თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 10:58

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 
როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. 
ეგნატაშვილის თქმით, თსუ-ს მე-6 კორპუსში, სადაც ამჟამად „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები არიან და აქციას მართავენ, არც ერთი საარჩევნო უბანი განთავსებული არ არის, ასე რომ მათი პროტესტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის. 

სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი. 

არჩენებზე იყო ძალადობა, დაშინება, - NDI-ის საბოლოო ანგარიში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:05

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოაქვეყნა  NDI-ს კვლევის  თანახმად, საქართველოში 2016 წლის არჩევნებზე რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა, თუმცა ძალადობა მასშტაბური არ ყოფილა.

 NDI-ს რეკომენდაციით, კანონის დამრღვევი პირები დროულად უნდა დაისაჯონ.

“ეს არჩევნები ასახავდა ხალხის ნებას, თუმცა იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის ძალადობა, დაშინება, პრობლემები საარჩევნო კომიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ ასრულებდნენ სათანადოდ თავის პასუხისმგებლობას და იყო ბევრი შეცდომა,” - განაცხადა  NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნორმა.  

ყველაფერმა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე ჩაიარა, არჩევნები შედგა, - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 10:57

"რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსცესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ ყველაფერმა გამჭვირვალედ ჩაიარა , ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა,“ -  აღნისნული განაცხადა დავით სერგეენკომ NDI-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშტან დაკავსირებით გააკეთა.

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 11:22

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები მონაწილეობენ.

არსებული ინფორმაციით,   კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ეხება. 

სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 10:24

"პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის”  ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განუცხადა. 

საპარლამენტო სიის N2, სანდრა რულოვსი   გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა, სადაც პარტიის წევრებს შეხვდა. 

შევა თუა არ პარლამენტში სანდრა რულოვსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 17:10

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის წევრების  კონსულტაციები მიმდინარეობს,   ოფისში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი. 

საპარლამენტო სიის N2, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.  

 

საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია, - თეთრი სახლის წარმომადგენელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 16:32

თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 „შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას. ეს არჩევნები ცხადყოფს, რომ რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით, საქართველო ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ  8 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, რომელიც კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვით ჩატარდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ გამოეჩინათ თავშეკავება საარჩევნო პერიოდში, იმისთვის, რომ ქართველ ამომრჩევლებს თავისუფლად შეძლებოდათ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ გვაღელვებს ძალადობისა და დაშინების ცალკეული შემთხვევები და მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, აგრეთვე, უზრუნველყონ სამართლებრივი ნორმების დაცვით საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების ჩატარება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პარტიის  ლიდერებს იმუშაონ ერთად, რათა მიღწეულ იქნას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი მიზნები, მათ შორის, დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. მოუთმენლად ველით ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა  და მის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

"არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 15:36

"ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ," - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით გაყალბდა:

"არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 13:47

"12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," -  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვების შემდეგ გააკეთა.

ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

რატომ დატოვა ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 13:08

„დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” - აღნიშნული განცხადება  "რესპუბლიკური" პარტიის დატოვების შესახებ  ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

შეგახსებეთ, პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვ...

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმ...

პოპულარული

« ივნისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper