სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:55

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. 
 
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. 

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“ , - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სიმწრისგან კივილი დაიწყო..." - ფოთში, 6 წლის ბავშვმა შეცდომით ქიმიური ნივთიერება მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 16:08

ფოთში არასრულწლოვანმა მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საწმენდი ნივთიერება შეჭამა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება მიჰყიდა.

ბავშვი ოჯახის გადაწყვეტილებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ პოლიციას ჩაბარდა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 18:41

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გ.ჯ, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდა. ის ადვოკატთან ერთად მივიდა.

შსს-მ ბიძის მიერ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 14:38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძაა.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 140-ე მუხლით მიმდინარებს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის
სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. 

დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. დაზარალებული 10 წლამდე ბავშვია.

UNICEF-ის პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 14:44

პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევის შესახებ UNICEF-ი  განცახდებას ავრცელებს. 

" გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით, რომლებსაც, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ადგილი ჰქონდა თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში 2015 წლის დეკემბერში. 

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს. "იუნისეფი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა  სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების და დაჩქარების მიზნით და უზრუნველყოს ხარისხის კონტროლისა და ეფექტიანი მეთვალყურეობის მექანიზმი", -ნათქვამია განცხადებაში. 

ნაფიცმა მსაჯულებმა არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი   გამოიტანეს და  არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. ბრალდებულს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ სცნეს არასრულწლოვანი გ.ბ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მოსამართლემ ბრალდებულ კ.მ-ს სასჯელის სახით თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კ.მ -ს როგორც არასრულწლოვანს სასჯელის ¼ მოაკლდა და საბოლოოდ განესაზღვრა ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ 2015 წლის აპრილში, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს არასრულწლოვანმა კ.მ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, არასრულწლოვან გ.ბ-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ-ს შეუნარჩუნდა  სიცოცხლე.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული კ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის ივლისის  განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კ.მ-ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კ.მ-ს სასჯელად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის  განაჩენით   დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ახალგაზრდა მამაკაცს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:58

საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გორში. სოფელ ვარიანის მოსახლეობა გიორგი ნიბლაძისა და ნინო კოკაურის ოჯახს იცავს. გამოძიება მამაკაცის მიმართ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მუხლით მიმდინარეობს.

თანასოფლელები და ნათესავები ყვებიან, რომ 15 და 18 წლის ახალგაზრდებმა ოჯახი სიყვარულით და მშობლების თანხმობით შექმნეს. მათ უკვე შვილიც ჰყავთ. სწორედ მშობიარობის შემდეგ გადაეცა საქმე სასამართლოს, როდესაც სამშობიაროში დადგინდა, რომ ახალშობილის დედა არასრულწლოვანია. 

გიორგი ნიბლაძეს ახლა  7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დასაცავად ახალი დოკუმენტი შემუშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:39

არასრულწლოვანთა,უსაფრთხოება კულტურის სამინისტრომ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, ეს მას შემდეგ გადაწყდა რაც ქობულეთში ერთ ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად ქორეოგრაფიული ანსამბლის არასრულწლოვანი წევრები დაიღუპნენ,მინისტრის ინიციატივით შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი რომელიც არასრულწლოვნების 24 საათიანი მეტი დროით რაიმე ღონისძიებაზე წაყვანის შემთხვევაში უსაფრთხობეის სტანდარტებს აყალიბებს. დოკუმენტის შექმნაში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და პროექტის სამუშაო ვერსიას კომისის წევრები არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური