10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 10:18

ვერძი

ძირითად დროს და ენერგიას დღეს ახლობელთა პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, აუცილებლობა მოითხოვს დაეხმაროთ ირგვლივმყოფებს მიუხედავად საოფისე საქმეების სიუხვისა .

კურო

რთული, კონფლიქტური დღეა, სურვილი გიჩნდებათ გაერიდოთ ყველას და ყველაფერს, გაიქცეთ სადღაც შორს და დაივიწყოთ ის რაც აქამდე მხრებზე ტვირთად გაწვათ. ნუ აყვებით ემოციებს, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ტყუპები

დღეს თქვენ სწორად და გონივრულად შეძლებთ ბიუჯეტის გადანაწილებას ყველა საჭიროებაზე, შენაძენიც მეტად სარგებლიანი იქნება.

კირჩხიბი

დაეყრდენით მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

ლომი

დროა საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად შეხედოთ. იმისათვის რომ მოახდინოთ ახალი იდეებისა და თამამი გეგმების რეალიზება, საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა.

ქალწული

დღეს გაქვთ შანსი როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, თქვენი მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის შედეგია.

სასწორი

იცვლება თქვენი მსოფლხედველობა, შესაძლოა რაიმე ახლის შეწავლითაც დაკავდეთ, ამ პერიოდში ადვილად აითვისებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს შანსები.

მორიელი

მთავარია იზრუნოთ თქვენ რეპუტაციაზე, მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ თავდაჭერილი და არ დაუშვათ შეცდომები, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან გაჭირდება მათი მოგვარება.

მშვილდოსანი

თქვენში უსაზღვრო ენერგია ბობოქრობს, გამოიყენეთ ის პროფესიულ საკითხებში, საქმიანი ურთიერთობების განვიათარებაში, მოიძიეთ გავლენიანი ნაცნობები და განიმტკიცეთ პოზიციები.

თხის რქა

კარგი დღეა ფიზიკური საქმიანობისთვის, წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურეობრივ ასპარეზზე, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები ჯერ ისევ აქტუალურია.

მერწყული

საქმიან სფეროში წარმატებებსა და შექებას ელოდეთ, დაკმაყოფილდება თქვენი ამბიციები, ხელმძღვანელი პირებიც მეტად დაგაფასებენ, ელოდეთ მათგან საინტერესო შემოთავაზებას.

თევზები

შეეცადეთ იფიქროთ და კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე, ნურც ირგვლივმყოფებს დააბრკოლებთ და ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.

 

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 11:55

ვერძი - საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

 
კურო

აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

ტყუპები

სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა ასევე სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ უცხოელ პარტნიორებთან ან სხვა, შორი ქალაქის მცხოვრებთან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით მეტად კეთილგანწყობილი და ლაღი.

ქალწული

სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

მორიელი

შესაძლოა სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელვდებით მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

მშვილდოსანი

დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

თხის რქა

შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით, გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნების წიაღში, იმხიარულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.

მერწყული

კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო, სასიკეთოს და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

თევზები

შესაძლოა ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:50

ვერძი
დღეს მოგინდებათ სხვებს აჯობოთ, შეებრძოლოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. 

კურო
სამყაროს გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. გსურთ, გემრიელი კერძები საინტრესო ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ. 

ტყუპი
სიყვარული, შემოქმედება, ურთიერთობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებს ესტუმრეთ, კონცერტს დაესწარით. შვილებს თანასწორებივით ესაუბრეთ. 

კირჩხიბი
ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. ერთად წადით კინოში, თეატრში. 

ლომი
კარგი დღეა სეირნობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრაც კი ელის. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. 

ქალწული
დროა, გააქტიურდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა სასურველს მიაღწიოთ. სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია და კავშირები. კარგი დღეა ინსტრუმენტების შესაძენად. თუმცა, არა ელექტროხელსაწყოების. 

სასწორი
შეიძლება თქვენი არასწორი სიტყვის ან ქცევის გამო უსიამოვნებებს გადაეყაროთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად, ჰობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. 

მორიელი
თქვენ მხოლოდ საკუთარ ხმას უსმენთ და სხვის აზრს აიგნორებთ. იყავით მეტად კეთილი და ყურადღებიანი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ და - დიპლომატიურობა კოლეგებთან. 

მშვილდოსანი
გაუფრთხილდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ისეთი არაფერი თქვათ ან მოიმოქმედოთ, რაც მათ გულს ატკენთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. 

თხის რქა 
საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის გამო მთელ სამყაროზე ნუ განაწყენდებით. გამონახეთ საკუთარ თავში ძალა და განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

მერწყული
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. წარმატებული დღე ელით სპორტულ და შემოქმედებით ნიშნებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჭირვეულობა არ გამოავლინოთ. 

თევზები
ნუ დააბანდებთ ფულს ექსპერიმენტებში, თუ ხვდებით, რომ ფულსა და წარმატებას არ მოგიტანთ. იოცნებეთ, მაგრამ ფანატიზმში ნუ გადავარდებით. მოერიდეთ ელექტროხელსაწყოებისა და მექანიზმების შეძენას.

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:00

ვერძი
სიმშვიდე შეინარუნეთ. ნუ აჰყვებით ეჭვებს. მოიმატებს სპორტული აზარტი, თავგადასავლებისადმი ლტოლვა. არ დაუშვათ შეცდომები არც ურთიერთობაში, არც მუშაობისას. 

კურო
გარშემო საიმედო ადამიანები შემოიკრიბეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმე, რომელშიც ბოლომდე გარკვეული არ ხართ. მოერიდეთ მგზავრობას შორ მანძილზე. 

ტყუპი
თუ არ ხართ დარწმუნებული პარტნიორში, ნუ გადადგამთ მნიშვნელოვან საქმეს. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. 

კირჩხიბი
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოსალოდნელია ტყუილი, უზუსტობა, ღალატი პარტნიორების მხრიდან. დღეს ნუ დაიწყებთ მკურნალობას. 

ლომი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც არ დაგრჩეთ უყურადღებოდ, გაერთოთ კიდეც და ოჯახის წევრებსაც არ მოანატროთ თავი. 

ქალწული
გააუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა მშობლებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, თუ ბოლომდე დარწმუნებული და ყველა დეტალში გარკვეული არ ხართ. 

სასწორი
გაგიტაცებთ ყველაფერი საიდუმლოებებით მოცული. თუმცა, მოერიდეთ უცხო, ბნელი გზით სიარულს. ნუ მიაქცევთ გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას. 

მორიელი
ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ახლობლების გრძნობებზე თამაშს. ნუ გარისკავთ, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ რჩევა-დარიგებების გაცემას. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, გაღიზიანებულობას. 

თხის რქა
დღეს თქვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. იყავით დაკვირვებული, გააზრებულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან და უცხოელებთან. 

მერწყული
გამოცდა მოუწყვეთ ადამიანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, წყარო. მეგობრობის სახელით ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში. 

თევზები
აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოერიდეთ დაუკვირვებელი ნაბიჯის გადადგმას.

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:23

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ზოგიერთი გადაწყვეტს სამსახურის, საცხოვრებლის შეცვლას. 

კურო
დღეს შეიძლება დასრულდეს საქმეები, პროცესები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მოერიდეთ გადაღლას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. 

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. აკონტროლეთ სიტუაცია, საქმეები. საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
დღეს გააზრებულად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხებოსადმი. 

ლომი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და მიიქციოთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება. აკონტროლეთ იურიდიული, ტექნიკური და სამშენებლო საკითები. 

ქალწული
სიფრთხილე მოგეთხოვებათ ყველაფერში, მუშაობაშიც, მგზავრობაშიც, ტექნიკასთან შეხებისას. ექსპერიმენტების დღე არაა. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება. 

სასწორი
საკუთარ საქმეებსაც მოაგვარებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. საღამო ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
პრობლემებთან, საქმეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, დაიხმარეთ ერთგული მოკავშირეები. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. 

მშვილდოსანი
ნუ იაქტიურებთ, ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ, მეტად დაისვენეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ავტორიტეტულ პირებთან, უცხოელ პარტნიორებთან. 

თხის რქა
 
მშვიდი საქმეები აკეთეთ. ნუ გადაიღლებით, ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ ნათესავებთან, საქმიან პარტნიორებთან. თუ ვინმესთან ურთიერთობის აღდგენა გსურთ, დღეს იაქტიურეთ. დაეხმარეთ ხალხს საქმით და არა სიტყვით. 

თევზები
მაქსიმალურ ენერგიას მოითხოვს რუტინული საქმეები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შეზღუდვებს, აკრძალვებს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 05 მარტი 2017 08:25
ვერძი - მხიარული და ენაკვმატი ხართ. ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. კურო - დილიდან ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. ტყუპები - ფორტუნა გიღიმით და სურვილების ასრულებასაც ადვილად შეძლებთ. საყვარელი ადამიანი მეტ რომანტიკას გთხოვთ თქვენგან. კირჩხიბი - შეხვედრების, ურთიერთობების, სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული განწყობა მოიმატებს. ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საქმიან პარტნიორებს შეხვდით მეგობრულ გარემოში. ქალწული - შეეხმიანეთ მეგობრებს, ნათესავებს. ოჯახის წევრებს მზრუნველობას, გემრიელობებს ნუ მოაკლებთ. სასწორი - კარგი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებს შეხვდით, შოპინგი მოიწყვეთ. პირად ცხოვრებაში პატარა სიურპრიზი გელით. მორიელი - გათავისუფფლდებით უსიამოვნებებისგან, რომელიც აქამდე გაწუხებდათ. შეძლებისდაგვარად მხიარულად გაატარეთ საღამო. მშვილდოსანი - ენერგიული და მიზანსწრაფული ხარ, მაგრამ მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. კარგი დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თხის რქა - შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ. მერწყული - ნაკლები დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, მეტი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. თევზები - დატკბით დღევანდელი დღით. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:18

ვერძი
დღე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. საღამოს სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ. 

კურო
საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ჩამოწერეთ ოჯახის ბიუჯეტი. გაუზიარეთ ერთმანეთს სამომავლო იდეეი და გეგმები. 

ტყუპი
გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და ჰობისთვის. ზოგიერთს ნათესავები ესტუმრებიან. 

კირჩხიბი
საინტერესო დღე გელით. სატელეფონო ზარი მთელ გეგმებს შეგიცვლით. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. 

ლომი
შეხვედრების დღეა. შეიძლება გავლენიანი ადამიანები დაიმეგობროთ. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

ქალწული
სასიამოვნო მოულოდნელობების, სიურიზების დღეა. შინ ნუ დარჩებით, მეგობრებს შეხვდით, ნათესავებს ესტუმრეთ. 

სასწორი
განახორციელეთ შემოქმედებთი იდეები. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. გაიუმჯობესეთ ძილს რეჟიმი. 

მორიელი
საჩუქრების, სიურპრიზების დღეა. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

მშვილდოსანი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. საღამოს შეხვდით მეგობრებს. 

თხის რქა 
რასაც ჩაიფიქრებთ ყველაფერი აგისრულდებათ. დაისვენეთ საქმეებისგან. საღამოს სამომავლო გეგმა შეადგინეთ. 

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოიგონეთ ახალი თამაშები. 

თევზები
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. 

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 12:16

ვერძი
ჯადოსნური შაბათი გელით. ოჯახის წევრები მზრუნველობითა და გემრიელობებით გაგიმასპინძლდებიან, საყვარელი ადამიანი  საჩუქრებითა და სიურპრიზით გაგანებივრებთ. 

კურო
მოიწყვეთ პატარა შვებულება. ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ. ნათესავებისთვის ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. თუმცა, ალკოჰოლისგან თავი შეიკავეთ. 

ტყუპი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ოჯახის წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს უმასპინძლეთ. 

კირჩხიბი
სამსახურის საქმეებიც უნდა მოასწროთ, საოჯახო ვალდებულებებიც და ბავშვებთან ერთად უნდა გაერთოთ კიდეც. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე და მიზეზის გარეშეც გაანებივრეთ საჩუქრით. 

ქალწული
მგზავრობისა და მოგზაურობის დაწყების დღეა. ზოგიერთი მეგობრებთან ერთად აგარაკზე გაეშურება. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, საღამო - საოჯახოს. მეგობრების ან ნათესავების ვიზიტი დღეს გაგიხალისებთ. 

მორიელი
დღე საყვარელ საქმეს, ჰობის დაუთმეთ. თუ განსაკუთრებული გეგმები არ გაქვთ, შეგიძლიათ ტელევიზორის წინ წამოწვეთ. კარგი დღეა შოპინგისთვისაც. 

მშვილდოსანი
საქმიანი პარტნიორებშიც კი რომანტიკულ გრძნობებს აღძრავთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, რომელიც სიურპრიზს გიმზადებთ. 

თხის რქა 
ახლობლებისგან (განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებლებისგან) სასიამოვნო სიახლე გელით. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
დღეს კომფორტულად იგრძნობთ თვს საკუთარ დივანზეც, მეგობრებთანაც და გავლენიანი ადამიანების გარემოცვაშიც. ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ. 

თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის. ნუ დაივიწყებთ ოჯახის წევრებს, მათ ტკბილეულობები უყიდეთ. შეეხმიანეთ უფროსი თაობის ნათესავებს, მოუწყვეთ მათ ოჯახური ვახშამი. 

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 08:53

ვერძი
ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ. საიმედო მეგობრების იმედი გქონდეთ. საღამოს სიურპრიზები და რომანტიკული პაემანი გელით. 

კურო
ინტელექტუალური საქმიანობისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ოჯახის წევრები სიმყუდროვეს შეგიქმნიან.

ტყუპი
წარმატება თქვენ მხარესაა და გაბედულად იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანის მიმათ მეტად რომანტიკული უნდა იყოთ. 

კირჩხიბი
გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, შეიძინეთ ახალი სამოსი, აქსესუარები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
ფიზიკურად გააქტიურდით, დილაობით დაიწყეთ ვარჯიში. ზომიერად ხარჯეთ ფული, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
კოლეგები დაიხმარეთ და სწრაფად მორჩებით საქმეს. ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ, ტკბილეულობით გაანებივრეთ. 

სასწორი
საინტერესო შეხვედრების, რომანტიკული პაემანის დღეა. საღამოს სიურპრიზი გელით. 

მორიელი
საქმეები მალევე დაასრულეთ და დღე ოჯახის საქმეებს დაუთმეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მშვილდოსანი
საქმეების პარალელურად მოიცალეთ საყიდლებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან, უფროს ნათესავებთან ერთად ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
დღევანდელი დღის მოვლენებს მშვიდად შეხვდით; მოთოკეთ ემოციები. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული. 

მერწყული
მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. მეუღლის მიმართ ეგოისტურად განწყობილი ნუ იქნებით. 

თევზები
იყავით თამამი, გაბედული და გამარჯვებას მიაღწევთ. საღამო საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 10:00

ვერძი

დამოუკიდებლად საქმეებს ვერ გაუმკლავდებით, კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, ნერვებს გაუფრთხილდით. სიჯიუტის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ.

კურო
შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორები, კლიენტები გამოგიჩნდეთ. თავს ლიდერად იგრძნობთ, მაგრამ ყურადღებას ნუ მოადუნებთ. კარგი დღეა ცურვისა და საუნისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ და ყურადღება მხოლოდ პოზიტიურზე გაამახვილეთ. დაიწყეთ ვარჯიში და სწორი კვება. გააუმჯობესებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
დაგროვილ საქმეებს მარტო ნუ შეეჭიდებით, გამოცდილი კოლეგები დაიხმარეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ რაციონი. ფლირტის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ლომი
სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ მუშაობისას, საბუთების გაფორმებისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. შეიძლება პირად ცხოვრებაში კონკურენტის გამოჩენამ გეგმები აგირიოთ.

ქალწული
ფინანსური კეთილდღეობის გამო რუტინული საქმეების შესრულება უნდა მოითმინოთ. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მოსიყვარულე და მზრუნველი არ იქნებით, ურთიერთობა დაგეძაბებათ.

სასწორი
საქმეებში წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ მაქსიმალურად მოინდომებთ. იზრუნეთ სიმყუდროვის შექმნაზე ბინაში. პაემანი შეიძლება საქმეების გამო გადაგედოთ, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი გამოსწორდება.

მორიელი
საქმეები გაგიუმჯობესდებათ და გაფრთხილდით, სურდომ გეგმების განხორციელებაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს. გაუფრთხილდით ხერხემალს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით უჩვეულო ადგილებში.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი კარგად გაანალიზეთ. დაუმეგობრდით საქმიან პარტნიორებს. თუ არსებული სასიყვარულო კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვანია, იზრუნეთ მის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე.

თხის რქა
მუშაობისთვის მხოლოდ საკუთარ ცოდნას კი არა, ახალ ინფორმაციებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებსაც უნდა დაეყრდნოთ. საყვარელ ადამიანთან დღის განმავლობაში ხანმოკლე მიმოწერაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები. დაწინაურებას ან ხელფასის მომატებას ელოდეთ. სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დაიწყეთ დილაობით ვარჯიში, რაც განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თევზები
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მეტი ყურადღება მიმდინარე პროექტებს დაუთმეთ. დღეს კარგია ცურვა, აბანო. თქვენში რომანტიკულობა მოიმატებს, საყვარელი ადამიანის განებივრება მოგინდებათ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური