწილოთ. 

ქალწული
დღეს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ დროსა და ფულს. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ განწყობაზეა, მოსალოდნელია გულითადი საუბარი. 

სასწორი
მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათ თქვენთან ყოფნა ენატრებათ. 

მორიელი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს უამრავ საქმეს შეასრულებთ. თუმცა, კონკურენტებიც უნდა აკონტროლოთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. გართობა საღამოსთვის გადაიტანეთ. 

თხის რქა
დროა, შემოსავლ-გასავლის დღიური აწარმოოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მათ თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ. 

მერწყული
დღეს ნებისმიერ სფეროში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. თუმცა, ნათესავებს უნდა დაუთმოთ და მეტად იზრუნოთ მათზე. 

თევზები
თვითდაჯერებული და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. გულის კარნახით იმოქმედეთ, ის არ გიმტყუნებთ. საინტერესო საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური