საარჩევნო სია, "ქართული ოცნების" ყრილობის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 13:08

სავარაუდოდ, კოალიცია ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია, საზოგადოებისთვის მას შემდეგ იქნება ცნობილი,  როცა  "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდება და შეთანხმება მოხდება,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. 

კვაჭანტირაძის  განცხადებით, მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საარჩევნო სიის წევრად დასახელებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

გარდაბანში 700 სამხედრო მოსამსახურისთვის სპეციალაური უბანი გაიხსნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 18:20

28 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური უბანი გაიხსნება.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის საჩივარი თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ამომრჩეველთა 700 კაციან სიას ეხებოდა.

საჩივარში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სამინისტრომ სიები კანონის დარღვევით შეადგინა და ვაზიანის ბაზაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 700 სამხედრო მოსამსახურის არსებობა არ დაადასტურა.

ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ საჯაროდ დადებული პირობა დაარღვია და გამონაკლისი სახის უბნების გაუქმება არ მოახდინა.

„ეს არის თავდაცვის სამინისტროს არაკომპეტენტურობა და თავდაცვის მინისტრის ტყუილი, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს თინა ხიდაშელის დაპირება, რომ 2016 წელი იქნება წელი, რომელიც გამონაკლისი სახის უბნებისგან იქნებოდა თავისუფალი. როგორც ყველაფერი ქართულ ოცნებაში ესეც ტყუილი აღმოჩნდა,“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

„რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებზე კვლავ კოალიციურ ფორმატში წარდგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 17:25

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ კვლავ კოალიციურ ფორმატში წარდგება. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, პარტია არ აპირებს კოალიციის დატოვებას 2016 წლის არჩევნებისთვის. 

რაც შეეხება, თუ როგორ წარდგება კოალიცია არჩევნებზე, თამარ კორძაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ დაწყებულა

გიგი წერეთელი არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 16:23

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს, მოსახლეობას გორში აცნობენ.

შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობის და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები ხვდებიან. ოპოზიცია გორიდან ახალციხეში გადაინაცვლებს.

"ვიბრძოლებთ, რომ არასწორი, მახინჯი სისტემა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, შეიცვალოს და საქართველოში რეგიონალურ0როპორციული არჩევნები იყოს,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგი წერეთელმა.

ნათელაშვილის მოთხოვნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 16:24

შალვა ნათელაშვილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამოეხმაურა. ნათელაშვილის შეფასებით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, საჭიროა მთავრობის სრული შემადგენლობით შეცვლა

მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერი პარლამენტმა შესაძლოა, დღეს დაამტკიცოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:15
 უმრავლესობის ინიციატივა მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესებასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა დღეს დაამტკიცოს.კანონმდებლებმა კანონპრეოქტი გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს.ოპოზიცია ცვლილებას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ  50 %-იანი ბარიერი არსებულ რეალობას არ ცვლის.

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული უკვე ცნობილია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 10:38

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ მოიპოვა. თუმცა, ეგზიტპოლების მონაცმებით, სოციალისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობით მმართველი,კონსერვატორები შეავსებენ, თუმცა მათ სოციალისტებმა აბსოლუტური მმართველობის შანსი წაართვეს.

ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ მარიანო რახოის პარტიამ 350 კაციან პარლამენტში, დაახლოებით, 124 ადგილი მოიპოვა. ამგვარი შედეგებით კი ესპანეთში მოსალოდნელია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება, რაც ორ ძალას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირას გასტანს. 

სერგო რატიანი მმართველ გუნდზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 13:05

საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ვერსია მორგებულია მმართველ გუნდზე და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები მოიგოს.

"ეს არის კანონი, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვის გამარჯვება შემდეგ არჩევნებზე.  ეს ხდება თანდათანობით თითქმის შეუძლებელი, თავადაც ვერ გარკვეულან როგორი კანონი უნდა მიიღონ და როგორ უნდა დაჭრან საქართველო ოლქებად, რომ ეს იყოს საფუძველი მათი გამარჯვებისა", - განაცხადა  სერგო რატიანი

თავისუფალი დემოკრატების აზრით, მმართველმა გუნდმა, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე უმრავლესობამ  ხელიდან გაუშვა შანსი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის საარჩევნო შტაბს, ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 16:13

ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს მისი ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს. “მქონდა პატივი ბოლო 5 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ლეონიდ ჩერნოვეცკის საინვესტიციო კომპანიისთვის და მისი ფონდისთვის, ხოლო დღეიდან დავიწყე მისი პოლიტიკური პარტიის აქტიური ფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბება, და ეს იქნება გუნდი რომელიც 2016 წლის არჩევნებზე აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და შემდეგ შეასრულებს უკლებლივ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ჩვენგან უკვე იქნა და მომავალში იქნება გაცემული. მათ შორისაა: ეკონომიკის გამაჯანსაღებელი კანონების მიღება, ბიზნესის და ტურიზმის დღემდე არნახული ხელშეწყობა, ინვესტორებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და რაც მთავარია, თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე ზრუნვა, პენსიების ზრდა და სოციალური ფონის გაუმჯობესება.ჩვენს გუნდში იქნებიან პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს პოლიტიკურ ძალას 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზე და შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, გაცემულ დაპირებებს შეასრულებენ. უფრო დეტალურად ჩვენს გეგმებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ”, - განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
კიევის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ახალი პოლიტიკური ძალის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებაზე განცხადება 5 დეკემბერს, ქობულეთში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჩერნოვეცკიმ განაცხადა რომ მისი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესვლისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

არჩევნები გაყალბდა! - სტუდენტების აქცია სოხუმის უნივერსიტეტში

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:26

ამ წუთებში სოხუმის უნივერსიტეტში აქცია მიმდინარეობს. აქციასთან დაკავშირებით, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი ლექსო გოგოხია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაყალბდა არჩევნები მათემატიკისა და კომპ.მეც. ფაკულტეტზე, ამით თქმულია ის რომ სოხუმის უნივერსიტეტში, განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტი ასე ისჯება,
კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის დრო არა არის, თორემ ალბათ ციმბირში გადაგვასახლებდნენ. ეს არის დანაშაული იმ სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც არ ცნობენ ბატონ ჯ. აფაქიძეს მმართველობის მეთოდს, არ ეთანხმებიან ადმინისტრაციას და არ იმართებიან სხვისგან, ეს ის სტუდენტებია რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისათვის, ეს ის სტუდენტებია რომლებმაც დეკანის არჩევნებზე ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და დღეს მიმდინარეობს ამ სტუდენტების ჩაგვრა და დევნა.
ამას ჩვენ არ დავთმობთ და არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ!!! ეს შეკვეთილი გაყალბება კი იქნება იმ ადამიანის ბოლო, ვინც ეს შეუკვეთა და ჩვენ სტუდენტები გპირდებით რომ, ამ ადამიანს მალევე გამოვაშკარავებთ და არცერთ მათგანს არ მივცემთ უფლებას რომ დღეს და მომავალში სტუდენტები დაჩაგროს!!!,"- ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური