ნინო ბურჯანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 13:49

”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, იმასთან დაკავშირებით რომ პარტიას უარი ეთქვა ბიულეტენების გადათვლაზე:

„საოლქო კომისიებმა ყველამ, როგორც ერთმა უარი გვითხრა ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე და არ დააკმაყოფილა ჩვენი არც ერთი საჩივარი, რათა გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო ბიულეტენები. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ბუნებრივია, მივმართეთ სასამართლოებს, სადაც ასევე, ყველამ, როგორც ერთმა არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელები. მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ე.წ. დემოკრატიული და ევროპული საქართველოს თავისუფალი სასამართლოს ქმედებებიდან: მაგალითად, საოლქო კომისიების მიერ დაუბალანსებელი და გაყალბებული ოქმების შედგენისათვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დააწერინეს ახსნა-განმარტებები და აქაც ყველამ, როგორც ერთმა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გაამართლეს იმით, რომ ჰქონდათ სიცხე, დაიღალნენ, ეძინებოდათ, ან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელნი ან ძალიან ასაკოვანი იყვნენ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დავით ბაქრაძე პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 12:05

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე, ზესტაფონსა და ჭიათურაში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან: ზურაბ ბიხიკიძე, გია რობაქიძე და გოგი ჩილიკვაძესთან ერთად პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ მათ პოლიტიკური საბჭოს გადაწტყვეტილების მნიშვნელობაზე ესაუბრა, განიხილეს საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეები, არჩევნების შედეგები და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია.

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბრძოლის გაგრძელებას დაპირდა და წარმატება უსურვა.

არ შეიძლება იმედი გაუცრუო ადამიანებს, - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 12:01

მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. არ შეიძლება იმედი გაუცრუო  ადამიანებს, რომლებმაც არჩევანი შენზე გააკეთა,  - აღნისნული განცხადება  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მეორე ტური არის ღირსების ტესტი, - დიმიტრი ხუნდაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:49

"უფრო მეტი ყურადღება მართებს ამომრჩეველს, რომ არ შევიდეს შეცდომაში და მხარი დაუჭიროს პროგრესს. მცხეთაში არჩევნების მეორე ტური არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის ღირსების ტესტი, რამდენად არის მცხეთა მზად უარი უთხრას ძალადობას, - აღნიშნული განცხადება  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
ხუნდაძის თქმით, მეორე ტურში  მისი უშუალო კონკურენტი ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, არამედ ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და ვანო მერაბიშვილის მეგობარია. 

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 09:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

არჩევნები 2016 - ჯეიმს აპატურაი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 14:51

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. იგი ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას და წერს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კენჭისყრა იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული და ამავდროულად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება.

ჯეიმს აპატურაი მწუხარებას გამოთქვამს ძალადობის შემთხვევების გამო და იმედოვნებს, რომ საჩივრებს კომპეტენტური ორგანოები სათანადოდ შეაფასებენ.

"მოუთმენლად ველი თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების უფრო მეტად გასაღრმავებლად,"- ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ნაციონალები პარლამენტში უნდა შემოვიდნენ , - ზაზა ხუციშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 13:22

 ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარლამენტში უნდა შევიდნენ: 

"ძალიან კარგად იმუშავეს არჩევნებისთვის, ჩემი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ცისკარიშვილი 3 თვის განმავლობაში პრაქტიკულად, ყველა ოჯახში შევიდა. ჩვენ ხალხი გამოგვყავდა შეხვედრებზე. მე ვთვლი, რომ საკმაოდ მაღალი, ჩემთვის მოულოდნელი შედეგი დადეს. ეს უპასუხისმგებლობაა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს, ვინც მხარი დაგიჭირა, უთხრა, რომ რაღაცის გამო არ შევდივარ პარლამენტში. უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა გვქონდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის პროდუქტიული თანამშრომლობა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ჩაყრილია ცარიელი კონვერტები, - ბურჯანაძის პარტია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:39

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლები. 

 ნინო ბურჯანაძის პარტიის, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ დღეს, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც  დოკუმენტები და შემაჯამებელი ოქმები წარადგინა,  მისი თქმით, წადგენილი დოკუმენტაცია ადსტურებს არჩევნების გაყალბებას.

„არის უამრავი ფაქტი, რომ არის მცდელობა ოქმების გაყალბების ან არასწორად არის დათვლილი, არის ჩაყრილი ცარიელი კონვერტები, ბიულეტენები,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

იანოშ ჰერმანი მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:33

ევროკავშირის ელჩი საქართველოს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში  მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიულოცა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის.

არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:37

”აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული,” - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური