კანადას ახალი პრემიერი ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 11:36

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. საპარლამენტო არჩევნებში გამაჯვება "ლიბერალურმა პარტიამ" მოიპოვა. შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სტივენ ჰარპერს ჯასტინ ტრიუდო ჩაანაცვლებს. 
ჯასტინ ტრიუდო, კანადის ყოფილი პრემიერის, პიერ ტრუდოს შვილია. ის "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას უჭერს მხარს, თუმცა მიიჩნევს, რომ სირიის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის ნაცვლად კანადა სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას უნდა დაეხმაროს.

ევროპარლამენტი: თურქეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარება გარანტირებული ვერ იქნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 16:58

თურქეთში Today's Zaman-ის მთავარი რედაქტორის ბიულენთ ქენეშის დაპატიმრებას, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ჯგუფის თურქეთის საკითხებზე მომხსენებელი რენატე სომერი აღნიშნავს, რომ თურქეთში პირველად Twitter-ზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს. "ჟურნალისტებისა და პრესის წარმომადგენლების უმოწყალოდა დაშინებამ დაუჯერებელ დონეს მიაღწია."-განაცხადა სომერმა. პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში სომერი, ქენეშის Twitter-ის საშუალებით კრიტიკული განცხადებების გაზიარების გამო დაპატიმრება, პრესის მიმართ ზეწოლის ზრდის მაჩვენებელია.

ასეთ პირობებში 1 ნოემბერის არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების გარანტია აღარ არსებობს განაცხადა სომერმა და აღნიშნა, რომ თურქეთი დემოკრატიულ ღირებულებებს სწრაფად შორდება.

ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალის წინააღმდეგ დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული "პრეზიდენტის შეურაცყოფის" ბრალდება ამ ჯერად ბიულენთ ქენეშს წაუყენეს.

ინგლისურენოვანი გაზეთის Today's Zaman-ის მთავარი რედაქტორის, ბიულენთ ქენეშის მიერ Twitter-ის საშუალებით სხვადასხვა დროს გაზიარებული მესიჯები დანაშაულად ჩაითვალა. გამოძიების კიდევ ერთი საგანი Twitter-ის საშუალებითა გაზიარებული კარიკატურა იყო. ქენეშმა ისეთი ქარიკატურა გაიზიარა რომელსაც არც არავისი სახელი და არც არანაირი ინსტიტუტის სახელწოდება ჰქონდა მაგრამ მაინც 'პრეზიდენტის შეურაცყოფის' ბრალდება წაუყენეს. ქენეშმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები: "როგორც შენ იპოვე გამოსავალი მასეთ გზას ჩვენ არ ავირჩევთ, ფულები როგორც გაანულე, ვიცით " ,გაიზიარა, რაც ბრალად წაუყენეს.

ბელორუსის პრეზიდენტი,კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 10:00

მეხუთე ვადით ხელისუფლების სათავეში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა 83,49%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი ტატიანა კოროტკევიჩი 4%-იანი მხარდაჭერით გავიდა. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე 21 წელია ქვეყნის სათავეშია.

პირველ ოფიციალურ ვიზიტს კი ლუკაშენკო უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს.

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 15:24

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ბელორუსის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი ლიდერი ხვალ უნდა აირჩიოს.

სიაში ოფიციალურად 4 დარეგისტრირებული კანდიდატია, მათ შორის, ბელარუსის მოქმედი ლიდერი.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვერც ერთი კონკურენტი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და, სავარაუდოდ, ის პრეზიდენტის პოსტს კიდევ 5 წლის ვადით ჩაიბარებს.

ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის კრიტიკით ლუკაშენკო დასავლეთში საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა, ხვალინდელი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად სცნოს.

სკანდალი და ფარული ვიდეო ჩანაწერი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 12:56

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით ფარული კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელშიც რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე პრეზიდენტს გრიგორი სურკისს და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. კადრები, "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. არველაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების და ერთ-ერთი დაკავებული დელეგატის გეგა გობეჯიშვილის შესახებ საუბრობს. 
"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი. 

მოახლოებული არჩევნები "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:32

დაპირისპირება საგარეჯოში. 31ოქტომბრის შუალედური არჩევნები და პიკში შესული წინასაარჩევნო კამპანია. ექსკლუზიური ინტერვიუ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატთან თამარ ხიდაშელთან და პატრიოტული ალიანსის გენერალურ მდივანთან ირმა ინაშვილთან.

კახი კალაძემ საარჩევნო სისტემის რეფორმა დააანონსა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 16:39

"2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება," - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ, განაცხადა. 

კახი კალაძემ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც, მისი განცხადებით, 2020 წლისთვის იგეგმება. 

„რეგიონების მიხედვით გამოთანაბრება მოხდება და ასევე 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ვგეგმავთ. ეს არ არის ძალიან მარტივი. ამას ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება. აქ უნდა იყვნენ ჩართულები ექსპერტები, უცხოეთიდან უნდა მოვიწვიოთ ადამიანები, ვისაც ამის გამოცდილება გააჩნიათ. უნდა ჩაერთვნენ არასამთვრობო ორგანიზაციები, პარტიები, შესაბამისად, 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება.

 

ინაშვილი ხიდაშელის შეხვედრაზე შეიჭრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:39
საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შეხვედრა დემოკრატიული ჩართულოობის ცენტრში ექიმებთან გაიმართა. შეხვედრას ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თამარ ხიდაშელს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენი კორესპონდენტი მედეა ცხოვრებაზე შეხვედრას ესწრებოდა, მისი ცნობით, შეხვედრის დროს საგარეჯოს კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი მოულოდნელად გამოჩნდა. ინაშვილმა შეხვედრაზე დასწრება მოითხოვა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სერგეენკოს მხრიდან ერთი კადიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება მიუღებელია, რადგან იგი მხოლოდ თამარ ხიდაშელის მინისტრი არ არის. "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ნინოწმინდასა და პატარძეულში ონკოლოგიური შემთხვევების ზრდაზე და მინისტრს ამ სოფლების შემოწმებისკენ მოუწოდა. დავით სერგეენკომ და თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილის მოსაზრებებს მოუსმინეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და ონკოლოგიურ პრობლემებზე ასეთ ფორმატში საუბარი პოპულისტობაა. ბოლოს დავით სერგეენკომ შეხვედრის გაგრძელების ნებართვა ითხოვა. ირმა ინაშვილმა თავის მხარდამჭერთან, ხათუნა ხოფერიასთან ერთად დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.

"ბატონი სერგეენკო კარგი მინისტრია, მაგრამ ძალიან პატარა კაცი ყოფილა" - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:52
ირმა ინაშვილმა თამარ ხიდაშელის შეხვედრის დემონსტრაციულად დატოვების შემდეგ Facebook-ზე საკუთარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა და მინისტრს მიმართა: „თქვენ ჩემი, ჩემი შვილების და ჩემი ამომრჩევლის ჯანდაცვის მინისტრიც ხართ და ვწუხვარ, რომ საარჩევნო აგიტაციის პროცესში ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მონაწილეობთ. ამისთვის არ გვიბრძოლია 2012 წლის ოქტომბერში. ასეთ ქვეყანას არ აგაშენებინებთ!" შეხვედრის დარბაზის დატოვების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ბატონი სერგეენკო კარგი მინისტრია, მაგრამ ძალიან პატარა კაცი ყოფილა. როცა საგარეჯოში გავიმარჯვებ, ბატონო მინისტრო, იმედი მაქვს, შეგრცხვებათ“. რას გულისხმობდა ირმა ინაშვილი ამ შეფასებით მას არ განუმარტავს. "ნიუსდეის" ინფორმაციით, ირმა ინაშვილი შეხვედრაზე შეიჭრა, რომელსაც თამარ ხიდაშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მინისტრთან და ექიმებთან მართავდა.

გიორგი ახვლედიანი: სახალხო დამცველი არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:13
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ომბუდსმენმა უარი განაცხადა. „სახალხო დამცველმა ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა თავის მიერვე დაწყებული საქმე, და საბოლოო ჯამში არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა“, - განაცხადა ახვლედიანმა. ახვლედიანის თქმით, სახალხო დამცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და სამართლიანი ომბუდსმენის იმიჯი. „ხოლო როცა იგი ხელისუფლების ადვოკატი ხდება, მისი სახალხო დამცველობის უკვე აღარავის სჯერა, რაც ცუდია თავად ომბუდსმენისთვის და დიდი პრობლემაა ქვეყნისათვის“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური