წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 16:41

15 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.გ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6584.37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 58.7 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6584.37 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 17:15

2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 14:22

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 580 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

მებაჟე ოფიცრებმა გარდაბანში არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 16:36

მებაჟე ოფიცრებმა გარდაბანში არადეკლარირებულივერცხლის ზოდები  (საერთო წონა 3,500 გრამი) აღმოაჩინეს.ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.მათი ინფორმაციით, 23 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში “გარდაბანი”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს. ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებელის ელექტრო-მექანიკოსისათვის განკუთვნილი ოთახის დათვალიელებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,467 ლარი შეადგინა.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4,467 ლარის ოდენობით.

სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 12:57

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (45.87 გრ) და ვერცხლის (5184,28 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10091,22 ლარი შეადგინა. 
მათივე განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, საერთო ჯამში ფულადი ჯარიმა 10091,22 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური