არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:37

”აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული,” - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"პატრიოტთა ალიანსის“ ხმები 5%-ზე ბევრად მეტია, - გოჩა თევდორაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:22

 "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი  გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარტიამ  ხმების 5%-ზე ბევრად მეტი დაგაროვა. 

"მინდა მოვუწოდო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომლებიც ამ საკითხის განსჯით არიან დაკავებული და ვუთხრა, რომ საიტზეც არის გამოქვეყნებული და ოფიციალური მონაცემით 5%-ზე ბევრად მეტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხმები. ჩვენ ამ ხმების დაცვას შევძლებთ," - განაცხადა  გოჩა თევდორაძემ.

"მე მგონი კი... კი, კი, ვრჩები," - პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:14

ამ დრომდე უცნობია დარჩება თუ არა პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია თუმცა უფრო კი.

"ვნახოთ, მე მგონი კი... კი, კი, ვრჩები. მე ვარ პოლიტიკაში, როგორც ვიყავი და ჩემი პარტია არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც აქვს უნარი, ქვეყანა დააყენოს ფეხზე. პარტია იარსებებს, მეც ვარ აქ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.




ბურჭულაძის პარტიის წევრი ტაიმ-აუტს იღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:08

„გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ. მეც მჭირდება გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება. პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ ცალკეულმა ლიდერებმა საქმიანობა,“ -  აღნიშნული განცხადება მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.

 

შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:00

რას გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა, შევა თუ არა პარლამენტში? - ეს დღის განმავლობასი გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებით პარტიის  პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას დღესვე  მიიღებენ.

 

არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია, - გია ვოლსკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 10:50

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია:

„არეულობის და დაპირისპირების სც-ენარი კვლავ აქტუალურია, სააკაშვილი მხოლოდ ამ მიმართულებით მოძრაობს, ამ მიმართულებით თავის პოზიცია არასდროს   არ შეუცვლია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვინ რამდენი პროცენტი დააგროვა? - არჩევნების შედეგები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:56

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა.  წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,67 % დააგროვა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს სრულად გთავაზობთ:

41     „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”  856529   (48.67 %)

5       „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”    477143  (27.11 %)

8      „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  88109    (5.01 %)

27     „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”   81368   (4.62 %)

3       „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”     62178   (3.53 %)

1       „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”    60713    (3.45 %)

2       პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”)  1066    (0.06 %)

4       „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”   2224       (0.13 %)

6       „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” 27308   (1.55 %)

7       „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”   2805     (0.16 %)

10       „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 55207    (3.14 %)

11     „სახალხო ხელისუფლება”      810   (0.05 %)

12       „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)  1773  (0.1 %)

14       „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”  3824    (0.22 %)

15        „მშრომელთა სოციალისტური პარტია”    680  (0.04 %)

16      „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”   1469  (0.08 %)

17       „საქართველო”        1546  (0.09 %)

18        „ქართული იდეა”    2932    (0.17 %)

19        „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”    13813    (0.78 %)

22        მერაბ კოსტავას საზოგადოება    996    (0.06 %)

23        „ჩვენები - სახალხო პარტია”  1595 (0.09 %)

25      „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”   737  (0.04 %)

26        ეროვნული ფორუმი   12806  (0.73 %)

28        „ზვიადის გზა - უფლის სახელით”  1505  (0.09 %)

30       „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)   801   (0.05 %)

 

ცეკომ ხმების დათვლა დაასრულა, "ქართული ოცნება" დილერობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:52

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა.  წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,67 % დააგროვა, 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"  27,11 % მიიღო.

ბოლო მონაცემებით,   "პატრიოტთა ალიანსს"  5, 01 % აქვს, შესაბამისა ბარიერი გადალახა.

 

არჩევნების მეორე ტურის პროცედურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:49

არჩევნების მეორე ტურთან დაკავსირებულ პროცედურებს ცესკო განმარტავს.

"მეორე ტური იმართება, თუკი ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობას ღებულობს მეორე ტურში. თუკი მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა,"- განაცხადა  ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.  

არსად წასვლას არ ვაპირებთ, ...აუცილებლად გავიმარჯვებთ, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 18:14

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური