5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 23:46

ვერძი

კარგი დღეა სწავლის დასაწყებად (უცხო ენის), მოლაპარაკებებისა და სარეკლამო აქციებისთვის. ავტორიტეტულ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

 

კურო

იყავით კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე, მზად სწავლისა და აღმოჩენებისთვის. გაიხსენეთ ძველი კონსპექტები, რეცეპტები, სატელეფონო ბლოკნოტი.

 

ტყუპი

წარმატებული დღე გელით. ცოდნის მიღების ან სხვებისთვის გაზიარების დღეა. შეგიძლიათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

 

კირჩხიბი

შეხვედრების, სწავლის, მიმოწერის დღეა. ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტში, საინტერესო წიგნებში. საღამოს მეგობრებთან ერთად საყვარელ ადგილს ესტუმრეთ.

 

ლომი

თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, კლასელებსაც კი. კარგი დღეა სამეცნიერო და სავაჭრო კონფერენციების მოსაწყობად.

 

ქალწული

დღეს სასურველს მიიღებთ. ახალი შესაძლებლობები გადაგეშლებათ. ზოგიერთს საზღვარგარეთ შესთავაზებენ მუშაობის დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, უფროსთან.

 

სასწორი

ფორტუნას ნებიერი ხართ. ყველა ცდილობს თქვენს დახმარებას. გაგიმართლებთ ტურიზმის, იურისპრუდენციის და საგამომცემლო ბიზნესის სფეროებში.

 

მორიელი

ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. წარმატებული დღე ელით საგადასახადის, სადაზღვევო, სატრანსპორტო სფეროში მომუშავეებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

 

მშვილდოსანი

გაგიუმჯობესდებათ სამსახურებრივი კავშირები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ზოგერთს წარმატებული დებიუტი ელის პოლიტიკურ და თეატრალურ სარბიელზე.

 

თხის რქა

ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში. უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი კონსულტაცია გაიარეთ კოლეგებთან, არ დაარღვიოთ ინსტრუქცია. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად.

 

მერწყული

კარგი დღეა ინტელექტუალურ და შემოქმედებით სფეროებში მომუშავეთათვის. თქვენს ორიგინალურ იდეებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება. საღამოს მეგობრული წვეულება მოაწყვეთ.

 

თევზები

საუბრების, მისამართის შეცვლის, სწავლის, რემონტის დაწყების დღეა. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. დღეს თქვენს ბინაში აქტიურად ისმის ტელევიზორსა და მობილურის ხმა.

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 23:46

ვერძი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ბიზნესს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხს. მოერიდეთ იმპულსურობას. ნუ დაუშვებთ შეცდომებს დოკუმენტებზე მუშაობისას. 

კურო
ნუ აჩქარდებით სასიყვარულო და ფინანური საკითხების მოგვარებისას. ნუ გაჯიუტდებით საყვარელ ადამიანთან კამათისას. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, არ დაუშვათ შეცდომა მუშაობისას. 

ტყუპი
ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. მოერიდეთ ფინანსურ მანიპულაციებს. ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლოებებს. მოერიდეთ ალკოჰოლისა და წამლების ზედმეტ დოზას. 

კირჩხიბი
ჩაფიქრებული საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ. დღის მეორე ნახევარი მიმოწერას, აზრთა გაცვლას დაუთმეთ. თუმცა, მოსაუბრეს საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ. 

ლომი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ფულის ფლანგვას. საღამო ვირტუალურ ურთიერთობას დაუთმეთ. 

ქალწული
მაქსიმალურად შეამცირეთ აქტიურობა. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. ნუ ენდობით საეჭვო პირებს. განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. 

სასწორი
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამო ფლირტს, ინფორმაციის მიღებას, საიდუმლოებების გამომჟღავნებას დაუთმეთ. ღამე ნუ გაემგზავრებით შორ გზაზე. 

მორიელი
სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან და ადამიანებთან ურთიერთობისას. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუციებს; ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საღამოს ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდებათ. 

მშვილდოსანი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში ცვლილებები გელით. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას. 

თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. იყავით მეტად საქმიანი და დაკვირვებული. განსაკუთრებით, დეტალებისამი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თუ თავი მოგაბეზრათ ადამიანებმა ან საქმეებმა მშვიდობიანად შეეშვით მათ. საღამო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. 

თევზები
კრეატიული და ფანტაზიორი ხართ. თუმცა, მოერიდეთ ავანტიურას, აზარტულ თამაშებს. საყვარელ ადამიანს უსაფუძვლოდ ნუ დაადანაშაულებთ ეჭვიანობაში. ეცადეთ, გარშემო მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ თქვენს საიმედოობაში. 

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 01:01

ვერძი
დღის მთავარი საზრუნავია - შრომა და ფინანსები. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ფინანსებთან დაკავშირებულ დავას. სხვა დღისთვის გადადეთ კაპიტალდაბანდება. 

კურო
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზს ნუ მისცემთ. კონკურენტები გააქტიურდებიან. ცვლილებები გელით შემოქმედებით საქმიანობაში. 

ტყუპი
მეტ დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს. დაიცავით ტექნიკური უსაფრთხოება. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას; კონფლიქტს კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ შინაურ ცხოველებთან. 

კირჩხიბი
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა შემოქმედებაში, კოლექტიურ საქმიანობასა და სიყვარულში. გახსოვდეთ, რომ "კამათში იბადება ჭეშმარიტება". 

ლომი
დაიცავით პირადი და ოჯახური უფლებები. მოერიდეთ გაღიზიანებულობასა და ნეგატიური ემოციების გამოხატვას. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს. 

ქალწული
კარგი დღეა ბიზნესის გასავითარებლად. მოერიდეთ დაპირისპირებას უცხოელ კოლეგებთან; უსიამოვნებას - კლიენტებთან, ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. 

სასწორი
სწრაფად და გაზრებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 

მორიელი
კონკურენტებთან სამართლიანი ბრძოლა წამოიწყეთ. მოერიდეთ ლიდერობას და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას. გაგიუმჯობესდებათ ინტიმური ცხოვრება. 

მშვილდოსანი
იმდენად ენერგიული ხართ, რომ დამატებით სამუშაოსაც შეითავსებთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან და მედიკამენტებთან ურთიერთობისას. ქირურგიული ოპერაციები სხვა დღისთვის გადაიტანეთ. 

თხის რქა
ჩაფიქრებულის ასრულებას მარტივად შეძლებთ. ვალდებულებებს მიუდექით არასტანდარულად და შემოქმედებითად. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. 

მერწყული
სანამ რამე საქმეს შეასრულებთ, კარგად დაფიქრდით. შეიძლება საქმეში დიდი ენერგია ჩადოთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. მოერიდეთ კამათს უფროსთან და მშობლებთან. 

თევზები
კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. თუმცა, ძალიან ნუ დაიტვირთავთ თავს ვალდებულებებით. მეტად გამოვლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:20

ვერძი
ყურადღება გაამახვილეთ საყიდლებზე, საკვებზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე. შეიძლება ფულის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. 

კურო
შეცდომების გამოსწორების დღეა, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. აპრილში დაბადებულებს ძალაუფლების ხელში აღება მოუნდებათ. თქვენი გამარჯვება გარშემო მყოფებში შურს გამოიწვევს. 

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. მოაგვარეთ სამემკვიდრე და საბინაო საკითხები. ზოგიერთს შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. 

კირჩხიბი
პერსპექტიულ და სარფიან საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

ლომი
ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტად გამოავლინეთ პრაქტიკულობა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. ნუ გასცემთ დაპირებებს, ვალს. 

ქალწული
იყავით დაკვირვებული და პრაქტიკული. თავდაჯერებულად იმოქმედეთ. ახალი საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან, საზღვარგარეთაც კი. ჰარმონია დაამყარეთ მეუღლესთან. 

სასწორი
მეტი დაკვირვება გმართებთ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. მზრუნველი იყავით მეუღლის მიმართ. გაგიმრავალფეროვნდებათ სექსუალური ცხოვრება. 

მორიელი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ემოციებს აყოლილმა შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. პირად ურთიერთობაში მოერიდეთ საქმეების გარჩევას. 

მშვილდოსანი
ცნობისმოყვარე და აქტიური ხართ. პირველი ადგილი ფინანსურ საკითხებს და კვებას დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. 

თხის რქა
 
წარმატებული დღე ელით კულინარიის, სავაჭრო და მომსახურების სფეროებში მომუშავეებს. გაგიუმჯობესდებათ ფიზიკური მდგომარეობა და ემოციური ფონი. 

მერწყული
მოიმატებს ინტერესი ინტელექტუალური განვითარებისადმი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი კომფორტისა და გემრიელობებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
კარგი დღეა საყიდლებიდთვოს, შემოქმედებითი და კულინარიული იდეების განსახორციელებლად. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 23:59

ვერძი

დილით გამოიძინეთ, თუ საშუალება გაქვთ, ბუნებაში გაისეირნეთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და იდეების განხორციელებას შეძლებთ. თუმცა, ავანტიურას უნდა მოერიდოთ.

 

კურო

საქმიანი შეხვედრები და გულითადი საუბრები დილით დანიშნეთ. შუადღის შემდეგ გამოიძინეთ. საღამოს მოერიდეთ ემოციურობას.

 

ტყუპი

დილა მშვიდ საქმეებს დაუთმეთ. თუ საშუალება გაქვთ, გამოიძინეთ, მოუსმინეთ მუსიკას. საღამოს შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს.

 

კირჩხიბი

მშვიდი დილა გელით. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განათლებას. საღამოს მოერიდეთ კონფლიქტს, ემოციურობას.

 

ლომი

დილა დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმეთ. ნუ აჩქარდებით იდეების განხორციელებისას, შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩეთ გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

 

ქალწული

საოჯახო საქმეები მეუღლეს გადააბარეთ, სამსახურებრივი - კოლეგებს და თავად მეტად დაისვენეთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

 

სასწორი

დილით სიმშვიდე და განმარტოება მოგინდებათ. საღამოს გააქტიურდებით. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ახალი წესები დაგიკანონოთ.

 

მორიელი

დილა დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. პაემანი და რუტინა საღამოსთვის გადაიტანეთ. მოსალოდნელია ტექნიკური შეფერხება.

 

მშვილდოსანი

მეტად დაბნეული და გადაღლილი ხართ. გაფრთხილდით, არაფერი გამოგრჩეთ. საღამოს იზრუნეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

 

თხის რქა

დილა სუფთა ჰაერზე სეირნობას, გულითად საუბრებს დაუთმეთ. ნათესავებთან მშვიდად განიხილეთ პრობლემები. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.

 

მერწყული

დილით გამოიძინეთ, დაისვენეთ. საღამოს ენერგია მოგემატებათ და ყველა ვალდებულებას შეასრულებთ. ყურადღება გმართებთ ახალი პროექტებისადმი.

 

თევზები

დილა ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას დაუთმეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. ნუ გართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 23:58

ვერძი

რჩევებს ყური დაუგდეთ, მაგრამ ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ეცადეთ, არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ.

კურო

მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში ჩართვას. განსაკუთრებით, თუ საეჭვო ადამიანი გთავაზობთ მას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

ტყუპი

ნუ ხართ ზედმეტად სენტიმენტალური. მოერიდეთ სხვებისთვის რჩევებისა და ფულის მიცემას. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს. განსაკუთრებით, უინტერესოს.

კირჩხიბი

საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. წარმატება გელით საქმიან და სასიყვარულო სფეროში, კამათსა და თამაშში. თუმცა, გაფრთხილდით, ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

ლომი

ვინც გირჩევთ, შეიძლება ისიც კი ცდებოდეს. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრე და საოჯახო (ბიზნესსაც) საკითხების მოგვარებას. მოერიდეთ ფინანსურ ექსპერიმენტებს.

ქალწული

მოერიდეთ დაპირისპირებას სასიყვარულო პარტნიორთან. აგრესიულად ნუ იბრძოლეთ ძალაუფლებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ბიზნესის განვითარებას.

სასწორი

სიფრთხილე გმართებთ უცხოელებთან მუშაობისას ან თუ მივლინებას გეგმავთ. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი. ნუ გახდებით სხვისი აფერის მსხვერპლი.

მორიელი

წარმატებული დღე გელით ბიზნეს და სარეკლამო სფეროში. აგრეთვე, კულინარიასა და სპორტში. მოერიდეთ ავანტიურას და აზარტულ თამაშებს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, დებატებში ჩართვას. ნუ გამოამზეურებთ თქვენი ცხოვრების საიდუმლოებებს.

თხის რქა

თუ რეალურ გეგმას დაისახავთ, ბევრ საქმეს მოასწრებთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კარგია. ეცადეთ, არავინ შეგაცოდოთ თავი და თავისი საქმე არ გაგაკეთებინოთ.

მერწყული

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. განსაკუთრებით, ემოციებს აყოლილმა (ასიამოვნოთ ვინმეს, გაანებივროთ). მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს. ნუ ეცდებით ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას.

თევზები

დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ყველაფრის მოსწრება არარეალურია. მიხედეთ ძირითად საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი პროექტების განხორციელებას.

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 23:50

ვერძი
ახალი იდეები მიმზიდველია, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

კურო
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. გააქტიურდებიან კონკურენტები და მოშურნეები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ტყუპი
ერთგული და გამოცდილი მეგობრების დახმარები იმედი გქონდეთ. გაგიჭირდებათ სასურველისთვის ბრძოლა. რუტინული საქმიანობა შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეუთავსეთ.

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. დახმარებისთვის კოლეგებს, მშობლებს მიმართეთ.

ლომი
სიფრთხილე გმართებთ ოჯახის წევრებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

ქალწული
თუ ახალი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებთ, მიუბრუნდით ძველ საქმეებს და დახვეწეთ ისინი. მოერიდეთ სამედიცინო ჩარევას, კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლები, ფინანსური და საქმიანი ექსპერიმენტები. პირად ურთიერთობაში შეინარჩუნეთ ჰარმონია.

მორიელი
ნუ შეუქმნით უსიამოვნებებს გარშემო მყოფებს. ნუ ხართ ეჭვიანი და შურისმაძიებელი. მოერიდეთ აგრესიულ და ექსტრავაგანტურ ქმედებას.

მშვილდოსანი

მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ახალი პროექტი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობის, გამოუცდელობის გამო ჩაიშალოს. გაუფრთხილდით ავტომობილს. 

თხის რქა
საქმიან სფეროში ხშირად მოგიწევთ პროფესიონალიზმის დამტკიცება. მოერიდეთ სარისკო ქმედებას ფინანსურ სფეროში. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. 

მერწყული
იყავით პრინციპების ერთგული. გამოიტანეთ დასკვნები, გამოასწორეთ შეცდომები. მოერიდეთ ეჭვიანობასა და შურიანობას ახლობლების მიმართ. 

თევზები
ის, რაშიც მთელი სული და გული ჩადეთ შეიძლება არ განხორციელდეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ აურევთ მეგობრულ, პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობას

 

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 23:49

ვერძი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ინტრიგებს. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. ისე იმოქმედეთ, რომ აირიდოთ კრიზისი და რთული სიტუაცია.

კურო

მეტად დაისვენეთ. იყავით კონკრეტული და გასაგებად ისაუბრეთ პარტნიორებთან. განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ბუნებაში გასეირნება, მუსიკა.

ტყუპი

ნუ შეიცვლით გეგმებს და დაეთანხმებით საეჭვო შემოთავაზებებს. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას. რომანტიკულ განწყობაზე მყოფმა სამსახურის საქმეებში შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

დღეს განმარტოება, სიმშვიდე და ოცნება მოგინდებათ. წარმატებული დღე გელით ფსიქოლოგებს, კინოხელოვნებს და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ლომი

დღევანდელი დღის დევიზია - ენდეთ, მაგრამ გაკონტროლეთ. ეს ყველა სფეროს ეხება. ნუ მიიღებთ სარისკო გადაწყვეტილებებს. გარშემო მყოფების საიდუმლოებებს მარტივად ამოხსნით.

ქალწული

მოერიეთ უცნაურ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ დააგვიანებთ შეხვედრებზე. გასაგებ ენაზე ესაუბრეთ პარტნიორებს. მოერიდეთ კრიტიკას საყვარელი ადამიანის მიმართ.

სასწორი

დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. იყავით დაკვირვებული და დისციპლინირებული. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი ოჯახს წევრების მიმართ.

მორიელი

დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, საღამო - შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მოერიდეთ ურთიერთობას ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებენ.

მშვილდოსანი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. შეიძლება გარშემო მყოფებს თქვენგან საიდუმლოებები გაუჩნდეთ.

თხის რქა

ნუ მოექცევით ჩარჩოებში, იყავით მეტად თავისუფალი. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ნუ გამოიტანთ ნაჩქარებ დასკვნებს. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მერწყული

გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური კერძებისა და სასმელებისადმი. სასურველის მიღწევისას მოერიდეთ ინტრიგასა და ფინანსურ მაქინაციას.

თევზები

დაიწყეთ მხოლოდ ჩვეული საქმეები. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ.

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 24 სექტემბერი 2017 23:48

ვერძი
კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად, იდეების გასაზიარებლად. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. ახალი კლიენტები, მეგობრები გამოგიჩნდებათ. 

კურო
გააუმჯობესეთ საქმიანი ურთიერთობები. ზოგიერთი დამატებითი განათლების მიღებაზე დაფიქრდება. მეგობრების დახმარებით ფინანსურ საკითხებს მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმდებითი იდეების განსახორციელებლად. 

ტყუპი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის, მიმოწერისა და ინფორმაციების მოსაძიებლად. მეტი დრო დაუთმეთ განათლების, მოგზაურობის საკითხებს. ზოგიერთი უცხოელ მეგობრებს გაიჩენს. 

კირჩხიბი
ინფორმაციის, განათლების მიღების დღეა. კარგია გადაადგილება, კოლექტიურ საქმიანობა. მეტი დრო დაუთმეთ ლიტერატურას, სოციოლოგიას, დისციპლინას. 

ლომი
ახალ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. შეიძლება კონკურენტები დაიმეგობროთ. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. აიმაღლებთ ინტელექტუალურ და სოციალურ დონეს. 

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ გონებრივ საქმიანობას. გაერკვიეთ ახალ ტექნოლოგიებში. ზოგიერთს უფროსის შექება, დაწინაურება ელის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
არაფორმალურ გარემოში შეხვდით საქმიან პარტნიორებს, თანამოაზრეებს, განიხილეთ ახალი იდეები. წარმატებული დღე ელით სარეკლამო სფეროს თანამშრომლებს, მხატვრებსა და პროგრამისტებს. 

მორიელი
იდეებით აღსავსე ხართ, ენერგია უშრეტი გაქვთ და მეგობრების მხარდაჭერით მათ განხორციელებას შეძლებთ. საოჯახო საქმეები მეტ მოთმინებას საჭიროებს, ცვლილებები გელით სამეგობროში. 

მშვილდოსანი
გაუზიარეთ თანამოაზრეებს ახალი იდეები, ინფორმაციები. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, მოსწავლეები. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებას. 

თხის რქა 
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოსავლიან თანამდებობაზე გადახვალთ. კარგი დღე ელით ლოჯისტიკის, ფსიქოლოგიის, პროგრამირების სფეროს წარმომადგენლებს. ზოგიერთი საკუთარი საიტის შექმნას გადაწყვეტს. 

მერწყული
ინტუიცია და ინტელექტი - საუკეთესო ტანდემია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. კარგი დღეა ახალი, ორიგინალური საკითხების შესასწავლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი პროგრამირებს, ელექტროობისა და ავიაციისადმი. 

თევზები
აქტიურად იქონიეთ კონტაქტი თანამოაზრეებთან. თქვენთვის საჭირო კითხვები დასვით ფორუმზე, საიტებზე. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად. თუ მშობლებისგან შორს ცხოვრობთ, ხშირად შეეხმიანეთ. მოსალოდნელია მგზავრობა საოჯახო საკითხთან დაკავშირებით.

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 02:12

ვერძი
თავისუფლად მოქმედების საშუალება არ გექნებათ, გარშემო მყოფების მოსაზრებებიც უნდა გაითვალისწინოთ. ნუ დაარღვევთ კანონს, წესებს, განსაკუთრებით უცხო ტერიტორიაზე. 

კურო
დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მოერიდეთ ავანტიურას. ნუ დაარღვევთ რეჟიმს. ზოგიერთს გარემოს შეცვლა მოუნდება. 

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. თანამოაზრეებთან ერთად კარგია სწავლა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გააოფიციალურეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

კირჩხიბი
დილიდან ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა, რომელშიც საჭიროებისამებრ შეიტანთ ცვლილებებს. თუმცა, უმჯობესია მეტად დაისვენოთ და შინაურ ცხოველებზე იზრუნოთ. 

ლომი
დღესასწაულისა და მხიარულების განწყობაზე ხართ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანს რომანტიკულ-ეროტიკულ საღამოს მოუწყობს. აკონტროლეთ შვილების ქცევა. 

ქალწული
გააძლიერეთ სახლის დაცვა, იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს უმასპინძლეთ. 

სასწორი
დღეს მეტად მოგინდებათ ნიჭის, შესაძლებლობების დემონსტრირება. მიუხედავად ხალხთმოყვარეობისა, შეამცირეთ ურთიერთობა უცნობებთან. 

მორიელი
აკონტროლეთ ხარჯი. სახლიდან გასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა დიეტის დასაცავად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად. 

მშვილდოსანი
იყავით დისციპლინირებული. ზოგიერთი ახალ საინტერესო ადამიანს დაუმეგობრდება, ზოგიც ორიგინალურ გასართობს გამოიძებნის. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ. 

თხის რქა 
მეტად დაისვენეთ, გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც მომავალი კვირიდან განახორციელებთ. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საღამოს საინტერესო საუბრები გელით საჭირბოროტო საკითხებზე. 

თევზები
თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, სამომავლოდ ნუღარ გადადებთ. იყავით მიზანმიმართული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. ახლობლებს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეთ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური