8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:50

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნისა და წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით : 

„8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა - აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთული არის. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს განსაზღვრას ოპოზიცია აპროტესტებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:26

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისათვის 8 აგვისტოს განსაზღვრას ოპოზიცია აპროტესტებს.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო პერიოდი აქტის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილებას უმცირესობაში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენების მცდელობას უკავშირებენ. 

კანონმდებლობის დარღვევას გამორიცხავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად კონკრეტული პერიოდი უნდა განესაზღვროთ.პრემიერს არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის კონტრასიგნაცია ამ დრომდე არ მოუხდენია. 

ცესკო არჩევნების პროცედურებს განმარტავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 16:21

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან და წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას პრემიერისგან სამართლებრივი აქტის მიღების  შემდეგ დაიწყებს. 

პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის განხილვისთვის პრემიერს, კანონმდებლობის მიხედვით, ათდღიანი ვადა აქვს. 

ცესკო-ში ასევე აცხადებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. 

ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირდა ერთი პარტია - „სახალხო ხელისუფლება“.

არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება მთავრობას გადაეგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 13:24

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს უკვე გადაეგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად  დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 12:23

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დაასახელა. შემდეგი პროცედურა ასეთია, პრემიერმინისტრმა დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. პროცედურები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ხელისფლებამ უკვე დაიმსახურა ოპოზიციის კრიტიკა.

მათ პრეტენზიები აქვთ გიორგი მარგველაშვილთან და აცხადებენ, რომ აუცილებელი იყო გარკვეული სახის კონსულტაციები ოპოზიციასთან.

„მას არ ქონდა კონსულტაციები პარტიებთან და ეს თარიღი გამოცხადდა, როგორც ჩანს პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების წარმომადგენელთა თათბირის შემდეგ,“ - აცხადებსნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი.  

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია მზადაა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რასაც ისინი უკვე დღეიდან შეუდგებიან. ასევე, შეიმუშავებენ ტაქტიკას თუ როგორ იმოქმედებენ წინასაარჩევნოდ.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური