წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს განსაზღვრას ოპოზიცია აპროტესტებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:26

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისათვის 8 აგვისტოს განსაზღვრას ოპოზიცია აპროტესტებს.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო პერიოდი აქტის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილებას უმცირესობაში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენების მცდელობას უკავშირებენ. 

კანონმდებლობის დარღვევას გამორიცხავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად კონკრეტული პერიოდი უნდა განესაზღვროთ.პრემიერს არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის კონტრასიგნაცია ამ დრომდე არ მოუხდენია. 

ცესკო არჩევნების პროცედურებს განმარტავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 16:21

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან და წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას პრემიერისგან სამართლებრივი აქტის მიღების  შემდეგ დაიწყებს. 

პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის განხილვისთვის პრემიერს, კანონმდებლობის მიხედვით, ათდღიანი ვადა აქვს. 

ცესკო-ში ასევე აცხადებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. 

ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირდა ერთი პარტია - „სახალხო ხელისუფლება“.

არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება მთავრობას გადაეგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 13:24

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს უკვე გადაეგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად  დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 12:23

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დაასახელა. შემდეგი პროცედურა ასეთია, პრემიერმინისტრმა დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. პროცედურები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ხელისფლებამ უკვე დაიმსახურა ოპოზიციის კრიტიკა.

მათ პრეტენზიები აქვთ გიორგი მარგველაშვილთან და აცხადებენ, რომ აუცილებელი იყო გარკვეული სახის კონსულტაციები ოპოზიციასთან.

„მას არ ქონდა კონსულტაციები პარტიებთან და ეს თარიღი გამოცხადდა, როგორც ჩანს პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების წარმომადგენელთა თათბირის შემდეგ,“ - აცხადებსნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი.  

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია მზადაა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რასაც ისინი უკვე დღეიდან შეუდგებიან. ასევე, შეიმუშავებენ ტაქტიკას თუ როგორ იმოქმედებენ წინასაარჩევნოდ.

საპარლამენტო უმცირესობა არჩევნების თარიღის დასახელებას მიესალმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 10:36

კენჭისყრამდე 7 თვით ადრე არჩევნების თარიღის დასახელებას მიესალმებიან საპარლამენტო უმცირესობაში. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად საკმარისი დრო ექნებათ. 

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს არჩევნების დღის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან უნდა გაემართა. 

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავენ როგორც ,,თავისუფალი დემოკარტები”, ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. 

პოლიტიკური სუბიექტები მიიჩნევენ, რომ მაღალი ბარიერის პირობებში, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი 

საგანელიძე მომავალ არჩევნებში საარჩევნო სიაში აღარ იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 11:26

 ,,საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით,ის  მომავალ არჩევნებში საარჩევნო სიაში აღარ იქნება. "წინა განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოვიდნენ, ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით და შესაბამისად, ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ და არც აზრი შემიცვლია, რომ მე, მომავალ პარლამენტში ვიყო", - განაცხადა საგანელიძემ.

„უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში რესპუბლიკელები ან თვითონ დატოვებენ, ან მოუწევთ მთავრობის დატოვება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 10:58

„შეიძლება ითქვას, რომ პროცესები ვითარდება ნორმალური პოლიტიკური ლოგიკით. როდესაც ადამიანებს პრაქტიკულად არაფერი აერთიანებდათ, გარდა ნეგატიური ამოცანისა, მაშინ ეს დასაშვები იყო. რეჟიმი იყო დასამარცხებელი და მაშინ მსოფლმხედველობრივ ერთიანობაზე არავინ არ ფიქრობდა, ამოცანა იყო ნეგატიური და ეს ყველაფერი მიმართული იყო რაღაცის წინააღმდეგ. თუმცა როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოდიხარ, რაღაცის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, არამედ რაღაც უნდა ააშენო, პოზიტივი მოიტანო. ეს ეკლექტური გაერთიანებები კი, როგორც წესი, არ არის ეფექტური პოზიტიური ამოცანების შესასრულებლად... მათ შორის წინააღმდეგობები შიგნით იხარშებოდა, წინასაარჩევნოდ სააშკარაოზე გამოვიდა და შემდგომ უკვე ყველაფერი სწორი პოლიტიკური ლოგიკით განვითარდა.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm“-ზე „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიახუხაშვილი პასუხობს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში“ - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 აპრილი 2016 20:42

 „ჩვენ, რა თქმა უნდა, გეგმა გვაქვს, რომ მოვიგოთ არჩევნები, რათა ქვეყანას მოვაცილოთ ის პრობლემა, რასაც ქვია ბიძინა ივანიშვილის მატყუარა, უტიფარი, უნიათო და საკმაოდ მავნებლური ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა მთელი რიგი მიმართულებებით უკან დახია. როგორც ოპოზიციას, ჩვენი ოპონენტების ასეთი სისუსტე და არაკომპეტენტურობა სულ არ მახარებს...ანგელოზი და შეუმცდარო არავინ რომ არ არის ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ბიძინა ივანიშვილის ფულის გარშემო შემოკრებილ გუნდს შორის ძალიან დიდი სხვაობაა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. უამრავი გაუკეთებელი საქმეა, რომლსაც ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა შეეძლო, რომ ამდენი უმუშევარი ადამიანი არ გვყოლოდა...როგორც ჩანს, ფული იყო მათი დუღაბი და ამანაც ვეღარ იმუშავა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ იმის მიუხედავად, ცალკე იქნება ქართული ოცნება თუ კოალიციის სხვა წევრებთან ერთად.“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm“-ზე „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

 

„2016 წლის არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული და მასში დიდი ფული იქნება ჩართული“ - გ. ბარამიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 აპრილი 2016 19:29

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას პარტიის ვიცე-სპიკერი, გიორგი ბარამიძე, აცხადებს, რომ მათისაარჩევნო პროგრამის ქვაკუთხედი არის რამდენიმე საკითხი. ესენია: გადასახადების შემცირება, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მეტი სტიმულირება, ქვეყნის ეკონომიკის ორიენტირება ახალი ბაზრების ათვისებაზე და  ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

„ჩვენ კონცენტრირებულები ვართ არა იმაზე სხვა რას გააკეთებს, არამედ რა გვაქვს ჩვენ ამოცანად. ჩვენი ამოცანა კი არის ის, რომ გვქონდეს სახელისუფლებო ბერკეტები იმისათვის, რომ ვაკეთოთ ის საქმე, რაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს.“ - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილივით არ დაპირდება ხალხს ოქროს კოშკებს, მაგრამ ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ და ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული. „დიდი ფული იქნება ჩართული ამ არჩევნებში, რუსეთი პირდაპირ გვაშანტაჟებს. ცოტახნის წინ გრეგორი კარასინმა ღიად განაცხადა ამის თაობაზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი უკან არ დაიხევს და არც შეშინდება“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მათ მიიღეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სიის პირველი ათეული იქნება პოლიტიკისთვის ახალი თუმცა არა  უცნობი ადამიანებით დაკომპლექტებული. ისინი არიან პატრიოტი, კომპეტენტური, გამოცდილი და კვალიფიციური პიროვნებები, რომლებსაც საზოგადოებას შეუძლია ანდოს ქვეყნის მართვა. ასეთი იქნება სიის პირველი ნაწილი. მე და ჩვენი სხვა კოლეგები ბევრად უფრო უკან ვიქნებით და შევეცდებით, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს დავუთმოთ ასპარეზი, წინა პლანზე წამოვწიოთ ის ადამიანები, ვინც არა ფორმალურად, არამედ ნამდვილად იქნება ნაციონალური მოძრაობის განახლების ტალღის მატარებელი.“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის პოლიტიკაში მოსვლას, გიორგი ბარამიძე ამას არ გამორიცხავს, იგი მხარს დაუჭერს იმას, რომ სანდრა მათ მოწინავეთა რიგებში იყოს. თუმცა ამბობს, რომ ამაზე, პირველ რიგში, სანდრას თანხმობაა საჭირო და შემდგომ უკვე საერთო წესით გადაწყვეტილების მიღება.

 

თსუ-ში კანცლერის არჩევნების დაწყება ვერ ხერხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 18:25

უნივერსიტეტში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩევნების დაწყება. 

სტუდენტებს ბლოკირებული აქვთ დარბაზი, სადაც სენატის სხდომა 17.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელზეც კანცლერი უნდა აირჩიონ და ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილს კენჭი უნდა უყარონ. 

ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი.

პირველ კორპუსში გაძლიერებულია დაცვაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური