ქვების სროლა მარნეულში - დაპირისპირება გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 17:47

ქვების სროლა მარნეულში. ამ წუთებში დაპირისპირებაა მარნეულში, 48 საარჩევნო უბანთან  ხელჩართული ჩხუბია. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  

ხელჩართული ჩხუბი მარნეულში სარჩევნო უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 17:35

ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა მარნეულში. 48 საარჩევნო უბანზე ხელჩართული ჩხუბია, ისვრიან ქვებს,  არბევენ უბანს, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დარღვევებზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 17:22

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის წევრი გიორგი პაპავა ხობის ოლქში დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით,  62-ე, 64-ე და 67-ე უბნებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც დევნილობის მოწმობა არ ჰქონდათ, დოკუმენტაცია დღეს დაუმზადეს და გადასცეს.  

გიორგი პაპავას აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლით, დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადება არჩევნების დღეს აკრძალულია.

 

საარჩევნო კომისიაში 46 საჩივარია შეტანილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 17:14

„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად - აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას," - აღნიშნული განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

15:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნებზე 1 222 634 ამომრჩეველი მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 16:34

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,8 % (1222634) შეადგინა.

ანა მიქელაძემ ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხმების დათვლამდე შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან. „კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა არის ფარული და მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის  5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ, - „ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ანა მიქელაძემ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად - აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და  აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა,“ განაცხადა ანა მიქელაძემ.

ბათუმში სარჩევნო უბანზე მოქალაქე გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 16:07

ბათუმში სარჩევნო უბანზე მოქალაქე გარდაიცვალა. 51-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, შენობიდან გამოსვლის დროს, 83 წლის მოქალაქე შეუძლოდ გახდა და წაიქცა. მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა. 

უბედური შემთხვევის გამო საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა.

არჩევნების დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 15:41

ძალიან საინტერესოა, რომ არჩევნების დღეს  მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია. ეს ნათლად აჩვენებს იმ სურათს, რაც არის ჩამოყალიბებული დღეს საქართველოში, ყველა ხედავს ამომრჩევლის განწყობას და ეს განწყობა სათანადოდ დაფიქსირდება ცესკო-ს მიერ დღეს გამთენიისას“, -ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

აგიტაცია საარჩევნო უბანთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 14:39

დარღვევა ახალციხის საარჩევნო ოლქში.  სოფელ წრუთში  27-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია მიმდინარეობდა.  რამდენიმე პირი   უბნის დატოვების შემდეგ მოქალაქეებს გაკეთებული არჩევანის შესახებ ეკითხებოდნენ. 

დუშეთისა და ლაგოდეხის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 14:23

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  ლაგოდეხის ოლქში დაფიქსირებული შეცდომა აღმოფხვრილია.

"რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენში არ იყო აღნიშნული ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი;  სავარაუდოდ,  როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა დაფიქსირდა შეცდომა და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას,'- განაცხადა ცესკოს სპიკერმა  ანა მიქელაძემ.

12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 19, 81%-მა დააფიქსირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 13:21

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მესამე, შემაჯამაბელი ბრიფინგი გაიმართა. 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი  19, 81%-მა დააფიქსირა,   საქართველოს მასშტაბით  საარჩევნო უბნების გახსნიდან 4 საათის განმავლობაში 995 948 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. ცესკო-ს სპიკერის  ანა მიქელაძეის ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩეველს შეახსენა, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია- 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური