სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს
"პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განუცხადა.
საპარლამენტო სიის N2, სანდრა რულოვსი გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა, სადაც პარტიის წევრებს შეხვდა.
შევა თუა არ პარლამენტში სანდრა რულოვსი
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის წევრების კონსულტაციები მიმდინარეობს, ოფისში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.
საპარლამენტო სიის N2, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია, - თეთრი სახლის წარმომადგენელი
თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით"
"ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ," - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით გაყალბდა:
"არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
"12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," - აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შემდეგ გააკეთა.
ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.
რატომ დატოვა ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია”
„დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური" პარტიის დატოვების შესახებ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
შეგახსებეთ, პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.
საკრებულოს სამი ახალი დეპუტატის ვინაობა ცნობილია
ცნობილია 3 ახალი ცდეპუტატის ვინაობა, რომლებიც თბილისის საკრებულოში იმუშავებენ. რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქის საკრებულოში, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, საკრებულოს სამი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს. დედაქალაქის საკრებულოში, ნინო გოგუაძეს გულია გოცირიძე შეცვლის, ბექა ნაცვლიშვილს ქეთევან მამულაშვილი, ირაკლი აბუსერიძეს კი ზურაბ ქადაგიძე ჩაანაცვლებს.
საკრებულოს დეპუტატებს,ნინო გოგუაძეს, ირაკლი აბუსერიძეს და ბექა ნაცვლიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდათ, მათ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვეს.
"ქართული ოცნება" კონსულტაციებს იწყებს
"ქართული ოცნება" სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირების მიზნით კონსულტაციებს იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, კონსულტაციების დასრულებამდე სამომავლო გეგმებძე არ ისაუბრებს, ყველაფერი ცნობილი დაახლოებით 10-11 ნოემბრისთვის გახდება.
"გადავწყვიტეთ რამდენიმე დღე აქტიური კონსულტაციების, აქტიური თათბირის რეჟიმში გავხარჯოთ და ამის შემდეგ ვამცნოთ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება გუნდის შიგნით კონსულტაციები, პოზიციების შეჯერება, საერთო კანდიდატურებზე შეთანხმება," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
”პატრიოტთა ალიანსმა” სასამართლო დავა შესაძლოა სტრასბურგში გააგრძელოს
”პატრიოტთა ალიანსმა” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავა შესაძლოა, სტრასბურგში გააგრძელოს.
"პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაციას რა გადაწყვეტილებაც უნდა იმას იღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გვაქვს წარდგენილი და იმედია ანტიკონსტიტუციური ნორმების გადახედვას მივაღწევთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ჩვენ მას სტრასბურგში გავასაჩივრებთ, ვინაიდან სახეზეა მართლმსაჯულების უფლების დარღვევა,”- აღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლოში პროცესის დარულების შემდეგ ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ გააკეთა.
ეს არჩევნები იყო შთამბეჭდავი, - ეკა ბესელია
საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა იმდენად ნათელი გახადა, თუ როგორია პარტიების მიმართ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა და ნდობა, რომ საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რეალურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, - განაცხადა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
"ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ მარტო მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დასრულდა დაყვედრების და მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე ყოფილი პარტნიორი ამ როლიდან გველაპარაკებოდა. ეს არჩევნები იყო შთამბეჭდავი ამ თვალსაზრისითაც, როდესაც კიდევ ერთელ და უკვე ახალ ეტაპზე გაიზომა ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობის ხარისხი,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.