თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 მაისი 2020 16:07

თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

წინასაახალწლოდ თბილისის ანძა ახლებურად განათდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 10:20

წინასაახალწლოდ თბილისის ანძა  ახლებურად განათდა. მის ანთებას თბილისის მერი ბავშვებთან ერთად საახალწლო ქალაქიდან ადევნებდა თვალს.

ანძაზე 200-მდე ახალი სანათი იტალიურმა კომპანიამ დაამოტანჟა, რაც თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლო განწყობის შექმნაში დაეხმარება.

პარალელრუად, თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტები და სხვადასხვა სახის წარმოდგენები ვარდების მოედაზე მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე კი სცენა მონტაჟდება, სადაც 31 დეკემბრის ღამეს გალა კონცერტი ჩატარდება. 

 

"ანძის დემონტაჟი დაწყებულია"- დედაქალაქის მერი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 15:17

თბილისის ანძის სანათების შესაცვლელად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო, ამის შესახევბ დედაქალაქის მერიმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტზე კონკურსი იყო გამოცხადებული.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ანძაზე სანათების გამოცვლა ააუციელებელია. დავით ნარმანიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის დროს დამონტაჟებული უხარისხო სანათები მწყობრიდან გამოვიდა.

"ანძის დემონტაჟის სამუშაოები ჩვენ უკვე დავიწყეთ. ძველი უხარისხო სანათების დიდი ნაწილი, რაც მათი მმართველობის დროს დამონტაჟდა, მწყობრიდან არის გამოსული, ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი და კონკურსის საფუძველზე საუკეთესო წინადადება შევარჩიეთ ფასით ყველაზე მისაღები და ხარისხით ყველაზე საუკეთესო წინადადება, რაც დროში მოსწრებადი იყო. ყველაფერს ვაკეთებთ წესების სრული დაცვით იმისთვის, რომ ახალ წელსკარგად განათებული ანძით შეხვდეს ჩვენი დედაქალაქი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური