"ბიძინა ივანიშვილი იყო "გირჩის" დამფინანსებელი," - პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 23:16

"ბიძინა ივანიშვილი იყო "გირჩის" დამფინანსებელი", - განაცხადა "სახელმწიფო-ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში და ბლოკიდან "გირჩის" გაშვების მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაასახელა.  

„დღეს გაირკვა, თუ ვინ არის დამფინანსებელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამფინანსებელი. ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია, ვიყოთ დამოუკიდებლები. მე ამ თანხას ვერ მივიღებ. მაშინ მე უნდა გავხდე ისეთი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მე არავის სატელიტი არ ვიქნები, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ე.წ. ჩანაწერები ბრმადმორწმუნე „ქოცებზეა“ გათვლილი, - აკაკი ბობოხიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 17:57

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის დესტაბილიზაციის დაგეგმვას, მათ შორის რევოლუციური სცენარის არსებობას ან მასზე მუშაობას.

აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიის წარმომადგენელმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

”პარტია რევოლუციისთვის არ ემზადება. თუმცა, თუ საჭირო გახდა, ჩვენ ხმებს აუცილებლად დავიცავთ.

რაც შეეხება ე.წ. ჩანაწერებს, ეს  ბრმადმორწმუნე „ქოცებზეა“  გათვლილი. მიმდინარე წელს იმ შემადგენლობით, რომელიც აქ ფიგურირებს, სააკაშვილთან არ ვყოფილვართ. წელს მასთანსატელეფონო საუბარი არ მქონია.აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია,“ - განაცხადა  აკაკი ბობოხიძემ.

საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:05

„საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას, ეს შემაშფოთებელია და ჩვენი პოზიცია გავაცანით საქართველოს ხელისუფლებას. ყველა პარტიის წარმომადგენელი, რომელთანაც საუბარი მქონდა, თანხმდება, რომ ყველას ინტერესშია, რომ არჩევნების ბედი საარჩევნო ყუთებთან გადაწყდეს და არა სხვაგან,“ - განაცხადა წინასაარჩევნო გარემოსტან დაკავშირებით,  აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

ვიღაცას აქვს იმედი, წარმატებას ემოციური ფონით მიაღწევს, - დავით უსფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 11:57

"ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაცია ან აზრად აქვს რომ ამ ფონზე მიაღწიოს წარმატებას, მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მყარად რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი,  ემოციებს ან ამ ტიპის ტემპერატურის აწევის მცდელობებს არ დავექვემდებარებით, იმიტომ რომ ჩვენ 8 ოქტომბერს არჩევანი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ და არა წარსულისთვის," - ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიომასალას, სადაც  სავარაუდოდ   მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბარია. ისინი  რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.   

უსუფაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა არ აყვნენ ემოციებს და არჩევანი დაკვირვებით გააკეთონ:

„ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. მე მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გავიგებთ ან მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ არჩევნების წინა დღეებში ძალიან რთულია იმის გარკვევა რა არის ტყუილი და რა არის მართალი,"- განაცხადა დავით უსფაშვილმა.

"თავისუფალი ზონის" ყოფილი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:49

"თავისუფალი ზონის" ყოფილი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოწყობაა მოსალოდნელი. ,თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრების განცხადებით, აღნიშნული დავალება მათ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 -318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირდა, რაც საბოტაჟის მომზადებას გულისხმობს. 

უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის’’ ყოფილი წევრები გუშინ გამოკითხეს.

 

ყველანაირი მცდელობა სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,- ლევან იზორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:26

„მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვარს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,“ - ასე გამოეხმაურა  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს. 

საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:51

გიორგი მაგველაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა განიხილა. 

შეხვედრისას საუბარი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესს შეეხო.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

„ეუთოსთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც მოახლოებულია არჩევნები.

ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წინასაარჩევნო გარემოს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის ერთერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.

შეხვედრაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონთან, ეუთოს როლთან, ამ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად, იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს უფრო მეტ ჩართულობას უკავშირდება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ განაცხადა, შეხვედრისას საარჩევნო საკითხების გარდა, განიხილეს  საქართველო - რუსეთის  ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ არჩევნების სრული პროცესი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის, ჩვენ არ ვაფასებთ რაიმე სახის შეხედულებას, რადგან უნდა დაველოდოთ ჩვენს მონაცემებს, მაგრამ არსებობს დაინტერესებული მხარეების ძალიან საინტერესო ხედვა. ასევე, არსებობს ძალიან საინტერესო ხედვა იმ ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან. აღინიშნა, იმ პიროვნებების როლი, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

ასევე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა რეგიონთან დაკავშირებით, საქართველოს იმ პოზიციის თაობაზე, რომელიც აქვს კავკასიის მიმართ.

განვიხილეთ რუსეთთან ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ასევე გადამწყვეტია რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი,  საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

თსუ-ში რექტორის არჩევნებიმიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 14:13

ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. რექტორის არჩევას აკადემიური საბჭოს 19 წევრის თანხმობა სჭირდება. ხმის მიცემა  16.00 საათზე დასრულდება. შედეგები კი დღესვე გაცდება ცნობილი.

ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც სააკაშვილი, - პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 10:15

”ძალიან სუსტი ხელისუფლებაა, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. ასეთი იყო ”ნაციონალური მოძრაობა” და ასეთია დღეს ”ქართული ოცნებაც”. პირადად ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არც ერთი პასუხისმგებლიანი ლიდერი არ იკადრებს მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაოებენ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაახასიათოს," - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრემიერის საპასუხოდ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  რომ არასამთავრობო სექტორმა სამოქალაქო საზოგადოება გარყვნა.

ბიუჯეტი სულ მცირე 4 მილიარდით გაიზრდება, - „თავისუფალი დემოკრატების“ დაპირება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 09:49

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გახსნა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ისაუბრა პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე, ასევე პარტიის მთავარ ამოცანებსა და მიზნებზე.

ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” ცალკე გამოყოფენ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავიანთ ხედვებს. პარტიის პროგრამის თანახმად, ”თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ საქართველოს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო, გაერო და სხვ. განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

”თავისუფალი დემოკრატები” ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ წინსვლაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ეროვნული უსაფრთხოების სფეროდ საბჭოთა სისტემიდან თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემად გარდაქმნაში. ”თავისუფალ დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპზე აგებული პარტნიორული, კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. საქართველოს ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მისია აკისრია რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრები, პირველ რიგში, ეყრდნობიან საკუთარ ცოდნასა და პროფესიონალურ გამოცდილებას და იციან, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს.

პროგრამის წინასაარჩევნო პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები: ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე. საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ავტორმა დავით ონოფრიშვილმა მოსახლეობის უმძიმესი ყოფისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მისაღწევად მნიშვნელოვან სეგმენტებზე გააკეთა აქცენტი, მისი თქმით, საქართველოს ექნება უკეთესი ეკონომიკა

და „თავისუფალი დემოკრატები“ იღებენ ვალდებულებას, რომ 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტი სულ მცირე 4 მილიარდით გაიზრდება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა ყველა დარგს მოიცავს, თუმცა პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერებმა ძირითადი აქცენტები გაკეთეს ჯანდაცვის სფეროზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე, შრომით უფლებებსა და ადამიანთა სოციალურ ყოფაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ნარკოპოლიტიკას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს, ამისთვის კი საჭიროა ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმირება.

პარტიის ლიდერმა სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებსა და ხარვეზებზეც ისაუბრა. „ჩვენი სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს წნეხისგან ხელისუფლების მხრიდან“ და ამას „თავისუფალი დემოკრატები“ გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური