მეორე ტურის აზრს ვხედავ ვხედავ, - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 14:39

"ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების," - ამის შესახებ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში ისაუბრა.

ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, რომ სანდრა ვერ გავიდოდა, - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 14:25

"მე ვაკვირდებოდი ყველა ოლქს, გასაგები მიზეზების გამო ვაკვირდებოდი ყურადღებით ზუგდიდის საარჩევნო ოქლს. ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, რომ სანდრა ვერ გავიდოდა.  ამ საქმეს არ ეყო არც „კარუსელები“,  იმდენად დიდი იყო სანდრას უპირატესობა. იმისთვის რომ მეორე ტურში გადაეყვანათ საქმე, საბოლოოდ საქმეში ჩართეს შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები შენგელიას მეთაურობით, რომლებმაც უბრალოდ დაარბიეს ის უბნები, სადაც ყველაზე მეტი შედეგი იყო,” - ამის შესახებ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში ისაუბრა.

 

არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, - ბაჩო ახალაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 14:15

ბაჩო ახალაია არჩევნებთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს: მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა - 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომაშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ. ამავდროულად, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს თუ როგორ მოიქცა ცესკო. გარდა იმისა, რომ ოქმების „შეთანხმებული“ შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი ელოდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეაქციას და ვაჭრობდა მესამე რუსული პარტიის - ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მის გარეშე პარლამენტი რუსულია. ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“ და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა - გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში?“- ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში

არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, - ბაჩო ახალაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 14:15

ბაჩო ახალაია არჩევნებთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს: მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა - 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომაშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ. ამავდროულად, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს თუ როგორ მოიქცა ცესკო. გარდა იმისა, რომ ოქმების „შეთანხმებული“ შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი ელოდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეაქციას და ვაჭრობდა მესამე რუსული პარტიის - ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მის გარეშე პარლამენტი რუსულია. ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“ და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა - გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში?“- ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში

არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 13:40

ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე არჩევნების დღეს 71 ზარი შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 13:05

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე არჩევნების დღეს სულ 71 ზარი შევიდა.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით 8 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 მუშაობდა. არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71 ზარი შევიდა. მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 და 18:00 საათამდე დაფიქსირდა და, ძირითადად, სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევას ეხებოდა.

ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეებისაგან შევიდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა. მიუხედავად იმ მასშტაბური აქციისა, რომელიც კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის გამოცხადდა და უსაბუთო მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებდა, აღმოჩნდა, რომ კვლავ არიან უსაბუთო მოქალაქეები.

იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს პირადობის მოწმობის არმქონე მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობის აქციით, მიიღონ საბუთი, რათა არჩევნების მე-2 ტურისათვის მაინც შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება. 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იმ პირებისათვის გამოცხადდა, ვინც იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტებს ფლობდა. აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა. ამასთან, 15 ივლისი -15 სექტემბერს მიმდინარეობდა აქცია, რომლის ძალითაც უფასოდ აიღო დოკუმენტი ყველა პირმა, ვის პირადობის მოწმობასაც 8 ოქტომბრამდე ეწურებოდა მოქმედების ვადა. ამრიგად, ორივე აქციით, ჯამში, 8 ოქტომბრამდე 137 762 ადამიანმა ისარგებლა და არჩევნების დღისთვის უფასოდ შეძლო საბუთების მოწესრიგება.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; 1 958 961 მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 107 108 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 931 136). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 452 496 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი და ბიომეტრიული მონაცემია.

საზღვარგარეთ გახსნილი უბნების წინასწარ შედეგები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 12:43

ცესკო საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს:

57 უბნის მიხედვით  პირველ ადგილზე,  39,6%- ით  ”ქართული ოცნებაა”  მეორე ადგილზეა ”ნაციონალური მოძრაობა” 33,8%-ით. 

 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”- 10,42%; ”

”უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”- 3,76%;

”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”- 3,74%;

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”- 1,91%;

”დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”- 1,87%;

”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”- 1,27%; დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 12:18

საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, იყო დანაშაულის ნიშნებიც და ალბათ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებსაც. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად, მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი”, - ასე შეაფასა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  არჩევნები 2016.

ცოტა ხნით ვიქნები..სახლში.... აბა დროებით! - პეტრიაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:59

რამდენიმე წუთის წინ ალექსი პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადა აღნიშნავს რომ პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს.

"მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა "თავისუფალ დემოკრატს" და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი. 

პრეზიდენტის არჩევის უფლება პარლამენტს უნდა მიეცეს, - გია ვოლსკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:47

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით,  მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი,  პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება.

„ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც.  პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.  საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამ დროისთვის კი მმართველ გუნდს დაახლოებით 69 მანდატი აქვს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური