”ქართული ოცნების” ჯერია დამარცხება აღიაროს, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 16:56

”2012 წელს ჩვენ დავმარცხდით, ვაღიარეთ ეს და გადავედით ოპოზიციაში. ახლა ”ქართული ოცნების” ჯერია - უნდა აღიაროს დამარცხება. ჩვენ მზად ვართ გამარჯევებისთვის, მაგრამ არჩევნების შედეგებს ”ნაცონალური მოძრაობა” ყოველთვის აღიარებდა,” - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"ს  ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. 

8 ოქტომბრეს ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 14:22

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც  ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი  - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

 8:30 სთ;

10:30 სთ;

12:30 სთ;

15:30 სთ;

17:30 სთ;

20:30 სთ;

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით ქართველ ხალხს გადაეცემა, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 13:11

"ხვალ 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს, იმისათვის, რომ ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელებაც ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია," ასე მიმართა  "რესპუბლიკელების"  ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა   ამომრჩევლებს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.

უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია  ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს შიშში ცხოვრება ურჩევნია, თუ წინსვლა, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 12:55

„მთელი ჩვენი კამპანია იყო აწყობილი კონკრეტულ გეგმებზე, შეთავაზებებზე და პოზიტივზე. მთელმა ჩვენმა კამპანიამ გაიარა კონკრეტულ საუბარში იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის," - ასე შეაფასა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგანგებო ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, არჩევანი კი მოსახლეობამ წინსვილსთვის უნდა გააკეთოს:

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს და ამით ჩვენი კამპანია ძალიან მნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, დაზაფრვაში, სისხლის ღვრებზე, გადატრიალებაზე ლაპარაკში.

ხვალ არჩევნებზე თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, ურჩევნია გააგრძელოს შიშის დაზაფრვის პირობებში ცხოვრება, თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება,' - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო უბნები უკვე მზადა არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 10:00

არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო უბნები უკვე მზადაა. საქართველოს მასშტაბით სულ 3 ათას 634 საარჩევნო უბანია, 11 გამონაკლის შემთხვევაში და 55 საზვარგარეთ შექმნილი.8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 513 ათას 884 ამომრჩეველი.გამარჯვებისთვის იბრძვის 25 საარჩევნო სუბიექტი. 73-ვე საარჩევნო ოლქში 816 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.დღეს 20 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს გადასცემს.ხვალ კი საკუთარი არჩევანის გაკეთება ამომრჩევლებს დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ. უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება. არჩევნებს 73 მედიაორგანიზაცია გააშუქებს.„საარჩევნო კომისია მზადა არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად,“-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ხიდაშელი პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:14

საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი   პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ხელისუფლებას მიმართავს.
"მინდა მივმართო განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, ზუსტად ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან, იმის შიშით, რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს, გააკეთონ ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი. მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარეობაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო განათლების სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული. ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით, აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური, თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის გადმონაშთებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს. განათლების მინისტრს მინდა პირადად მივმართო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია და ძალიან მკაცრად მოკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო”, - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.

ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 14:46

"ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია  რეგისტრირებული. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს,” - განუცხადა  ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. 

ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, - გიორგი მღებრიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 12:02

”არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. როდესაც მომწიფდა სიტუაცია იმისთვის, რომ ეს საჯარო გამხდარიყო, მაშინ გასაჯაროვდა”,- ასე გამოეხმაურა ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენას.

შეგახსენებთ,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

აკრედიტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:38

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია აუცილებელად უნდა  გაიარონ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია  (18:00 სთ-მდე). 

მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ანშესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისმდივანი.

აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

1. ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე.

2. ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING .

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიისწარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილებისმიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდენიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://cesko.ge/geo/list/show/20690-media-warmomadgenlebis-akreditaciis-wesebi-da-uflebebi080616              

 

"ეს არის სასაცილო, ნაცმოძრაობა არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:22

ნაცმოძრაობა გუშინ და დღეს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, არჩევნებს აგებენ, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის სასაცილო,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ განცხადებას იმასტან დაკავსირებით, რომ  არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი  დატოვებას გეგმავს.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური