"რაც მაესტროში ხდება, დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან"-გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 16:11

მაესტროს შესახებ მმართველი კოალიციის წარმოადგენლები აკეთებენ განცხადებებს. 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი დაინტერესებულია არხზე მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, რადგან მათი შეფასებით, უმრავლესობას სურს მისთვის სასურველი საინფორმაციო ველი შექმნას.

„ის, რაც დღეს მაესტროში ხდება, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ზოგი ფინანსური რესურსების, ზოგი კი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს ხელში ჩაიგდო მედიასაშუალებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკა და მაესტრო დღეს განუყოფელია,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 13:17

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 28 იანვარს გამართული გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. 

გამარჯვება გაგებლობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა  გოჩა ჯამარაულმა მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 70 მთელმა 57 მეასედმა პროცენტმა მისცა ხმა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმების 29 მთელი 43 მეასედი პროცენტი ერგო. 

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია დაიწო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:51

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვან ფაზაში გადადის. დღეს აიოვას შტატში შიდაპარტიული არჩევნები იწყება, რომელიც 5 თვეს გაგრძელდება. კანდიდატები ამ ხნის განმავლობაში ამომრჩევლნებს შეხვდებიან და შეეცდებიან უფრო მეტი მხარდამჭერის მოგროვებას პრაიმერიზისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

აიოვას შემდეგ სასურველ კანდიდატს პარტიის აქტივისტები ხმას ნიუ ჰემფშირში მისცემენ. ორივე შტატის მონაცემებს პრაიმერიზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატებმა მომხრეებთან ბოლო შეხვედრები გამართეს. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს ოჯახი წარუდგინა, დემოკრატი ბენ სანდერსი კი სცენაზე მუსკალურ ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად იმღერა.

გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 16:17

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე 239-ე მუხლითაა აღძრული, რაც ხულიგნობას გულისხმობს. საქმეზე დაკავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხმაური და დაპირისპირება იყო გარდაბანში -ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ნაციონალების განცხადებით ნომერ მე-2 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. 

ამ ინციდენტის შემდეგ პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, რომელიც ადგილზე მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ნიღბიანების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და შემურაცხმყოფელი საქციელის მიუხედავად რეაგირებას არ ახდენდა. 

ნაციონალური მოძრაობა ასევე განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც მოძრაობდნენ. 

უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები-კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:42

ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.

„გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,“ – აღნიშნა პრემიერმა.

საია გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებს აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:33

გარდაბნის რიგგარეშე არჩვენების მეორე დღეს პირველი შეფასებები იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც გუშინ არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუმზადებელი იყო და ეს პროცესი ფაქტობრივად კომპეტენტურმა დამკვირვებლებმა ჩაატარეს.

ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს საოლქო კომისიისთვის. ისინი ამბობენ, რომ ხარვეზები არა მარტო საარჩევნო უბნებზე, არამედ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზეც იყო.

საოლქო კომისიაში ამ დროისათვის 13 საჩივარია შესული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ ეს არის უმნიშვნელო, პროცედურული დარღვევები, რაც მნიშვნელოვან გავლენას არჩევნების შედეგებზე არ იქონიებს.

საარჩევნო კომისია კი წინასწარ მონაცემებტან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარმა მაჩვენებელმა, საღამოს 8 საათზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,13-მა პროცენტმა შეადგინა. ბესიკ კახაბრიშვილმა მიიღო ხმების 29,85 %, რაც რაოდენობრივად არის 6851 ამომრჩეველი. გოჩა ჯამარაულმა მიიღო ხმების 70,15%, რაც რაოდენობრივად არის 16104 ამომრჩეველი. შესულია 13 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითებს ეხება და მათი განხილვა მოხდება კანონით დადგენილ ვადებში,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:36

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკომ 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა – 6851.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.

გარდაბანში შაშკინი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:59

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან  როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წარმომადგენლებსა და დიმიტრი შაშკინს შორის.

„05:00 საათამდე ამ უბანზე ტარდებოდა, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები. 05:00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგია ბოკერიას. ალყა შემოარტყეს უბანს, შეურაცხყოფას აყენებდნენ შემომსვლელ ამომრჩევლებს. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

თავად ნიღბიანი პირები კი, რომლების მიმართაც შაშკინს პრეტენზია ჰქონდა, აცხადებენ, რომ ისინი მეგობართან სტუმარად იმყოფებიან. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მათი ჯგუფის ნაწილი ქართული ოცნების ოფისში მივიდა.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე,გარდაბანში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:08

ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რომელიც გარდაბანში იმყოფება ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებიკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციებს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძის შეფასებით, სხვა მიმართულებით არჩევნებიმშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს .

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი, გოჩა ჯამარაული გახდება ამ ქალაქის, გარდაბნის გამგებელი", - განაცხადა კალაძე.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს საიას წარმომადგენლები აკვირდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:41

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.
სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდება კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64 საარჩევნო უბანზე, სადაც, მათი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 688 სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს.
„დღის 15:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი ცალკეული შემთხვევების გარდა, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა“,-აცხადებენ საიაში.
მათივე ცნობით, ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
„ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.
ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის – „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საია-ს დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევენ ეთიკის პრინციპებს და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება, განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა აქვს გარდაბნის #1 საარჩევნო უბანს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, თითქმის ყოველ ათ წუთში ელექტროენერგია ითიშება. ამ უბანზე არის ასევე გათბობის პრობლემაც.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა ერთ ფაქტთან დაკავშირებით 2 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური