„2016 წლის არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული და მასში დიდი ფული იქნება ჩართული“ - გ. ბარამიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 აპრილი 2016 19:29

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას პარტიის ვიცე-სპიკერი, გიორგი ბარამიძე, აცხადებს, რომ მათისაარჩევნო პროგრამის ქვაკუთხედი არის რამდენიმე საკითხი. ესენია: გადასახადების შემცირება, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მეტი სტიმულირება, ქვეყნის ეკონომიკის ორიენტირება ახალი ბაზრების ათვისებაზე და  ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

„ჩვენ კონცენტრირებულები ვართ არა იმაზე სხვა რას გააკეთებს, არამედ რა გვაქვს ჩვენ ამოცანად. ჩვენი ამოცანა კი არის ის, რომ გვქონდეს სახელისუფლებო ბერკეტები იმისათვის, რომ ვაკეთოთ ის საქმე, რაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს.“ - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილივით არ დაპირდება ხალხს ოქროს კოშკებს, მაგრამ ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ და ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული. „დიდი ფული იქნება ჩართული ამ არჩევნებში, რუსეთი პირდაპირ გვაშანტაჟებს. ცოტახნის წინ გრეგორი კარასინმა ღიად განაცხადა ამის თაობაზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი უკან არ დაიხევს და არც შეშინდება“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მათ მიიღეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სიის პირველი ათეული იქნება პოლიტიკისთვის ახალი თუმცა არა  უცნობი ადამიანებით დაკომპლექტებული. ისინი არიან პატრიოტი, კომპეტენტური, გამოცდილი და კვალიფიციური პიროვნებები, რომლებსაც საზოგადოებას შეუძლია ანდოს ქვეყნის მართვა. ასეთი იქნება სიის პირველი ნაწილი. მე და ჩვენი სხვა კოლეგები ბევრად უფრო უკან ვიქნებით და შევეცდებით, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს დავუთმოთ ასპარეზი, წინა პლანზე წამოვწიოთ ის ადამიანები, ვინც არა ფორმალურად, არამედ ნამდვილად იქნება ნაციონალური მოძრაობის განახლების ტალღის მატარებელი.“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის პოლიტიკაში მოსვლას, გიორგი ბარამიძე ამას არ გამორიცხავს, იგი მხარს დაუჭერს იმას, რომ სანდრა მათ მოწინავეთა რიგებში იყოს. თუმცა ამბობს, რომ ამაზე, პირველ რიგში, სანდრას თანხმობაა საჭირო და შემდგომ უკვე საერთო წესით გადაწყვეტილების მიღება.

 

თსუ-ში კანცლერის არჩევნების დაწყება ვერ ხერხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 18:25

უნივერსიტეტში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩევნების დაწყება. 

სტუდენტებს ბლოკირებული აქვთ დარბაზი, სადაც სენატის სხდომა 17.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელზეც კანცლერი უნდა აირჩიონ და ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილს კენჭი უნდა უყარონ. 

ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი.

პირველ კორპუსში გაძლიერებულია დაცვაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერს აირჩევენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 14:17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერს აირჩევენ.  ხმის მიცემის პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. 

ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილია წარდგენილი. სტუდენტთა ნაწილი მას ზეწოლაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ აქციის გამართვას აანონსებენ. ისინი უნივერსიტეტში 16:00 საათისთვის შეიკირებებიან. 

გაფრინდაშვილი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. 

"არჩევნებზე, ყველა პარტია გავა ცალ -ცალკე და მიიღებს იმ შედეგს, რომელი შედეგიც დაიმსახურა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:45

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ქართულ ოცნებასთან მხოლოდ არჩევნებამდე იქნებიან,მისი თქმით კოალიციაც ამ დრომდე იქნება შენარჩუნებული. ბრეგაძის თქმით ის ამ განცხადებას, არსებული ინფორმაციის და გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების საფუძველზე აკეთებს:

"მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იქნებიან ქართულ ოცნებასთან კოალიციაში, ეს გამოჩნდა კიდევაც გუშინდელი შეხვედრის შემდგომ კომენტარებში და ამის შესახებ არსებობს რა თქმა უნდა ინფორმაციები. ანუ, კოალიცია შენარჩუნდება არჩევნებამდე, მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, სადაც შედიან რესპუბლიკელები შენარჩუნდება, ხოლო არჩევნებზე, ყველა პარტია გავა ცალ -ცალკე და მიიღებს იმ შედეგს, რომელი შედეგიც დაიმსახურა" განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 16:35

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი და უფრო მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეფასებები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება და გამოძიების დაწყებას ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ განხორციელებულ დარტყმად აფასებენ. 

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

განსხვავებულია კოალიციაში შემავალი სხვა დეპუტატების პოზიცია. ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საგარეჯოს არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა თვლიან, რომ პროკურატურამ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 

 

საგარეჯოს არჩევნების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 11:51

თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ,საგარეჯოს არჩევნების საქმეზე მთავარ პროკურატურაში საქმე აღიძრა.  უწყებას გოგი თოფაძის განცხადებებით დაინტერესებისკენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ მოუწოდა. გოგი თოფაძე თანაკოალიციელ თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. დაიკითხება თუ არა ამ საქმეზე თავდაცვის მინისტრი, რომელიც თოფაძის ბრალდებების ადრესატია ამ დროისთვის უცნობია. პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას დადებითად აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები , საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უსაფუძვლოს უწოდებს , თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს. 

იან კელი მედიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:56

იან კელი საგაზეთო ინტერვიუში მედიათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის განვითარებას და ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული.

არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ სადღეისოდ, ამ რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის.

აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში. საამისოდ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვასაწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.“- განაცხადა იან კელიმ.

პრემიერი მოახლოებულ არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:19

 ,,ეს არის ჩვენი შიდა დღის წესრიგი - არჩევნების ღირსეულად ჩატარება. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებისთვის, იმისათვის რომ ჩართულობა იყოს ფართო. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არ შეიძლება ვიცხოვროთ კონფრონტაციულ რეჟიმში.” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ორ საათიანი შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისაგან, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან მიიღეს.
,,ახალგაზრდობის ჩართულობა, ჩვენი მიზნების განხორციელებაში, არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველა თქვენგანს ველოდებით საქართველოში” - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანი არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 15:15
თავისფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გოგი თოფაძის მიერ, თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩიქოვანის აღნიშნულ ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთდაპირისპირება გაღვიდება განსაკუთრებით სუბიექტებს შორის, ვის რამდენი და სად უნდა ერგოს ადგილი, იმისდა მიხედვით,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ამავე საკითხთან დაკავშირბეით, კომენტაირ გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის შეფასებით, „ძალიან ბევრი კომპორმატის მომსწრეები გავხდებით კიდევ.“ „როგორც საგარეჯოში, ისე გარდაბანში, არჩევნების გაყალბების გზად აირჩიეს სამხედროების მივლინება იქ, რათა მერე შესაბამისი შედეგი მიეღოთ. თუ რატომ დაიწყო ოცნებაში, ამის საფუძველი არის მე ვფიქრობ, წინა საარჩევნო სიების შედგენა, და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასე კომპრომატებით შეუძლია მოწინააღმდეგე ჩამოიშოროს გზიდან. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი კომპორმატის მომსწრეები გავხდებით კიდევ,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად გამორიცხავს მმართველი გუნდი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:58
საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებას კატეგორილად გამორიცხავს მმართველი გუნდი. ისინი აცხადებენ, რომ ორივე კოალიციის წევრები არიან და აუცილებელია კორექტული განცხადებები გაკეთდეს ორივე მხარის მხირდან. „გოგი თოფაძის და ხიდაშელის განცხადებები არ ნიშნავს კოალიციაში რაღაცა პროცესების დაწყებას. ბატონ გოგის გარკვეულ საკითხბეზე თავის მოსაზრებები აქვს. სერიოზული ბრალდებაა და კითხეთ გოგი თოფაძეს საიდან მოიტანა. მე ვფიქრობ, რომ არ გაყალბებულა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ წინა საარჩევნოდ, საარჩევნო ბლოკში აღარ იყვნენ მრეწველები და ასევე ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები. „რაც შეეხება საკითხს, რა მოხდა არჩევნებზე, ამის გადამწყვეტი სასამართლოა და მე მგონია, რომ სასამართლოში ასეთი საკითხი არ დგას. კოალიცია ეს არის ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერთიანდებიან უმრავლესობაში, ქმნიან მთავრობას. მომავალ საარჩევნო ბლოკში არ არის ავტომატურად, რომ იგივე უნდა იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დრამატული ცვლილებების შესაძლებლობას. შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებმა სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიღონ, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ დრამატული ცვლიელბები მოხდება,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. შეგახსენებთ, რომ საგაზეთო ინტერვიუში მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე, თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური