გამოკითხულთა 31 % „ქართულ ოცენებას" ხმას არასოდეს მისცემდა
საქართველოში მომდევნო კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას,“ 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, - ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები.
გამოკითხულთა 13% მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭერდა, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას,“ 4% - „პატრიოტთა ალიანსს,“ 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას,“ 15% კი არც ერთს.
რაც შეხება კითხვას, ვის არ მისცემდით ხმას არასოდეს? რესპონდენტთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას,“ 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას,“ 5% - „პატრიოტთა ალიანსს,“ 5% - „ლეიბორისტულ პარტიას,“ 3% - „სოციალ დემოკრატებს,“ 3% - „თავისუფალ საქართველოს,“ 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
IRI-ის კვლევა 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ჩატარდა და კვლევის ფარგლებში 1500 ადამიანი გამოკითხეს.
„პოლიტიკური ძალებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან დაბალია“ - ლორა თორნტონი (ვიდეო)
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ NDI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, არის ის, რომ ხალხი უკმაყოფილოა ქვეყნაში არსებული ეკონომიკური ვითარებით. ისინი მიიჩვევენ, რომ მათ მდგომარეობაზე გავლენა იქონია ისეთმა ფატორებმა, როგორიცაა ლარის დევალვაცია, უმუშევრობა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვითარება არ უმჯობესდება. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი უკმაყოფილოა არჩეული ლიდერებით და ხელისუფლების მუშაობით...არჩეულ ხელისუფლებას და მოქალაქეებს, ძირიათადად, არა აქვთ მჭიდრო ურთოერთობა . საქართველოს მოქალაქეები ფირქრობენ, რომ ხელისუფლების მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები მიუწვდომლები არიან ხალხისთვის. რთულია მათთან კომინიკაცია...
უმრავლესობამ არ იცის, ვის მისცემს ხმას. მათ არ განუსაზღვრავთ პოლიტიკური ძალების რეიტინგი ჯერ. და როდესაც ამომრჩევლის უმრავლეობას გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალებისადმი მხარდაჭერა ძალიან დაბალია. ამ ფონზე საკმაოდ ძნელია რეალური შეფასება გააკეთო...საზოგადოება ელოდება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გონივრულ პოლიტიკას, მათ ურჩევნიათ კამათი იყოს ამ თემებზე და არა დაპირიპირება პირად, პერსონალურ, ან წარსულის საკითხებზე“ - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm“-ზე, აქტუალური თემის შეკითხვებს ლორა თორნტონი პასუხობს.
კონსტიტუციონალისტები არჩევნების თარიღის შეცვლას არ გამორიცხავენ
კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეიცვალოს. მათი აზრით, იმ შემთხვევაში თუ პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან, პრეზიდენტს 6 თვის განმავლობაში ეზღუდება უფლება, კვლავ მიმართოს პრემიერს არჩევნების თარიღის ნორმატიული აქტის ხელმოსაწერად.აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა შეცვალოს არჩევნების, ან საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი.კონსტიტუციონალისტები ასევე მოუწოდებენ პრეზიდენტს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება არჩევნების თარიღი და საარჩევნო კამპანიის დაწყების დრო ერთპიროვნულად განსაზღვროს.ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის რეალურ საფრთხეზე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.
ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას - NDI
ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტს გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა.გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, 19 პროცენტისთვის - ნაციონალური მოძრაობა, 15 პროცენტისთვის - თავისუფალ დემოკრატები, 9 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 8 პროცენტისთვის - პატრიოტთა ალიანსი.
„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თანამოაზრეთა წრე გაიზარდა“ - მამუკა კაციტაძე (ვიდეო)
„არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვე და მოსწრებადობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად მოსწრებადია, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილებებში ვგულისხმობ არა მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას, არამედ კონსტიტუციაშიც. თუ პოლიტიკური ნება იქნა და შეთანხმება მოხდა, რაც 15 აპრილამდე უნდა განხორციელდეს, მაშინ შესაძლებელია, რომ კონკრეტული უკვე ინიცრებული ცვლილებების საფუძველზე, აპრილის თვეში განხორციელდეს ორჯერადი განხილვა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ კი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 3 თვეში მესამე კენჭისყრაც მოხდეს და ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დამთავრდეს საკონსტიტუციო ცვლილებაც...კოალიციის დაშლამ კიდევ უფრო მეტად გახსნა სივრცე იმიტომ, რომ ცალკეული პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ, ან „ქართული ოცნების გარეშე“ სხვა ბლოკსა და ალიანსში უნდა გავიდნენ მომავალ არჩევნებზე, უფრო მეტად არიან დაინტერესებული, რომ გამოასწორონ ის ცუდი საარჩევნო გარემო. ისინი უკვე არიან, დაახლოებით, ჩვენს მდგომარეობაში. თუ ადრე კოალიციას აძლევდა ხელს ეს ცუდი გარემო, ახლა პარტია „ქართულ ოცნებას“ აძლევს უპირატესობას და ყველა დანარჩენისთვის ეს არის ცუდი. აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თანამოაზრეთა წრე გაიზარდა.“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm-ზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მამუკა კაციტაძე პასუხობს.
„საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)
„საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ რაღაც კაზუსური შექმნა, თუმცა სერიოზულ ტრაგედიას ამაში მე ვერ ვხედავ. ამით არსებითად არაფერი იცვლება. ოფიციალურად იქნება თუ არა ეს 7 თვე საარჩევნო კამპანიად გამოცხადებული, ამით, შეიძლება, გარკვეული ბარიერები ჰქონოდა თვითონ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გარეშეც მთელი სახელწმიფო ბიუჯეტი მათ ხელშია და ვხედავთ რაშიც ხარჯავენ. ისედაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი ხმარდება იმას, რომ მათ არჩევნები მოიგონ. ისინი არ არიან წელს ფოკუსირებული იმაზე, რომ რაიმე ნაბიჯები გადადგან, იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემები მოგვარდეს ქვეყანაში. ამიტომ, თარიღის გამო შეზღუდვები ექნებოდათ თუ არა, ამით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, ჩემი აზრით. ისედაც, სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც წელს იხარჯება, ხმარდება ქართული ოცნების ერთგვარ პარტიულ მანქანას.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სტარვიზიის ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm-ზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.
მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა მეორე ტურები გაიმართოს, - გიორგი კვირიკაშვილი
"მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა მეორე ტურები გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ თარიღს ოქტომბრის ბოლოს გადავწევდით, ერთი თვე ჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა, საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს 8 ოქტომბერი ყოფილიყო,"- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის სხდომა- შეიცვლება თუ არა არჩევნების თარიღი
ეროვნული ფორუმი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს
ეროვნული ფორუმი არჩევნებში სხვასთან გაერთიანებას არ გეგმავს. ეროვნული ფორუმის წევრი, რეზო შავიშვილის განმარტებით, არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა არ განიხილება.
„ეროვნული ფორუმი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს,“- განაცხადა რეზო შავიშვილმა.
"საარჩევნო სიაში არ ვიქნები,ვრჩები მმართველობით ნაწილში"
"საარჩევნო სიაში არ ვიქნები,ვრჩები მმართველობით ნაწილში"- ამ განცხადებას ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აკეთებს. ,,საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები იმიტომ, რომ ვრჩები მმართველობით ნაწილში. რაც შეეხება თარიღებს, ის გამოცხადებულია. პრეზიდენტმა გადმოგზავნა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა კონტრასიგნაცია გაუკეთა", - განაცხდა ქუმსიშვილმა.