მტრის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩენილი და განადგურებულია - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 31 ივლისი 2020 15:11

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, შეეცადნენ სადაზვერვო ფრენები განხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, ტოვუზის მიმართულებით.
"შესაბამისად, კიდევ ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის სისტემის დანაყოფების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი „სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების წინა ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების დაწყების გამო გაჩენილია ერთგვარი შიში. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს მას,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, „სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს.“

ცნობისათვის, დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა.

PSP-ს დახმარებით ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო აპარატი გადაეცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 21 აპრილი 2020 16:12

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx !

ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის პრეზიდენტის, ქ-ნი ირინა ჭელიძის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით.

“საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისათვის და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ!”- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 11:04

„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი, 2018 წლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა. აპარატი წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე, მრავალშრიან მოდელს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.

Somatom Perspective-ის მთავარი უპირატესობა გამოსახულების სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად. მრავალშრიანი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელს ხდის გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიურ კვლევას და მნიშვნელოვნად ზრდის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების შესაძლებლობებს. 

Somatom Perspective-ის გამოყენება უსაფრთხოა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენადაც აღჭურვილია სპეციალური SAFIRE ტექნოლოგიით, რომელიც წინა წლების ტომოგრაფიულ აპარატურასთან შედარებით პაციენტის რადიაციულ დასხივებას  60%-ით ამცირებს.

ამავდროულად, Somatom Perspective-ის ინოვაციური დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების მსვლელობისას, რამდენადაც აპარატის მორგება შესაძლებელია თითოეული, მათ შორის მძიმეწონიანი პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი, მრავალშრიანი აპარატი ფუნქციონირებას 5 ოქტომბრიდან იწყებს და მომხმარებლებს სპეციალური პირობებით მოემსახურება - ორი თვის მანძილზე Somatom Perspective-ით ჩატარებულ კვლევებზე „ნიუ ჰოსპიტალსში“ 20% ფასდაკლება იმოქმედებს. ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა, ხოლო მომსახურების მიღება წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი (ტელ.: 2 190190).

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული ინფრასტრუქტურის მქონე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჰოსპიტალი აკმაყოფილებს მკურნალობის ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს, რაც განპირობებულია მედიცინის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული საქმიანობითა და დარგის ლიდერი სპეციალისტების ჩართულობით. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალი ორიენტირებულია პაციენტების კეთილდღეობაზე და გამოცდილების, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას.

დადიანის ქუჩაზე "თიბისი ფეის" აპარატი გაქურდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:57

თბილისში, დადიანის ქუჩაზე „თი-ბი-სი ფეის“ აპარატი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია ფეის აპარატიც.

როგორც „ნიუსდეის“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურობის მუხლით მიმდინარეობს, ჯერ ჯერობით მოპარული თანხის რაოდენობა არ კონკრეტდება . 

2016 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეში ფოტოგადაღების საშუალება მიეცემათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 17:13

2016წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეში ფოტოგადაღების საშუალება მიეცემათ. სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით,შესაბამისი რეგულაცია კანონში უკვე მიღებულია. კახი კახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წესების შედგენაზე მუშაობენ.

"გადავდგით პრინციპული ნაბიჯი. ეს იყო ძალიან სერიოზული პოლემიკისა და დისკუსიის საგანი - მიეცემოდა თუ არა სახალხო დამცველს ფოტოგრაფირების უფლება. ალბათ წარმოიდგინეთ, რამდენად რევოლუციურია ეს ამ სფეროში. ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები გადაიღოს ფოტოაპარატით. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცემა საშუალება განთავსებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღება მოახდინოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ბრძანების დახვეწაზე. ერთია რეგულაცია კანონში დამეორეა შემუშავდეს წესები, რომ ე სფოტოსურათები გამოყენებული იყოს საქმისთვის და არა უაზრო პიარისთვის. ამაზე შეთანხმებულები ვართ და ჩვენი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ერთობლივი ბრძანების შემუშავებაზე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

ჩინური უპილოტო საფრენი აპარატის CH-5 (რადუგა-5) გამოცდა წარმატებით დასრულდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 15:40

30 აგვისტოს ჩინეთის განსუს პროვინციაში დასრულდა ახალი ჩინური უპილოტო საფრენი აპარატის CH-5 (რადუგა-5) გამოცდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

უპილოტო საფრენმა აპარატმა წარმატებით შეასრულა დავალება და სამხედრო აეროდრომზე უსაფრთხო დაშვებაც განახორციელა.

უცხოელი ექსპერტების აზრით, ჩინური საფრენი აპარატი თავის უცხოურ ანალოგებს არაფრით არ ჩამოუვარდება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური