შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია, - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:44

შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებული იმ ხალხზე, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ, - აღნიშნული განცხადება  ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძე არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:05

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.

აჭარაში ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 10:52

არჩევნების შედეგების პირველად მონაცემებს აქვეყნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია.

 პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა ქართული ოცნება - 44.91 %,

მეორეზე ნაციონალური მოძრაობა, - 29.3 % 

წინასწარი მონაცემებით,  5 %-იანი ბარიერი, გადალახა ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ ( 6.08 % ) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (5.71 %) გადალახა.

 მაჟორიტარულ არჩევნებშიც   ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა   50 %-იანი ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახა.

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 10:22

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 3 უბნის გარდა,  ყველა მონაცემი დათვალა.  უკვე შეჯამებულია მონაცემების 99,92 %. 

5 %-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს:

ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველო - 48,6 %.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27,14 %.

პატრიოტთა ალიანსი - გაერთაინებული ოპოზიცია - 5 %.

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”   81355    (4.61 %)

  „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”       62322    (3.54 %)

„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” 27394    (1.55 %)

 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 55201    (3.13 %)

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”      60784    (3.45 %)

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”)   1092       (0.06 %)

„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”          2236       (0.13 %)

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”       2828       (0.16 %)

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”      88032    (5 %)

 „სახალხო ხელისუფლება”      915         (0.05 %)

 „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)             1778       (0.1 %)

„დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”              3825       (0.22 %)

 „მშრომელთა სოციალისტური პარტია”          711         (0.04 %)

  „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”      1472       (0.08 %)

 „საქართველო”               1547       (0.09 %)

  „ქართული იდეა”         2974       (0.17 %)

 „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”    13810    (0.78 %)

 მერაბ კოსტავას საზოგადოება             997         (0.06 %)

„ჩვენები - სახალხო პარტია”  1604       (0.09 %)

 „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”            738                (0.04 %)

 " ეროვნული ფორუმი   12778    (0.72 %)

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით”     1544       (0.09 %)

 „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)         1763       (0.1 %)

TNS opinion-ის ეგზიტპოლის თანახმად ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 20:11

რამდენიე წუთის წინ TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გახდა ცნობილი, რის თანახმადაც, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს,  19.5% - "ნაციონალური მოძრაობას",  მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ 5%-ით. 

 „თავისუფალი დემოკრატები" – 4.0%

 „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%,

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,7%.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკვეთით ჩატარდა.

არჩევნების სავარაუდო შედეგები - GFK ეგზიტპოლის შედეგები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 20:06

შპს „სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2–ის“ დაკვეთით, კომპანია GFK Customs Research LLC -ის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები ასეთია: 

ქართული ოცნება - 39,9 %

ნაციონალური მოძრაობა - 32,74 %

პატრიოტთა ალიანსი 5,76  %

ლეიბორისტული პარტია - 4,21  %

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის  3,25%

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - 3,21 %

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 2,81%

სხვა პარტიები 8,12%

 

მარნეულში ერთმანეთს ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, - "მრავალეროვანი საქართველო'

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 19:28

"სოფელ ყიზილაჯლოში დღის მეორე ნახევრიდან უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რამდენადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, ორივე პარტიის წარმომადგენლები წესრიგს არ იცავდნენ, რის გამოც თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. აღნიშნულის მიუხედავად, ვითარება არათუ ჩაცხრა, არამედ უფრო დაიძაბა და დაპირისპირება გადავიდა საარჩევნო უბნის შიგნით. სიტუაცია გახდა უმართავი. ჩამომსხვრეულია მინები, ადგილზე მისულია საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი საარჩევნო უბანს ბოლო წუთამდე არ ტოვებდა და აგრძელებდა დაკვირვებას. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ჩვენ ცესკო-ს ინფორმაცია მივაწოდეთ და რეკომენდაციით მივმართეთ, რომ დამატებითი ძალები გაეღო ვითარების განსამუხტავად“, - მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში  მიმდინრე პროცესებთან დაკავშირებით, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 19:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება: "მოგესალმებით, არჩევნების დასრულებამდე დარჩა ერთ საათზე ნაკლები. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს. ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი და გამოძიებული. აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.

არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს", - აცხადებს კ. კალაძე.

 

17:00 საათისთვის 1 477 562 ამომრჩეველმა დაფიქსირა საკუთარი არჩევანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 18:20

 ამომრჩეველთა აქტივობამ 42,05% შეადგინა, -  17:00 საათის მონაცემების  შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ისაუბრა. 

17:00 საათისთვის  1 477 562 ამომრჩეველმა დაფიქსირა საკუთარი არჩევანი.  

მარნეულის უნბიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს, - ნაციონალური მოძრაობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 18:01

„ძალიან მძიმე ფაქტია რაც მარნეულში ხდება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. პოლიციამ ვერ აღკვეთა ეს ფაქტი. როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. პოლიციის ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ეს ისტერია გამოწვეულია სწორედ იმით, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს არჩევნებში დამარცხებას,"-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. 
ამ წუთებში დაძაბულობაა მარნეულში,  48 საარჩევნო უბანთან  ხელჩართული ჩხუბია. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური