ეგვიპტემ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი გამოაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 13:36

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა,„ევრონიუსის ცნობით,  პირველი ეტაპი 18-19 ოქტომბერს, ხოლო მეროე - 22-23 ნოემბერს კაიროში გაიმართება. ეგვიპტის მთავრობის განცხადებით, ეს არჩევნები სახელმწიფოს დემოკრატიული კურსისადმი ერთგულებას ამტკიცებს. ქვეყანას პარლამენტი 2012 წლის ივნისის შემდეგ არ ჰყოლია. აღნიშნული არჩევნები ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი იქნება. ბოლო პარლამენტი, რომელიც ძირითადად ისლამისტი დეპუტატებისგან შედგებოდა, 2012 წელს დაითხოვეს. 

არმიამ ეგვიპტის დემოკრატიული მისწრაფებები აღიარა. ქვეყანა არაბულ სახელმწიფოებს შორის დასავლეთის მთავარი მოკავშირეა.  თუმცა, ამ გზის არჩევის პერიოდში ეგვიპტემ დიდი ბრძოლა გამოიარა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თურქეთში განმეორებითი არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 16:01

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 7 ივნისის არჩევნების შემდეგ კანონით გათვალისწინებული მთავრობის შექმნის 45 დღიანი ვადის ამოწურვისთანავე პარლამენტის თავმჯდომარე ისმეთ ილმაზი მიიღო. ამის შესახებ თურქული პრესა იტყობინება.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ოფიციალურ გაზეთშიც გამოქვეყნდა.
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს პრემიერმინისტრ დავუთოღლუს მიიღებს. განმეორებითი არჩევნების გადაწყვეტილების შემდგომი პროცესის მიმდინარეობაც თანდათან ზუსტდება. არჩევნები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 90-ე დღის მომდევნო პირველ კვირას უნდა გაიმართოს.
უმაღლესი საარჩევნო კომისია ამ ვადის 60 დღეში დასრულებას გეგმავს.
პრეზიდენტი ერდოღანი დროებითი მინისტრთა კაბინეტის შექმნის დავალებას გასცემს.
იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.
დროებითი მინისტრთა საბჭოს სხვა წევრების რაოდენობა პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
თუ რომელიმე პარტია მინისტრთა საბჭოს კანდიდატს არ მისცემს, მათ მაგივრადაც დამოუკიდებელი კანდიდატები დაინიშნებიან.
განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებიდან 5 დღეში შესაქმნელ დროებით მთავრობას პარლამენტი არ ამტკიცებს.
ამგვარად, თურქეთის ისტორიაში პირველად არჩევნებამდე ქვეყანას დროებითი მინისტრთა კაბინეტი მიიყვანს.
ახალ გარდამავალ მთავრობაში რომელ პარტიას რამდენი სამინისტრო უნდა გადაეცეს უკვე ცნობილია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოამზადა გრაფა, რომელშიც აღნიშნულია საარჩევნო მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით ახალ მინისტრთა საბჭოში პრემიერმინისტრის ჩათვლით არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან თუ რომელ პარტიას რამდენი სამინისტრო უნდა გადაეცეს. ამის მიხედვით პრემიერისა და სამი დამოუკიდებელი პარლამენტარის გარდა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას 11, რესპუბლუკურ სახალხო პარტიას 5, ეროვნული მოძრაობის და ხალხთა დემოკრატიულ პარტიას 3-3 სამინისტრო უნდა გადაეცეთ. პრემიერმინისტრის წყაროებისგან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული გრაფა უკვე მზადაა და პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს გადაეცა. დავუთოღლუ კი გრაფის მიხედვით დღეს პარლამენტარებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. მეორეს მხრივ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა, თურქეთში 26-ე საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 1 ნოემბერს გაიმართება.

საბერძნეთის პრემიერი თანამდებობიდან მიდის, რათა ვადამდელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 10:55

საბერძნეთ ში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სავარუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება. ამ თარიღის გამოცხადების შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა,  ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

"პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე მივიღე, ამოწურულია და ბერძენმა ხალხმა ხელახლა უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი ის, რაც გავაკეთე", - განაცხადა ციპრასმა. 

მისივე თქმით, იგი აპირებს  მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკომისია საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს. "ბიბისის" ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად ათენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისგან უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.
გასულ კვირას კი საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ შეთანხმდა. სანაცვლოდ ათენმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს.
აღნიშნულ შეთანხმებას მმართველი პარტია "სირიზას" წევრთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის შედეგად, შეთანხმება პარლამენტმა დაამტკიცა.
რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო კრედიტორებისგან ათენმა პირველი დახმარება - ფინანსური ტრანშის სახით 13 მილიარდი ევრო უკვე მიიღო.

შეგახსენებთ ასევე, რომ 14 აგვისტოს საბერძნეთის პარლამენტის წევრებმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ თანხმობა განაცხადეს ევროკავშირის დახმარების ახალი, მესამე პაკეტის პირობებზე, რომლის ღირებულებაც 86 მილიარდი ევროა. აქედან 25 მილიარდი საბერძნეთის ბანკების რეკაპიტალიზაციას უნდა მოხმარდეს. 

თურქეთში ისევ საარჩევნო პროცესი იწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2015 19:05

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნისა და პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაციები პარტნიორობის შესაქმნელი საფუძველის ვერ მონახვის გამო დასრულდა. ამის შესახებ TRT იუწყება.
თურქეთის პრემიერმა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურ მდივან ქემალ ქილიჩდაროღლუსთან მთავრობის შექმნის ფარგლებში ჩატარებული დღევანდელი მესამე შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამჭვირვალე და პრინციპული მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას „ვადიანი რეფორმების მთავრობის“ წინადადება შესთავაზეს და მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და განათლების სფეროს თაოსნობით აზრთა დიდი სხვადასხვაობა არსებობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიძლება თქვან, რომ ერთადერთი შესაძლებლობა დარჩა ისევ მიმართონ ხალხის ნებას.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის საპარალამენტო არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის შექმნისათვის საჭირო ხმების რაოდენობა და 9 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრემიერ დავუთოღლუს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.

გვერდი 36/ 36-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური