უდიდესი ნაწილი აზრიან არჩევანს გააკეთებს, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 12:58

„ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს," - აღნიშნული განცხადება ხმის მიცემის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის განცხადებით, მან ხმა თავისუფლების, სწრაფი განვითარებასა და კეთილდღეობას  მისცა.

ყველა პოლიციელი თავისუფალია თავის არჩევანში, - გიორგი მღებრიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 12:09

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა თბილისში, 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ შსს-მ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიმუშავა: „ ყველას მოვუწოდებ, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ეს ვალი მოვიხადე და ჩემი არჩევანი გავაკეთე. თუ ვის სასარგებლოდ, ამას ვერ გეტყვით, იქედან გამომდინარე, რომ შს მინისტრი გახლავართ და მინდა, რომ ყველა პოლიციელი, შსს-ს ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ეს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა დაკუთარი არჩევანი დააფიქსირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:57

რამდენიმე წუთის წინ  საკუთარი არჩევანი საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა. ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე მისცა. ის არჩევნებზე მეუღლესტან და შვილთან ერთად მივიდა.

დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე ორი საჩივარი დაიწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:42

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დარღვევების შესახებ,   დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე  ორი საჩივარი დაწერა. 

საჩივარი,  საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის მეორედ ჩაგდებასა და კენჭისყრის პროცედურის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით დაიწერა. 

 

ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,34%-ს შეადგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:37

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათის მდგომარეობით ყველა საარჩევო უბანზე 8,34% შეადგინა.
"არჩევნების პროცესს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ლევან იზორია საარჩევნო უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:09

ლევან იზორია: „ხმა მივეცი თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა სრულიად საქართველოსთვის და მან ხმა სწორედ ქვეყნის განვითარების 4 წლიან გეგმას მისცა, რომელიც თითოეული მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას ემსახურება. „ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხწლიან გეგმას, რომელიც უკავშირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, კეთილდღეობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ.

ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:05

„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,"  - აღნიშნული განცხადება, ხმის მიცამის შემდეგ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. 

ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:02

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე დილის ცხრა საათზე გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

“პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ.

დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისა და დემოკრატიულობისაკენ.

მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობაც და სიმშვიდეც.

მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 09:24

დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი.

საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

საქართველო მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება, - პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 17:07

ჩვენ ვერ დაგვაშინეს, პირიქით, ჩვენ უფრო განვმტკიცდით, ძალიან ძლიერი, პროფესიონალი და საქართველოს მოყვარული ხალხი ვართ. არჩევანი ხვალ კეთდება პოლიტიკურ კინკლაობასა და საქმის კეთებას შორის. საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როდესაც საქართველოში გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება. ხვალ გადაწყდება ახალი საქართველოს ბედი,“- ასე მიმართა ამომრჩევლებს "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა  პაატა ბურჭულაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური