არჩილ თალაკვაძე სოფელ გურიანთის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 18:16

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ თალაკვაძე სოფელ გურიანთის მოსახლეობას შეხვდა.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურიანთის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „მე გპირდებით რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში თქვენ იქნებით ამაყები და წელგამართულები, მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია.“

"2 კვირა დარჩა გამარჯვებამდე და ერთად შევუდგებით ქალაქის სწრაფ განვითარებას”- თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:01

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც იქნება ეკონომიკურ ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“ - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.

არჩილ თალაკვაძე სოფელ ბაღდადისა და სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 სექტემბერი 2016 16:44

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და  ისაუბრა სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

„აქ მოვედი იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიდგე თქვენს გვერდით. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველას მოგეცეთ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ, 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და  თქვენთან ერთად  შევუდგებით ქვეყნის სწრაფ განვითარებას“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:44

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე  კათოლიკური ეკლესიის მრევლსა და ოზურგეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.  

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ ვართ ის ერი, სადაც ერთი ლამაზი ცის ქვეშ, ერთი ლამაზი მზის ქვეშ მშვიდობიანად,  სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში. ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი ხელისუფალი და ვერცერთი არჩილ თალაკვაძე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შემდეგი შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ შრომაში გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლათ გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ არ უტყდებიან საკუთარ თავს. დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს და განსაკუთრებულად ემზადება სწრაფი განვითარებისთვის. ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მედიაზე ზეწოლა და საკუთრების წართმევა აღარ არის სალაპარაკო და ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

"რეალურად არჩილმა ჩაუყარა საფუძველი უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას" - სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 12:36

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ლიხაურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორებზე ისაუბრეს.

მინისტრმა დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. „ჩემი დამსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურია. ეს არის მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგი და მთავარი პრიორიტეტი და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არჩილი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს, როცა მასზე საუბრობენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენთვის ყველასთვის მართლაც და უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

არჩილ თალაკვაძე - „გურია პერსპექტივების მხარეა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 17:58

არჩილ თალაკვაძე - „გურია პერსპექტივების მხარეა, ამ რეგიონში გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, 2012 წლის არჩევნებში  თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად გავიმარჯვებთ“

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილთალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში   სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 „ჩვენი ერთ ერთი პრიორიტეტია ძლიერი სოფელი“  „ჩვენ ძალაუფლება დავუბრუნეთ ხალხს და სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანებისკენ შემოვატრიალეთ - განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის სექტორები დღეს თქვენ გემსახურებათ და არა ორ-სამ ადამიანს, რომელთაც ხალხის ხარჯზე ხელები მოითბეს და უცნაური სურვილები შეისრულეს“ - მიმართა მოსახლეობას არჩილ თალაკვაძემ. 

„ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს“ - არჩილ თალაკვაძე სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 13:11

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ამომრჩეველს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროებზე.

„ჩვენ ვაპირებთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას. გზები, ხიდები და ახალი შენობები, ეს ის პრიორიტეტებია რაც სჭირდება სოფელსა და ქალაქს. სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა სწორედ იქ მოდის ინვესტორი, იქ მოდის ტურისტი, იქ ვითარდება ბიზნესი და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ ვანელ ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 13:14

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს. „დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ–ერთია“, - განაცხადა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე. ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

"9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები"- არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 12:00

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „ეს სოფელი მდინარეების - ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება.

არჩილ თალაკვაძე - “განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 19:43

არჩილ თალაკვაძე - “განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრშიც პედაგოგი დგას. მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების ლიდერები არიან და ემსახურებიან იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძე პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „განვიხილეთ განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირების საკითხები და წინასაარჩევნო პროგრამა. განათლების სისტემის რეფორმა, შრომით ბაზარზე და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებზე უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ 2012 წლის შემდეგ, განათლების სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. განათლების დაფინანსება 348 მლნ ლარით გაიზარდა, ამოქმედდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემა, 60%-ით შემცირდა ოჯახების დანახარჯი ზოგად განათლებაზე, 95%-ით გაიზარდა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და 20%-ით გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების შედეგები“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ ყველაფრის ცენტრში დგას პედაგოგი. პედაგოგებთან შეხვედრას ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძეც ესწრებოდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური