არჩილ თალაკვაძე უკონტაქტო პატრულირებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 15:51
ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაგეგმილ ცვლილებებს ფარულ თვალთვალთან კავშირი არ აქვს. „უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 15:49

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარში – "წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მონაწილეობა მიიღო და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

სემინარში, რომელზეც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს, ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წლიური ეროვნული პროგრამა არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უწყობს ხელს.

სემინარზე ნატო-ს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ, აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხარე ალიანსს წარუდგენს.

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის ინიციატივას ფოთშიც აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 17:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის თაობაზე დღეს ფოთშიც გააპროტესტეს. აქციაში 30-მდე ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლების ეს ინიციატივა ქართველი მძღოლებისა და მოსახლეობის უფლებების შეზღუდვაა და ისინი მიმართავენ ხელისუფლებას შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება. 

ინიციატივა დღეს ქუთაისში და თბილისშიც გააპროტესტეს . 

არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელების პროტესტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 15:02

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელების პროტესტს ეხმაურება. თალაკვაძე კიდევ ერთხელ განმარტავს რას გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამით გათვალისწინებული რეგულაცია მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან მიმართებაში.
“მინდა მივმართო მემარჯვენე(საჭიანი) პროტესტის მონაწილეებს: ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ – თქვენ შეცდომაში შეჰყავხართ. აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე? ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას – მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა – მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია… რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა. ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას – ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად“, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური