პარლამენტი წარმოადგენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 10:31

მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტმა წამოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს 2019-2020 წლების ძირითად საპარლამენტო აქტივობებს, შემუშავებულს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა პარლამენტის გაზრდილი როლი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.
სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2017 წელს ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული საბაზისო კვლევის შედეგების საფუძველზე.
ის მიღებული იქნა პარლამენტის ბიუროს მიერ 19 მარტს და მიზნად ისახავს საპარლამენტო საქმიანობის ოპტიმიზებას და პროცესისადმი სტრატეგიული და ერთიანი მიდგომის ხელშეწყობას  ყველა მონაწილე კომიტეტში. სამოქმედო გეგმაში აღწერილი  სამი სტრატეგიული მიზანი ეხება კანონშემოქმედებით და საკანონმდებლო პროცესების ევროპულთან დაახლოებას,  ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე ზედამხედველობას და ეფექტურ საჯარო ინფორმირებას და კომუნიკაციას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 14:13

1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.
 
1 ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.
 
„ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 10:06

ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე იმსჯელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ. დისკუსია სტრასბურგში მოლდოვასა და უკრაიანასაც შეეხება.
21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
ევროპარლამენტში პლენარული სესიები 21 იანვრამდე გაგრძელდება.

ასოცირების შეთანხმების შესრულების სუსტ და ძლიერ მხარეებზე არასამთავრობოები საუბრობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 13:18

ფონდ “ღია საზოგადოების” ორგანიზებით, დღეს ექვსმა არასამათავრობო ორგანიზაციამ  ანგარიში  წარადგინა, რომელიც მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს სუსტ და ძლიერ მხარეებზე. სუსტ მხარეებად მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა და სასამართლო დასახელდა. ასევე, ბავშვთა უფლებები, რომელზეც არასამათავრობოებმა რეკომენდაციები ხელისუფლებას უკვე გაუგზავნეს.

ფონდ ღია საზოგადოებაში განაცხადეს, რომ პროკურატურასა და სასამართლოში რეალური რეფორმები არ განხორციელებულა. ფონდის ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო, სადაც  ევროპული სტანდარტების კოდექსი იქნა მიღებული .

კავშირ ,,საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია კი თითქმის ყველა პოლიტიკურ ნაწილში ხედავს პრობლემებს.

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით კი საქართველომ 2015 წლის ასოცირების შეთანხმების გეგმა 99.9 პროცენტით შეასრულა.

შეხვედრაზე ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსა და ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ განმარტებები გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმაც. მისი განცხადებით, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ეს პროცესი გრძელვადიანია. მისივე თქმით,  არსებობს სფეროები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ეს არის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის ფუნქციონირების ხარისხი.

ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 11:20

საქართველოს პრემიერ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ესტუმრა ,ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს . ასოცირების საბჭოს  ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი წარუძღვებიან , ქართულ მხარეს იმედი აქვს რომ სათანადოდ იქნება აღნიშნული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი , საუბარი იქნება სამეზობლო პოლიტიკაზე ,აღმოსავლეთ პარტნიორობაზე , სექტორულ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე . 

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 11:13

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა), თავის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირსა და  საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების საკითხზე მომხსენებელი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი კლაუდია დურხშლაგი (ავსტრიის სახალხო პარტია - ÖVP) იყო. 

რატიფიცირების პროცესს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურციც დაესწრო. ბატონმა კურცმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთან ავსტრიის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა რომ, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ეს ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს. 

აღნიშნული შეთანხმება, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ა.წ. 30 ივნისს დაამტკიცა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური