არაბმა მამაკაცმა ქორწილის მეორე დღეს ცოლი უმაკიაჟოდ ნახა, ვერ იცნო და გაშორდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 11:50

არაბთა გაერთიანებული ემირატების მაცხოვრებელმა მეუღლესთან განქორწინება ქორწინების მეორე დღეს გადაწყვიტა, რადგან ის უმაკიაჟოდ პირველად ნახა.

როგორც გამოცემა Dailymail-ი წერს, არაბი წყვილი 8 თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. ამ დროის მანძილზე მამაკაცს ქალი ინტენსიურ მაკიაჟს იყენებდა და ი უმაკიაჟოდ არ უნახავს.

სიმართლე კი მაშინ გაირკვა, როდესაც ქორწილის მეორე დღეს, ცოლ-ქმარი დუბაიში, ამ მამზარის სანაპიროზე იმყოფებოდა. ცოლი ზღვაში ჩავიდა, წყალმა მას მაკიაჟი მოაშორა და ოჯახიც დაენგრა.

სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მეუღლემ ის უმაკიაჟოდ ნახა. მამაკაცი, რომლიც ვინაობა არ სახელდება, აცხდებს, რომ მან ცოლის ცნობა ვერ შეძლო.

მამაკაცმა მაშინ გაიგო, რომ მის 28 წლის ცოლს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ატარებს ხელოვნურ წამწამებსა და კონტაქტურ ლინზებს.

აბდულ აზიზ ასაფი, „მატყუარა“ ცოლის ფსიქოლოგის ასისტენტია. მისი თქმით, წყვილის შერიგების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა , რადნამ მამაკაცმა ცოლთან დაუყოვნებლივ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და მასთან შერიგებას არ აპირებს.

ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:00

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 19 წლის ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და ხუთივე ორთაბრძოლაში მეტოქე იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილის გარდა, ორ მედალზე მეტი არავის მოუპოვებია. 2015 წელს ბექა ღვინიაშვილმა ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, დიდებს შორის კი საქართველოს ნაკრებთან ერთად გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაო აიღო.

აბუ დაბიში ღვინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია კორეელ, ირანელ, პოლონელ და გერმანელ სპორტსმენებს, ფინალში კი მან ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი 43 წამში შებოჭა. ბექა ღვინიაშვილი 26 ოქტომბერს იუბილარია და 20 წლის ხდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 25 ოქტომბრის მონაცემებით 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლის პრიზიორები თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) გახდნენ, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (55 კგ) მოიპოვა.

26 ოქტომბერს მედლები მძიმე წონით კატეგორიებში (100, + 100) გათამაშდება, 27 ოქტომბერს კი გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც საქართველო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური