არ შეხვიდეთ შეცდომაში, არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა,- პაატა ბურჭულაძის მოძრაობის მოწოდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 12:08

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა შემთხვევები,  მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის”  სახელით, ჩვენთვის უცნობი პირები მოქალაქეებთან მიდიან და პარტიის შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდებობის თანხას ითხოვენ, ასევე საუბრობენ პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას ახდენენ. არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა,- ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” განცხადებაში

”პარალელურად გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებთან აწარმოებენ გასაუბრებას პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ახდენენ ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები.

გვსურს ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც ისევე როგორ პირველ შემთხვევაშიც, საქმე გაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას.

კატეგორიულად ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას - არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და ცესკო-ში პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად”, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 16:35

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

საგარეჯოს არჩევნების საკითხზე გამოძიების დაწყება შესაძლოა კოალიციაში ახალი და უფრო მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეფასებები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება და გამოძიების დაწყებას ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ განხორციელებულ დარტყმად აფასებენ. 

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება ვარშავის სამიტის წინ, რესპუბლიკელების შეფასებით, მიუღებელი და გაუმართლებელია. 

განსხვავებულია კოალიციაში შემავალი სხვა დეპუტატების პოზიცია. ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საგარეჯოს არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა თვლიან, რომ პროკურატურამ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 

 

გარდაბანში შაშკინი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:59

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან  როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წარმომადგენლებსა და დიმიტრი შაშკინს შორის.

„05:00 საათამდე ამ უბანზე ტარდებოდა, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები. 05:00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგია ბოკერიას. ალყა შემოარტყეს უბანს, შეურაცხყოფას აყენებდნენ შემომსვლელ ამომრჩევლებს. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

თავად ნიღბიანი პირები კი, რომლების მიმართაც შაშკინს პრეტენზია ჰქონდა, აცხადებენ, რომ ისინი მეგობართან სტუმარად იმყოფებიან. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მათი ჯგუფის ნაწილი ქართული ოცნების ოფისში მივიდა.

15-მდე საჩივარი გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:09

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 
12:00 საათის მონაცემებით, საუბნო-საარჩევნო კომისიებში 15-მდე საჩივარი დაფიქსირდა
საუბარია ტექნიკურ დარღვევებზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე-4 და მე-6 საარჩევნო უბნების გარეთ ნიღბიანი პირების გადაადგილების შესახებ, ცესკო-ს ინფორმაციით იმაზე, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, ადმინისტრაცია ზეგავლენას ვერ მოახდენს.

ბოკერია გარდაბნის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:37
გარდაბანში, მე-6 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირებელ გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ მომენტისთვის უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა უბნის გარეთ რამდენიმე ათეული მანქანის მოძრაობა შეიმჩნევა, რაც პოტენციური პრობლემაა.

„უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა და იმედია ასე გაგრძელდება, მაგრამ უბნის გარეთ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული მანქანა მოძრაობდა, რომელთაც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველა ნიშნით ისინი ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები არიან. ეს გამოიყურება როგორც პოტენციური პრობლემა, ამიტომ მინდა მოვუწოდო მთავრობას, კანდიდატს, შტაბს, რომ ჯობია ამ ტიპის ჯგუფების მოძრაობისგან თავი შეიკაონ და თუ რამე გეგმები აქვთ, ამაზე უარი თქვან."-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

გოგი თოფაძე "არჩევანში” გაკეთებულ განცხადებებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 13:37

ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას მიერ გადაცემა ”არჩევანში” გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს გოგი თოფაძე. მისი თქმით, ამ ჟურნალისტების გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა.„ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი თურმე ფუჭდება, ახალი ხელისუფლება ანგრევს სახელმწიფოს, ეკონომიკას, მედიას და ა.შ. პირიქით, უკუ ეფექტი მისცა ამან. ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ არის ობიექტური და ამით შესაძლოა ამა თუ იმ არხს დაეკარგა მაყურებელი. პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ძალიან წყნარად ლამის სამი წელი ვითმენდით ამას,“ - განმარტა გოგი თოფაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური