რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა აღარ განმეორდება, - სანდრა რულოვსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 12:53
რამდენიმე წუთის წინ კორცხელში მოსახლეობას ყოფილი ლედი სადრა რულოვში შეხვდა. ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დღეს მოსახლეობას წარუდგინეს. რულოვსმა მოქალაქეებს პირობა მისცა, რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება. ” ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მირება. ბევრ ადამიანს ვესაუბრე, თუ რა გავაკეთო, არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში. ზალიან მაწუხებს ის, რომ ქვეყანა რუკიდან ქრება, როგორც 90-იან წლებში და ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ბურჭულაძის პარტია „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან" ერთიანდება?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 12:21
ამ წუთებში პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში „გირჩის“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები გაერთიანების შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობენ.

შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 15:15
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება,“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება."მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენ საზოგადოებამდე - რომ ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა, არავის ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი, მხოლოდ ვითხოვთ, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება, გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ აქ არავითარი აგიტაცია არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ ამის წინააღმდეგ გადადგი ნაბიჯი, ან იმის მომხრე იყავი, მაგრამ ხდება მთავარი, ხდება პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი განმარტებით ჩვენ უნდა შევძლოთ ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც ამომრჩევლისა და არჩეული პოლიტიკოსის მუდმივი კონტაქტია. "ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.

"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დღეიდან იწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 13:12
"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დღეიდან იწყებს. მაჟორიტარობის კანდიდატობი ამომრჩევლებთან ინტენსიურ შეხვედრებს გეგმავენ. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქართული ოცნების მაჟორიტარებმა ვიცე-პრემეირთან კონსუტლაციები გაიარეს.

მეჭიაური "ცენტრისტების" შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 12:45
”თუ პოლიტიკური ძალისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის მიზეზი სხვისი სამხედრო ძალების დაკანონების მოწოდება უნდა გახდეს, ასეთი საბაბი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ნატო-ს ძალების განლაგებასა და ნატო-ს წვრთნებს მხარს უჭერენ, მათ შორისაა ”ქართული ოცნება”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი დემოკრატები” და სხვა მთელი რიგი პარტიები”, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მეჭიარმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, თუმცა არ იცის რამდენად სწორია ამის კონსტიტუციის დონეზე აყვანა.

ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 16:53
პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერს ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, ბედუკაძე მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. ამის შესახებ შეტყობინება ბედუკაძემ მთავარი საგამოძიებო უწყებიდან გუშინ მიიღო.

”გავთავისუფლდეთ” - „რესპუბლიკელების“ ახალი სლოგანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 16:16
”გავთავისუფლდეთ” - ეს იქნება რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სლოგანი. „რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერის, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ტქმით, პრობლემების მოგვარების მთავარი ნაბიჯი სწორედ სხვადასხვა მიმართულებით ”გათავისუფლება” იქნება. ”უნდა გავთავისუფდეთ, რომ მორიგ ჯერზე ყველაფერი თავიდან არ გაგვიხდეს ასაშენებელი. პირველ რიგში პიროვნულად უნდა გავთავისუფლდეთ. მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შევძლებთ ამ საზოგადოებრივი პრობლემებისგან გათავისუფლებას. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დაგვაფასებენ; უნდა გავთავისუფლდეთ შურისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს; სიძულვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად დავამარცხებთ მტერს. თუ ჩვენ გავთავისუფლდებით - გავძლიერდებით და თუ გავძლიერდებით, შევძლებთ ერთად დგომასაც, მაშინ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ერთად პატრონობასაც, ოკუპაციისგან გათავისუფლებასაც და სიღარიბისგან გათავისუფლებასაც,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბედუკაძის პარტია ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 13:51
"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, ”ცენტრისტების” რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი,” - აღნიშნული განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკთა. ჟვანიას თქმით, ცესკომ გუშინ შიტყო, რომ ”ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა არ არის იურიდიული ძალის მქონე: ”გუშინ, მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით ”ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა არ არის იურიდიული ძალის მქონე, რაც სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მხოლოდ გუშინ, მედიასაშუალებებით, გახდა ცნობილი. ასეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იმ პოლიტიკური გაერთიანებების სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, რომლებიც როგორც იუსტიციის სამინისტროში არიან რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძვეზე საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციაზე ტარდებიან, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებებიდან საარჩევნო ადმინისტრაციას დროულად და ოფიციალურად მოეწოდოს,” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ყაველაშვილი მაჟორიტარად, - ეს მთელი თბილისის დაცინვაა, - ნიკა მელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 12:47
"მიხეილ ყაველაშვილი, ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დაარეგისტრირეს, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დიმპლომი. თუკი ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება? ეს მთელი თბილისის დაცინვაა. ასეთი ადამიანებით ”ქართული ოცნება” პარლამენტარიზმის მთელ არსს აუფასურებს და ამიტომაც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული,”- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვეტერანი ფეხბურელის, მიხეილ ყაველაშვილის წარგდენას. შეგახსენებთ, გუში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნაძაადევის რაიონში ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარგინა.

მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარად

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 12:16
პრემიერ-მინისტრმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება მიხეილ ყაველაშვილი - ყველასთვის საამაყო კაცი, ფეხბურთელი. ბატონი მიხეილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მყარი სამოქალაქო პოზიციებით. ეს არის ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც მზად არის ემსახუროს თავის ხალხს და ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილის სახით საქართველოს პარლამენტს შეემატება ძალიან პრინციპული და საქმის ერთგული ადამიანი,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური