დამკვირვებლების კომენტარი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 15:07

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ზოგადად, პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" წერს.

„პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, არჩევანის და მედიაგარემოს თავისუფლება. საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც მთავარია, როგორც პირველი ტურის დროს, ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა,“- განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კელთჩევსკიმ.

NDI-ის ანგარიშში მეორე ტურის საბოლოო შეფასება მოხვდება, რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

„ჩვენ 10 დღის წინ პირველი ტურის შეფასება მოვახდინეთ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდეთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, რათა ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. ასევე ცესკოს მუშაობაში ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,“- განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:51

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გვინდა გამოვეხმაუროთ კიდევ ერთხელ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაც.მოძრაობის მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს კიდევ ერთხელ ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით, საჯარო მოხელეებს ევალებათ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია, ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ჩვენ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, არასამთავარობო ორგანიზაციების შეფასებებს ამასთან დაკავშირებით, ეს არის, ბუნებრივია, კანონის დარღვევა, ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენის მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ერთი კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაც. მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავთ, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი არსებული მონაცემებით, ათი საათის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:21

საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. გარდა ამისა საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდიანრეობს ლაგოდეხსა და სენაკში.

არჩევნების მიმდინარეობისას ტექნიკური ხასიათის დარღვევები დააფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:44

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურულ დარღვევებზე განცხადებები გაკეთდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მონაცემებით, გამოვლინდა ხმის ღიად მიცემის პრეცედენტი, მარნეულის 48-ე უბანზე კი დაფიქსირდა კომისიის წევრების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.

სამართლიანი არჩევნების განმარტებით, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა როგორც ორგანიზაციის დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, მცირე დარღვევები მათმა დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

„მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა მარნეულის 36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩვენო უბანზე, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართობის სიმცირისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, პრობლემები შეექმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგებას. ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სია არასრულყოფილად იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მარნეულში - დაწერილია 8 საჩივარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:38

7 საათია მარნეულში არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ყიზილაჯლოში, სადაც წესრიგის დასამყარებლად 8 ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო, ხმის მიცემის პროცესი ხმაურით დაიწყო, თუმცა ამ წუთებში მშვიდ გარემოში გრძელდება. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" იტყობინება.

უკვე ცნობილია აქტივობის პირველადი მონაცემებიც. არჩევნებზე 500-მდე ამომრჩეველია მისული, რაც 25 პროცენტს წარმოადგენს.

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევები იყო, ამ ეტაპისთვის მარნეულში 8 საჩივარია დაწერილი.

საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხე არ არსებობს, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 15:25

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ,  მათი მიზანი  საკონსტიტუციო უმრავლესობის საკუთარ თავზე მორგება არ არის: 

„ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი, არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერმინისტრის კომპეტენცია 2013 წელს,“- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმები მოპარა, - გიორგი კირთაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 15:06

"ნაციონალურმა მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მტკიცებით, ბათუმში არჩევნების გაყალბების ფაქტებია დაფიქსირებული. დღეს მან ვიდეომასალა წარმოადგინა.

„ჩვენ გადავთვალეთ ყველა ოქმი და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩვენს ოლქში 38 უბანში დაკარგულია ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოპარულია 777 ბიულეტენი. ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმები მოპარა,“-  გიორგი კირთაძემ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურებისთვის, - ანა მიქელაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 11:21

"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც  განსაზღვრულია ის პროცედურები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება განმეორებით კენჭისყრასა და ასევე არჩევნების მეორე ტურებს, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ. 
სეგახსენებთ,  8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

"თავისუფალი დემოკრატები" ცვლილებებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 10:40

პარტიაში "თავისუფალი დემოკრატები" ცვლილებები განხორციელდება.  რეორგანიზაციის საკითხზე  შესახებ პარტიაში დღეს იმსჯელებენ.

აღმასრულებელი მდივნის თამარ კეკენაძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოსა და გამგეობაში ცვლილებები განხორციელდება და აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები ახალი სახეებით დაკომპლექტდება. 

ნუ მოვუსმენთ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, - თეა წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 15:29

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის თქმით,  არჩევნების მეორე ტური არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ქონდეს უმრავლესობა:

„მეორე ტური არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ქონდეს კომფორტული უმრავლესობა, თუნდაც იმისთვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, კანონები მიიღოს, მათ შორის ორგანული კანონები. ნუ მოვუსმენთ იმ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, რომ, თითქოს, საშიშია "ქართული ოცნების" მაღალი ხარისხით წარმატება. არჩევნების მეორე ტურზე ყველა უნდა მივიდეთ, რადგან მეორე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, ბოლომდე მობილიზებული იქნება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური