ზაზა ხუციშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 12:07
პრემიერ-მინისტრმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. ვაკის რაიონში კენჭს მოღერალი ზაზა ხუციშვილი იყრის. "ვაკეში, მე-3 ოლქში, ჩვენი პარტიის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ზაზა ხუციშვილი. ზაზასაც კარგად იცნობს საზოგადოება, იგი მუსიკოსი გახლავთ. მისი სამოქალაქო პოზიციები ყოველთვის ცნობილი იყო. ზაზა ყოველთვის დაუფარავად გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს და არასოდეს დაუხევია უკან, ხშირად საკუთარი კარიერის საზიანოდაც. ზაზა აქტიური ადამიანია, ის ძალიან წესიერი კაცია, და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ახალ პოზიციებს და იქნება ძალიან აქტიური ახალი პარლამენტარი,"- განაცხადა პრემიერმა ზაზა ხუციშვილის წარდგენისას.

"ბედუკაძე პრაქტიკულად გმირად აქციეს, - ნაციონალები ”ცენტრისტების” წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 13:46
”ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების და კლიპის შინაარსი არის ანტიკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30 დეპუტატის მეშვეობით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არაკონსტიტუციურად იქნას გამოცხადებული,"- აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” ანტისახელმწიფოებრივ სარეკლამო კლიპთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კაპანაძე საქართველოს მთავრობას ბედუკაძის მფარველობაში ადანაშულებს: "მთავარია - როგორ მოვედით აქამდე და რამ შეუწყო ხელი ასეთი ტიპის განვითარებებს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. მინდა ყველას გავახსენო თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს. დღევანდელი ხელისუფლება დიდწილად უმადლის ბატონ ბედუკაძეს, რომ მოიგეს 2012 წლის არჩევნები. ამის მერე მათ ბედუკაძე აქციეს პრაქტიკულად გმირად. ის არამარტო გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის წამება და სასტიკი მოპყრობა, არამედ ამის მერე ყველანაირ პატივში ჰყავთ. მას ჰყავს სახელმწიფო დაცვა. ის არის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი. მან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მოახერხა ის, რომ ეს პარტია - „ცენტრისტები“ გახდა საყოველთაო საუბრის საგანი მეორე, ანალოგიურად ოდიოზურ ინდივიდ ბატონ ხაჩიშვილთან ერთად”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პრემიერი თბილისში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებად გია ვოლსკის, გია ჟორჟოლიანს და გიორგი კახიანს წარადგენენ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ,,ქართულ ოცნებაში”. 

 

მხოლოდ პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილს დავეკითხები აზრს, - ვლადიმერ ბედუკაძე ანტისახელმწიფოებრივ რეკლამაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:33

პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი  ვლადიმერ ბედუკაძე მისი პოლიტიკური მოძრაობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა: 

"ჩემი პარტიის შესახებ გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დასაწყისი იქნება. თუ ისინი მოითხოვენ აკრძალვას, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ მოხდა, როდესაც აკრძალეს კომუნისტური პარტია, ისიც შეცდომა იყო, კომუნისტური პარტიის აკრძალვამ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა. არსებობს ორი ადამიანი, ერთი ადამიანი, პირველი უწმინდესი და უნეტარესი, ვის აზრსაც დავეკითხები და ვის რჩევას გავითვალისწინებ და მეორე არის დღევანდელი ქართული რეალობის შექმნილი, ეს არის ბატონი ბიძინა. თუ ბატონ ბიძინას ექნება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და გავითვალისწინებთ მის აზრს,“ - განაცხადა პარტია ცენტრისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში.     

პრემიერის განცხადება ანტისახელმწიფოებრივ რეკლამაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ უფასო საარჩევნო რეკლამას გამოეხმაურა  რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს:

"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, და აღვნიშნო: 

1. დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. 

2. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. 

3. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რეკომენდაციები გამოსცა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 13:42

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის მორიგი  რეკომენდაციები გამოსცა. კომისიის სხდომა, რომელზეც რეკომენდაციები იქნა მიღებული, გუშინ, 10 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
 
უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ წარდგენილი სიების, წარმომადგენლებისა თუ დამკვირვებლების რეგისტრაციისას ხარვეზების თავიდან ასაცილებლად არჩევნების შედეგების შეჯამებამდე თავი შეიკავონ არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების სახელდებისაგან.
 
იმ შემთხვევაში კი, თუკი სახელდება აუცილებლობითაა განპირობებული, კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უმოკლეს ვადებში განახორციელონ ნუმერაცია და, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, თავი შეიკავონ გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების გადანომვრისგან.
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული   http://justice.gov.ge/Ministry/Index/487 .

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა''მიიჩნევს,რომ პარტიებისთვის რეკლამის ღირებულების წინასწარ გადახდა საკმაოდ მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 15:37

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარტიებისთვის  რეკლამის ღირებულების წინასწარ გადახდა საკმაოდ მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს.ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციები მიმდინარეობს.მან ასევე  განაცხადა, რომ ბილბორდების აბსოლუტური უმრავლესობა არის წინასწარ შესყიდული და შესაბამისად, ახალ პარტიებს შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავისი ბილბორდები ქალაქში განათავსონ. 

რესპუბლიკელები არც ერთ პარტიასთან არ ერთიანდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 14:28

„უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

 ,,ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის, ქ-ნ მანანა ნაჭყებიას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება - რესპუბლიკურ პარტიას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ჰქონია რაიმე სახის კონსულტაციები საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით“, - აღბიშნულია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  "ახალი მემარჯვენეები"ს წევრი მანანა ნაჭყებიამ კითხვის საპასუხოდ:  იყო თუ არა შეთავაზება  „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“  კოალიციურ ფორმატთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შემქნის სურვილი.

ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისაკენ,- პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:47

ფონდ “იავნანას” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ეხმაურება. პაატა ბურჭულაძის თქმით,  ეს არის  სამარცხვინო კამპანიის მცდელობა: 

”სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის ”საჭირო” რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის - ფონდ ”იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმით. 

ანალოგიური შეტევები ფონდ ”იავნანაზე“ 2009 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა. დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს, არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.
ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად, რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები.
სამარცხვინოა დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბავშვებისთვის, სტუდენტებისათვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებს. ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეებით სისხლში გამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები.
დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს „იავნანას“ ფონდისთვის არც ერთი თეთრი არ შეუწირავთ; ის თანხები კი, რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისათვის დამკვეთმა დახარჯა, არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა. 
გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ. იმ შესაძლებლობების სარკმელს, რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს - ვერავინ ჩარაზავს.
ვპირდები ჩემ ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას; მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისაკენ,” - აღნიშნულია პაატა  ბურჭულაძის განცხადებაში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 17:02

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომამ  რეკომენდაციები გამოსცა.

უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავს შემდეგი რეკომენდაციით:

„პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის  კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი“.

ასევე, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ „პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა“.

უწყებათაშორისი კომისია აღნიშნავს, რომ „აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“.

უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა ბეჭდური სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებაც. კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს,  საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს: „იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა  კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო  მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა  თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით  განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც და მიმართავს: „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების  მოწესრიგების მიზნით, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა მათი სააგიტაციო მასალის განთავსება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების დაწესება და მათ შესრულებაზე კონტროლი“.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა.  მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური