ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, - ტარიელ ლონდარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:34

„მე პირადად, როგორც ბორჯომის, ასპინძის და ახალქალაქის მაჟორიტარი კანდიდატი ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა.  სუს-მა მოახერხა და პირდაპირ მიაკუთვნა ახალქალაქის ხმები გედი ფოფხაძეს. ჩვენ წარმომადგენელს უკვე შეაქვს ოლქში საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ იქნას დანიშნული მეორე ტური. ზოგადად, როგორც მაჟორიტარი ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა. მე ვარ მაჟორიტარი და ვიბრძვი ამ სამ რაიონში, არ ვაპირებ ვუღალატო ჩემს ამომრჩეველს,” - არნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ გააკეთა.

პარლამენტში უნდა შევიდეთ, - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:24

"ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ. ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

"პატრიოტთა ალიანსს" 5% აქვს, - ანა მიქელაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:15

რაც შეეხება, "პატრიოტთა ალიანსს", 4, 998%  ჰქონდა . ამ წუთას, პირველადი მონაცებით, 5% აქვს, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტებისა და საჩივრების განხილვის საკითხი. საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიას ექნება არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ასევე, პროცენტული მაჩვენებლები მეასედებსა და მეათასედების ჩათვლით," - აღნიშნული განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე ცესკოს მონაცემებს უნდობლობას უცხადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 16:21

პოლიტიკური პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ცესკოს მონაცემებს უნდობლობას უცხადებს, მისი თქმით, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს. 

"შევხვდი თამარ ჟვანიას, მან ყურადღებით მომისმინა და ის ტოკუმენტები დაიტოვა, რომელიც გადავეცი. ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც საფუძველს მაძლევს არჩევნების შედეგების გადხედვა დღის წესრიგში დადგეს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ერთპიროვნულად არ ვგეგმავთ, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 16:04

"ის, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა ახალ პარლამენტში, არ ნიშნავს იმას, რომ ერთპიროვნულად ვგეგმავთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას," - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 15:55

ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობას 100 ხმა დაემატა. 

ცესკო-ს  მონაცემებით,   ამ დროისათვის, 3702 უბნიდან დათვლილია 3699-ს შედეგები, რაც საერთო ხმების 99.92%-ს შეადგენს.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საერთო ხმების 5%-ით „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ხვდება. 

 

ქუთაისში არჩევნები გაყალბდა, - გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 15:37

"ის შედეგები რაც არის ქუთაისში ნათლად მეტყველებს ჩვენს წარმატებაზე. უნდა ვთქვა, რომ არჩევნები ქუთაისში წარიმართა ძალიან რთულ ვითარებაში. კრიმინალური ავტორიტეტებით, დაშინებებით ხდებოდა ხმების მოპოვება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც წერია რომ ათასზე მეტი ხმა რომელიც ჩვენი არის, გაბათილებული. ვაპირებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ვიდაოთ საოლქო კომისიაში. ჩვენ ძალიან სერიზოულად გავიმარჯვეთ ქუთაისში და არჩევნები აქ სერიოზულად გაყალბდა,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან, - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 15:08

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან,“ -  აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან.  არსებული  მონაცემებით მან ხმების 19,38% დააგროვა, მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება. 

შესაძლოა, პაატა ბურჭულაძემ საკუთარი პარტია დატოვოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 15:25

დღეს პოლიტიკურ გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლები  სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. შესაძლოა პარტია პაატა ბურჭულაძემ დატოვოს.

 

მეორე ტურის აზრს ვხედავ ვხედავ, - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 14:39

"ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების," - ამის შესახებ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში ისაუბრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური