ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივნისი 2018 00:08

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად.  21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.

 

ამ წუთებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 10:53

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა დაიწყო ამ წუთებში თბილისში. 

ცნობილია, რომ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა, ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში გაკეთდება აქცენტი. შეხვედრას ესწრება ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განმარტებები გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, მთავარი თემები იქნება ჯანდაცვის საკითხები და ის, თუ როგორ სრულდება საერთაშორისო რეგულაციები და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხები საქართველოში.

„შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის გამოცდილება, რაც აქვთ რეგიონის ქვეყნებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ის გამოწვევები, რაც ყველა ქვეყნისთვის ერთიანია, ერთმანეთს გავუზიაროთ. არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია 2005 წელს, რომლის სახელწოდებაა - ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები, შინაარსობრივად ეს მოიცავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა იმუშაოს ყველა ქვეყანამ,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური