„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:47

„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი. მას არც დაუმალავს, რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მის ნაცვლად პოლიტიკურ ველზე ორი ღიად პრორუსული პარტიის გაჩენა იყო. ახლა მათ ეს შეასრულეს. შეიყვანეს ( პარლამენტში - შენიშვნა „სასაზღვრო ზონა“) ერთერთი ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.ყველამ იცის, რომ მთავრობა დაეხმარა პრორუსულ „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლაში.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

„ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 15:09

„ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ავსებდა პოლიტიკურ მოზაიკას საქართველოში, სრულიად გაკოტრებული იყო. მას შემდეგ, რაც პოსტსაარჩევნო პერიოდში თამაშგარე დარჩენილმა პარტიებმა კიდევ ერთი სტრესი მიიღეს, ისინი ახლა ცდილობენ, რომ გადაჯგუფდნენ რამენაირად, მოახდინონ რებრენდინგი, იფიქრონ ახალ პოლიტიკურ სტარტზე., ვიღაცამ საერთოდ ჩაიქნია ხელი და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს...ეს ჩვეულებრივი პროცესია პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ჩართულობა არ იქნება მხოლოდ ფორმალური ხასიათის“ -გიორგი ბერაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 15:08

„საპარლამენტო მოდელი შეიძლება ძალიან კარგად ჟღერდეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ჩვენს რეალობაში პარტიები რამდენად არიან მზად ამისთვის, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.თუმცა წინა ოთხი წლის გამოცდილებას თუ გავიაზრებთ ამ კუთხით, შეფერხებები იყო რა თქმა უნდა, მაგრამ პარლამენტი მაინც ახერხებდა გარკვეულ საკითხებზე შეჯერებას...რაც არ უნდა ცვლილება განხროციელდეს დღეს მმართველობის ფორმაში, უკვე არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც 5 წლის ვადით იქნა არჩეული, მის უფლებამოსილებას საფრთხე ვერ დაემუქრება.“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, გიორგი ბერაიამ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი ბერაია პასუხობს.

„ქართულ ოცნებას შესაძლებლობა აქვს, განსაზღვროს როგორი იქნება ქვეყნის მოწყობა“ - ილია წულაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 15:05

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არის დიდი პასუხისმგებლობა,  რადგანაც ჩვენს გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს მთავრობა, შეცვალოს კონსტიტუცია და ფაქტობრივად ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე მართოს ქვეყანა. დღეს „ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს შესაძლებლობა,  თვითონს განსაზღვროს ვინ რა თანამდებობაზე უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ქვეყნის მოწყობა და შესაბამისად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო დაპირებები და პროგრამა შეასრულოს. 4 წლის მერე ჩვენ არ გვექნება არანაირი გამართლება იმისა, რომ ეს დაპირებები არ შესრულდეს. ამიტომ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა დაკისრებული.“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ილია წულაიამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ილია წულაია პასუხობს.

"კარგი არჩევანი გავაკეთე" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:21

საქართველოს ექს-პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების მეორე ტურზე ოჯახთან ერთად მივიდა. ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. 

”კარგი არჩევანი გავაკეთე. არ შეიძლება მემგონი გვარის თქმა. რა თქმა უნდა,
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ გავაკეთე არჩევანი, - განაცხადა ივანიშვილმა. 

"ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იყვნენ აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:18

ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 უბანზე უკვე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩევლებს მოვუწოდებ, აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც იყვნენ აქტიურები 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:42

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115302-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 4.65%-ია.

ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა 37-ე მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 9%. ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა ამ დროისთვის მთაწმინდის, ვაკისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 3% შეადგინა. 

ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, 65% დაფიქსირდა.

ბაღდათის და ხარაგაულის 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 6.7% დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის. ასევე მაღალი აქტივობაა დაფიქსირებული ლანჩხუთსა და ჩოხატაურის 60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 6.6% შეადგინა.

ასევე სენაკში ამ ეტაპზე ამომრჩეველთა 6.3%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში ფიქსირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:31

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა ამომრჩეველთა 4,65%-მა, რაც 115 302 ამომრჩეველია. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში ფიქსირდება, სადაც საკუთარი არჩევანი 3999 ამომრჩეველმა დააფიქსირა. ყველაზე დაბალი ქტივობა კი ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოზეა.

საქართველოს მასშტაბით, 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ გადალახეს.

არჩევნების მეორე ტურში მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არიან. ამასთან, დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. ასევე,  საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხსა და სენაკში მიმდინარეობს.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია. 

"იმედი მაქვს, ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობისგან" - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:12

"იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას და კიდევ ერთხელ მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას. იმედი მაქვს ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოს მომავლი განვითარებისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.

"იმედი მაქვს, მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება" - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:51

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმის პირველ უბანზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" მაჟორიტარების გამარჯვების მოლოდინშია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა დაფიქსირდება.

"აჭარაში ყველა უბანი გაიხსნა და ყველგან არის სიმშვიდე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემისთვის და კენჭისყრის პროცედურისთვის ყველა წინაპირობა, რაც არის საჭირო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შექმნილია. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ამ უბანზე მაღალ აქტიურობას, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა მოგვიანებით, ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში ყველა უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ველოდებით ყველგან გამარჯვებას, ჩვენმა კანდიდატებმა ძალიან კარგად იმუშავეს მეორე ტურის წინ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი იყო და დანარჩენი გამოჩნდება მომავალში.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური