გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ ვანელ ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 13:14

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს. „დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ–ერთია“, - განაცხადა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე. ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

"9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები"- არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 12:00

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „ეს სოფელი მდინარეების - ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება.

არჩილ თალაკვაძე - “განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 19:43

არჩილ თალაკვაძე - “განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრშიც პედაგოგი დგას. მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების ლიდერები არიან და ემსახურებიან იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძე პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „განვიხილეთ განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირების საკითხები და წინასაარჩევნო პროგრამა. განათლების სისტემის რეფორმა, შრომით ბაზარზე და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებზე უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ 2012 წლის შემდეგ, განათლების სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. განათლების დაფინანსება 348 მლნ ლარით გაიზარდა, ამოქმედდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემა, 60%-ით შემცირდა ოჯახების დანახარჯი ზოგად განათლებაზე, 95%-ით გაიზარდა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და 20%-ით გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების შედეგები“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ ყველაფრის ცენტრში დგას პედაგოგი. პედაგოგებთან შეხვედრას ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძეც ესწრებოდა. 

"სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია"-არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 11:56

„დაპირება ვერ მუასწარი და უკვე დუუწყიენ“ - - ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც რვა სექტემბერს დაიწყო.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში: ასკანაში, მზიანსა და მთისპირში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„ვხედავთ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფლები ვითარდება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულოა. მზად ვარ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვიყო, რათა დროულად გადავჭრა თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

 

ამ არჩევნებში ჩვენი კონკურენტი სიღარიბეა, რომელსაც მეწარმეობის გავითარება სჭირდება - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 16:51

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. დეტალურად ისაუბრა სოციალურ განვითარებაზე, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. “8 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, თუმცა ამ არჩევნებში ჩვენი კონკურენტები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენი კონკურენტები არიან სოფლებში დარჩენილი ძველი შენობები, მიწის ნაკვეთები რომელსაც დავამუშავებთ, შეჭირვება და სიღარიბე, რომელსაც მეწარმეობის განვითარება სჭირდება. მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე”- მიმართა თალაკვაძემ ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობას.

"დარწმუნებული ვარ კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს"-არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 15:01

“დარწმუნებული ვარ კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს, რომელსაც ჰყავს ძლიერი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით და წევრები, რომელთაც საქმის კეთების თანამედროვე გამოცდილება აქვთ “ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა. “მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია. განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელება, ტურიზმის განვითარება, დასაქმება, ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში” - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანდიდატმა კონჭკათელებთან არჩილ თალაკვაძემ ვრცლად ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:27

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტრიფიცირების პროგრამებზე. „ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს, მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , და ერთად ვიზრუნოთ გურიის აღმავლობისთვის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

“ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ,  მთავარი კი  არის, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა სოფლებში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს კეთილდღეობა“,  განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა.  

არჩილ თალაკვაძე კამპანიაში ჩაერთო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 00:46

31 აგვისტო ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრებთან ერთად, სოფელ ლიხაურში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ზედოზირების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან ყველაზე მეტი ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევაა. 2014 წელს საქართველოს მთავრობამ ზედოზირების შემთხვევაში პაციენტთა სიცოცხლის გადასარჩენად გამოძახებისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება მოუხსნა და ასეთი შემთხვევების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეიტანა. ამით მოიხსნა ბარიერი სამედიცინო მომსახურებაზე.

-- 

არჩილ თალაკვაძე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 19:00

‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებს და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკის სფეროში  სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე,  შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა.

„ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შიდა მოხმარების უზრუნველყოფა და ექსპორტის გაზრდა. ჩვენი გუნდის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზე არის ორიენტირებული“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო დღიურად 100-150 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული. 

 

არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 10:59

 “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას, ასევე, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ახალი საპარლამენტო შემადგენლობის კანდიდატები კახაკუჭავა, მამუკა მდინარაძე და აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.

 

"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ზურგქარია ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის", - ამ სიტყვებით გახსნადისკუსია არჩილ თალაკვაძემ.

 

შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, თვითმმართველობის რეფორმას, სოციალური დაცვის საკითხებს, ასევე, გარემოს დაცვისა საკითხებსა და მიწის მესაკუთრეების უფლებებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტი თვითმმართველი ერთეულებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის და გამოყენების პროცესში ბარიერების მოხსნაზე გამახვილდა. დისკუსია გაიმართა განათლების სისტემის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე. 

 

"ახლოს არის ის დრო, როცა კერძო სექტორი განათლების სისტემას პირდაპირ შეუკვეთს ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებს" - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

" სახელმწიფო დახმარებასთან ერთად ბენეფიციარებს დასაქმებასაც შესთავაზებს. მხოლოდ ასე შეიძლება სიღარიბის მანკიერი წრე გავჭრათ"  - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

შეხვედრაში, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა", "საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციამ", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ",  "ფენიქსი 2009-მ",  "გურიის აგრობიზნესცენტრმა", "გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა" და "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა მიიღეს". 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური