სხვა მეტი კითხვა არაფერი არ გაქვთ? - დავით ნარმანია ჟურნალისტებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 14:26

„სხვა მეტი კითხვა არაფერი არ გაქვთ? დავით ნარმანია სიაში იქნება თუ არ იქნება? - არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება საკმაოდ  საინტერესო, გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, ისევე როგორც ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან,“ - განუცხადა  ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

ნოდარ ჯავახიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 13:38

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ნოდარ ჯავახიშვილი არ იქნება, - ამის სესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტავად განუცხადა. ჯავახიშვილის თქმით, დანამდვილებით იცის რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება. 

"თავისუფალი დემოკრატების’’ განცხადება წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 12:48

"თავისუფალი დემოკრატები’’ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უახლოეს დღეებში სამეგრელოს რეგიონში პარტია ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შესაბამისად ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნოს შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა ხელი შეეშალოს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მუშაობას. ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის შესახებ მოწოდებას პრემიერის მხრიდან. მთავრობის ხელმძღვანელის ამ მოწოდების ფონზე ოპონენტების წინააღმდეგ უკადრისი მეთოდებით ბრძოლა სულ მცირე არაეთიკურია და აზიანებს საარჩევნო პროცესს," - აღნიშნულია  პარტიის განცხადებაში.

 

 

აღმოფხვრილი უნდა იყოს ძალადობის და დაშინების შესაძლებლობა, - NDI-ის წარმომადგენელი სმართლიანი არჩევნების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 14:32

NDI-ის რეგიონულური დირექტორის ლორა ჯუიტის განცხადებით,  NDI-იმ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო  პროცესის  ნდობის ამაღლებას. 

"დელეგაციის დასკვნის შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ  ის მთავარი და ძირითადი ელემენტები, რომელიც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, სახეზეა. იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს მისაღები წინასაარჩევნო გარემო, მთავრობამ და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. არჩევნების სამართლიანობა  დამოკიდებულია სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევაზე: აღმოფხვრილი უნდა იყოს ძალადობის და დაშინების შესაძლებლობა; ასევე უნდა იყოს დაძლეული ის შესაძლებელი მოლოდინი, რომ გარკვეულწილად მიკერძოებული წესით იქნება კანონმდებლობის მისადაგება; ასევე დაძლეული იქნას აღქმა იმის თაობაზე, რომ გარკვეულმა პირებმა შეიძლება კულისებს მიღმა გავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე“, - განაცხადა ლორა ჯუიტმა.

მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 13:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, უადგილოა.

"ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით", - განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 12:33

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, - ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ეუთო-ს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ უკვე გაგზავნილია მოწვევა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) და საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სავიზო ლიბერალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. ამასთან, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და მომხდარზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისს, რომელსაც თბილისი 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

ამოცნობადი ადამიანები უნდა იქნენ შესაბამისად დასჯილები,- ფიქრია ჩიხრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 14:56

"ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის აშენებისთვის ვიბრძვით და არა იმისთვის, რომ ვიღაც ხელისუფლებაში მოვიდეს ან ვიღაცამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამ ინციდენტში აბსოლუტურად ამოცნობადი ადამიანები უნდა იქნენ შესაბამისად დასჯილები, რომ ყველამ,  რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს, იცოდეს, რომ ასეთი თავგასული ქმედება დაუსჯელი არ დარჩება,"- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე კორცხელში, "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომაგენლებსა და პარტიის ლიდერებზე მომხდარ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მოჭიდავეთა მწვრთნელი მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 14:15

"ნაციონალურმა მოძრაობა" კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობას ასახელებს. 

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძეც მონაწილეობდა.

”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მისამართით დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,  გია იანტბელიძე გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებონიდან,“ - განაცხადა 'ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა

 

დამნაშავე პირები აუცილებლად იქნებიან დასჯილნი, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 13:01

„მსგავს საკითხებში დამნაშავე პირები აუცილებლად იქნებიან დასჯილნი. ეს ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,"- აღნიშნული კომენტარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდარ დაპირისპირებებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

მინისტრის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში ცატარდეს.

ხელახალი გადათვლის შედეგებით კვლავ "ნაციონალური მოძრაობამ" გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 10:23

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 53-ე და 54-ე უბნებში ხელახალი გადათვლის შედეგების თანახმად, კვლავ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.   ხმების ხელახალი დათვლის პროცესში გაირკვა, რომ რეგისტრატორის ხელმოწერა, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას არ ემთხვეოდა, ხელახალი გადათვლის შედეგად  აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა,  ხმების რაოდენობა  კი  ორივე უბანზე უცვლელი დარჩა.

 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმების ხელახალი გადათვლა "ქართული ოცნების" კანდიდატის საჩივრის საფუძველზე მოახდინა. 

"ქართული ოცნების" მოთხოვნა, აღნიშნულ უბნებზე შედეგების გაუქმების შესახებ საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური