"თუ ქმარს აქვს პატარა და ქალს აბრალებს?" - უხერხული რეპლიკა ეთერში ინტიმურ თემაზე საუბრისას (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
კვირა, 18 ივნისი 2017 23:51

ტელეკომპანია "იმედის" გასართობ გადაცემა "პრაიმშოუში" თანამედროვე ცხოვრებაში პლასტიკური ქირურგიის როლს განიხილავდნენ. საუბარი შეეხო ინტიმური ადგილების პლასტიკასაც, რა დროსაც ნინო კუზანოვამ უხერხულად იხუმრა.

ანრი ჯოხაძემ "პრაიმ შოუ" სკანდალით დატოვა - „თავზე გადა... არის შენი საქციელი“ (+ ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 09 მაისი 2017 15:13

"პრაიმ შოუს" ჩაწერაზე მომღერალი ანრი ჯოხაძე დაგვიანებით მივიდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. 

მომხდარის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი ავრცელებს.

„გიბრუნდება ! ბუმერანგის პრინციპია“ - მეგობრები ანრი ჯოხაძეს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 09 აგვისტო 2016 00:09

„ბედნიერებაა გყავდეს მეგობარი, რომელსაც თქმაც არ სჭირდება დაგიდგეს გვერდით, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება თანადგომა “!!! - ანრი ჯოხაძის მიერ საოციალურ ქსელში განთავსებულ ამ სტატუსს უამრავთა კომენტარი მოჰყვა. ეს შენი დამსახურებაა, იმიტომ რომ შენ ხარ გამორჩეულად კარგი მეგობარი - სწერენ ფბ. მეგობრები.

Esmeralda Chkhaidze შენ თვითონ ხარ ისეთი ადამიანი რომ ყველას გვერდში უდგახარ ჩემო ანრი

Elza Beruashvili ამ სტატუსს მე შენ მოგიძღვნიდი, შენ ხარ მხოლოდ ასეთი

Tevdo Rashvili შენ ყველას გვერდში უდგახარ ანრი, გენაცვალე შენ მაგ ოქროს გულში

Gvantsa Kilasonia გიბრუნდება ! ბუმერანგის პრინციპია...

ინგა გრიგოლია ოოოოო....ეგ არის ისეთი ფუფუნება, ხელის გულზე რომ უნდა ატარო...

ანრი ჯოხაძე - "ცოცხალი ვარ''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 23:47

"ჩათლახები ნუ ავრცელებთ, რომ ავილეწე და ნუ აგიჟებთ ჩემებს“ - წერს ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში და ამ სიტყვებით მომღერლის შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას პასუხობს. როგორც ცნობილია ბათუმისკენ მეგობრებთან ერთად მიმავალი ანრი ავარიაში მოხვდა. სოციალურ ქსელში მალე დამტვრეული ავტომობილის ფოტოებიც აიტვირთა. თუმცა ყოველივე მშვიდობით დასრულდა.


"ცოცხალი ვარ !!! უბრალოდ ავარია შემემთხვა და მანქანა დავამტვრიე ... " - აცხადებს ანრი

როგორც იქნა ჩამოვაღწიე ბათუმამდე დიდება ჩემს მეგობრებს !!!ანრი ჯოხაძე: „სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ანრი ჯოხაძე ავტო ავარიაში მოხდა.ჯოხაძე.

მანქანა თბილისში წაიღო ევაკუატორმა, რაც მთავარია კარგად ვართ ყველა.

P.S ჩათლახები ნუ არცელებთ რომ ავილეწე და ნუ აგიჟებთ ჩემებს, საკუთარ ალეწილ ცხოვრებას მიხედეთ“...

ანრი ჯოხაძე - ,,როცა ძალიან კარგად ხართ მაშინ არ გახსენდებათ ჩემი არსებობა“

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
შაბათი, 09 ივლისი 2016 17:17

„არადა მე ის ვარ, შენი კარგად ყოფნა უშენოდ რომ მიხაროდა“ - წერს განაწყენებული ანრი ჯოხაძე და ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

ანრი ჯოხაძე: „ზოგიერთების საყურადღებოდ, მთელი ცხოვრება თქვენს პერიმეტრზე ვიმყოფები მაგრამ როცა ძალიან კარგად ხართ მაშინ არ გახსენდებათ ჩემი არსებობა და როცა ცხოვრება ხერხემალში გადამტვრევას გიპირებთ, პირველი ჩემთან მორბიხართ საშველად, იცით რომ არასოდეს მოგცემთ წაქცევის საშუალებას, არა და მე ის ვარ შენი კარგად ყოფნა უშენოდ რომ მიხაროდა“.

მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 00:54

გრანდიოზული მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ (The Voice) მესამე სეზონის გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წევრი გიორგი ნადიბაიძე გახდა და მას  „არქი ჯგუფისგან“ სამოთახიანი ბინა გადაეცა. „The Voice საქართველოს“ გამარჯვებულმა ხმათა 55 % მიიღო.
24 წლის ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ნადიბაიძე „ვოისში“ ქეთა თოფურიას გუნდის წევრია. მან ქეთაც მოხიბლა და მაყურებლის, განსაკუთრებით  კი გოგონების ფავორიტიც გახდა.
მუსიკალურ შოუს ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
პროექტში მონაწილეობის უფლება 16 წელს ზევით სოლო შემსრულებლებს, დუეტებს და ტრიოებს ჰქონდათ. მონაწილეები მწვრთნელებმა: ანრი ჯოხაძემ, ქეთა თოფურიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნუცა შანშიაშვილმა ბრმა ქასთინგის საშუალებით შეარჩიეს. ქასთინგში მონაწილეობის სურვილი 1000-ამდე მონაწილემ გამოთქვა. მათგან ჯერ 300, შემდეგ კი 85 საუკეთესო აარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი წარსდგნენ მწვრთვნელების ჯგუფებში მოსახვედრად.
შეგახსენებთ, რომ „The Voice“ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ შწარმოებული მუსიკალური რეალითი შოუა, რომლის კონცეფციაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაში მდგობარეობს. პროექტი ეფუძნება ‘The Voice of Holland’-ის ორიგინალ ვერსიას და მსოფლიოს ახალი ხმის აღმოჩენას ემსახურება. დაარსების დღიდან, 2010 წლიდან დღემდე, შოუმ მრავალი ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროგრამათა რიგს უერთდება. ტელეშოუს ახალი სეზონი სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანში ერთდროულად დაიწყო.აღნიშნული პროექტის ქართული ვერსიის ხილვის შესაძლებლობა,მაყურებლებს 2012 წლიდან აქვთ.

„საქათველოს ხმის“ (The Voice) მესამე სეზონი დაიწყო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 07:54
გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, გრანდიოზული მუსიკალური შოუს „საქათველოს ხმა“ (The Voice) მესამე სეზონი დაიწყო. პირველი გადაცემა „ვოისის“ მწვრთნელებმა: ანრი ჯოხაძემ, ქეთა თოფურიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნუცა შანშიაშვილმა ერთობლივი სიმღერით გახსნეს. „საქათველოს ხმის“ ერთ-ერთი გამომსვლელი მწვრთნელებმა ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს შეადარეს. კონკურსანტის მიერ შესრულებული სიმღერით ოთხი მწვრთნელიდან სამი - ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი მოიხიბლენ. ქეთა თოფურია: „მე ვიქნები შენი ქეითი“, ანრი ჯოხაძე: „მაშინ მე შენი ტიტანიკი ვიქნები“, ნოდიკო ტატიშვილი: „რაღა დამრჩენია, მე კი - აისბერგი“... ამ ფრაზებით ცდილობდნენ კონკურსანტის გადაბირებას მწვრთნელები. კონკურსანტის მოხიბვლა ქეთა თოფურიამ საკუთარი გარეგნული მონაცემების დემონსტრირებითაც სცადა. საბოლოოდ, ახალგაზრდა შემსრულებელმა მწვრთნელად სწორედ ის აირჩია. „ჩემს ქეითს ვირჩევ“, - განაცხადა მან. პროექტში მონაწილეობის უფლება 16 წელს ზევით სოლო შემსრულებლებს, დუეტებს და ტრიოებს აქვთ. მონაწილეებს მწვრთნელები ბრმა ქასთინგის საშუალებით შეარჩევენ. როგორც განაცხადეს,ქასთინგში მონაწილეობის სურვილი 1000-ამდე მონაწილემ გამოთქვა. მათგან ჯერ 300, შემდეგ კი 85 საუკეთესო აარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი იბძოლებენ მწვრთვნელების ჯგუფებში მოსახვედრად. მესამე სეზონის მწვრთნელები კი არიან: ქეთა თოფურია, ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე და ნუცა შანშიაშვილი. როგორც ცნობილია, ქეთა სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან, ნუცა კი ნიუ-იორკიდან. მანამდე კი, მესამე სეზონის მწვრთნელთა კანდიდატებად განიხილავდნენ თეონა კონტრიძეს, ნინა სუბლატს, სოფო ნიჟარაძეს, ირინა ბაირამაშვილსა და დათო ფორჩხიძეს. ეს უკანასკნელი კი წინა ორი სეზონის გამარჯვებული მწვრთნელია. „საქათველოს ხმას“ ამჯერად წამყვანებად დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი უძღვებიან. ‘The Voice’ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ შწარმოებული მუსიკალური რეალითი შოუა, რომლის კონცეფციაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაში მდგობარეობს. პროექტი ეფუძნება ‘The Voice of Holland’-ის ორიგინალ ვერსიას და მსოფლიოს ახალი ხმის აღმოჩენას ემსახურება. დაარსების დღიდან, 2010 წლიდან დღემდე, შოუმ მრავალი ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროგრამათა რიგს უერთდება. ტელეშოუს ახალი სეზონი სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანში ერთდროულად დაიწყო.აღნიშნული პროექტის ქართული ვერსიის ხილვის შესაძლებლობა,მაყურებლებს 2012 წლიდან აქვთ.

ქართველი "სელებრითები" ისრაელში დაბომბვას გადაურჩნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 12:51

ქართველი მომღერლები და ცნობილი სახეები ისრაელის ქალაქ აშდოთში იმყოფებიან, სადაც გუშინ ღაზას სექტორში მოქმედმა მებრძოლებმა რაკეტა გაუშვეს. თუმცა როგორც სოციალურ ქსელში ანრი ჯოხაძე წერს რაკეტა რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს.

„აშდოთში მორიგი ბომბი ჩამოაგდეს, რომელიც რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს, ჩვენ კი ეს - ესაა თავშესაფრიდან გამოვედით- წერს მომღერალი. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური