ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 20:46

თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ანდრეი კარლოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

მედიის ცნობით, ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტო გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელმა მას ზურგში ესროლა, რის შემდეგ კიდევ ერთხელ გაისროლა მისი მიმართულებით.

თურქული გამოცემა Hurriyet ინციდენტის ადგილიდან ფოტოს ავრცელებს.

 

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 დეკემბერი 2016 09:23

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

ჯო ბაიდენი ანკარაში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 16:40

სირიაში დაწყებული სახმელეთო ოპერაცია იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ანკარაში, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჯო ბაიდენი ჩავიდა.შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე იმსჯელებს.ვაშინგტონმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ნატოელ პარტნიორს და საჰაერო დახმარება შესთავაზა.ჯო ბაიდენის ვიზიტისას კიდევ ერთი სასაუბრო თემა არშემდგარი სამხედრო გადატრიალება და ამბოხის მოწყობაში ეჭვმიტანილი ფეთჰულა გიულენისექსტრადირების საკითხი გახდება.

ვაშინგტონი ანკარასთვის გიულენის გადაცემას არ აპირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 13:20

ოფიციალური ვაშინგტონი ანკარასთვის თურქი მუსლიმი მქადაგებლის, ფეტჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ცნობების თანახმად, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის ორგანიზატობის ბრალდების შესახებ თურქეთმა საკმარისი მტკიცებულება ვერ წარადგინა, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები მის ექსტრადირებას არ გეგმავს. გამოცემის თანახმად, ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია.

ამბოხებულებმა ანკარაში პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 06:05

ანკარაში პარლამენტისა და გენშტაბის შენობების წინ შეკრებილ მოქალაქეებს ამბოხებულებმა ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაშავებულები. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu  ავრცელებს.

პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოდიან. მომხდართან დაკავშირებით დეტალები უცნობია.

მანამდე, თურქეთის პარლამენტის შენობის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

 

„სტამბოლში რაღაც ხდება, ხიდები სამხედროებმა გადაკეტეს... ანკარაშიც დიდი მობილიზებაა" - კოტე მათითაშვილი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 00:43

გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი ამჟამად თურქეთში იმყოფება. ის ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: „სტამბოლში რაღაც ხდება, არავის არ იცის, ხიდები სამხედროებმა გადაკეტეს. ანკარაშიც დიდი მობილიზებაა გამოცხადებულიდა სტამბოლში გადაკეტილი გზები სამხედროების მიერ. არ ამბობენ რა ხდება. მოკლედ ჩვენ აქ ვართ და მოგაწვდით ინფორმაციას“. ამ სტატუსმა, რა თქმა უნდა ხალხის აღსფოთება და უამრავი კითხვა გამოიწვია. კომენტარებში კი კოტე ასევე წერს რომ: „ტელევიზია აცხადებს ყველა სახლში დარჩითო, სამხედრო გადატრიალებაზე ეჭვობენ, პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოძახებულია სამსახურში, შვებულება გაუუქმეს ყველას და გამოიძახეს. საშიში მდგომარეობაა.

ანკარაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ-საგარეო უწყების განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 10:52

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერზე ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება  : "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 13 მარტს, თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და დაშავდა არაერთი ადამიანი.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ამ ბარბაროსულ გამოვლინებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს." თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამუშავებულია თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40 " 

30-მდე გარდაცვლილი და 61 დაშავებული - ანკარის ტერაქტის ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 12:04

30-მდე გარდაცვლილი და 61 დაშავებული, - ასეთია ანკარაში მომხდარი ტერაქტის შესახებ ბოლო მონაცემები. დაღუპულთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან. თურქეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილი სამთავრობო უწყებების სიახლოვეს აფეთქდა, როდესაც მის გვერდით სამხედროებით სავსე ავტობუსმა ჩაიარა.  ქვეყნის ხელისუფლება ტერაქტის ორგანიზატორებს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. მომხდარის გამო, მთავრობის წევრებმა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტები გადადეს. ხელისუფლების განცხადებით, ტერაქტი კარგად დაგეგმილი და მომზადებული იყო. მასზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, უშიშროების სამსახური თავდასხმის ორგანიზატორებად როგორც „ისლამურ სახელმწიფოს", ისე ქურთების მუშათა პარტიას განიხილავს. ოპოზიცია სახელისუფლებო ორგანოებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ანკარის ტერაქტიდან რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება შვედეთში, თურქეთის კულტურის სახლში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, უცნობმა პირმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. თურქეთში მომხდარი ტერაქტის დეტალები და მსოფლიო გამოხმაურება „მოამბის“ სიუჟეტში. 

"ანკარა მოსკოვთან ურთიერთობის აღსადგენად ძალისხმევას არ იშურებს“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 11:35

"ოფიციალური ანკარა მოსკოვთან ურთიერთობის აღსადგენად ძალისხმევას არ იშურებს,“-ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა და დასძინა, რომ მცდელობა ქვეყნებს შორის კრიზისული პერიოდის დასაძლევად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ანკარა ცდილობს, დაიბრუნოს ის ურთიერთობა, რომელიც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობდა.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერმა დავუღოღლუმ მომხდარის გამო მწუხარება არაერთხელ გამოხატეს: „ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. უბრალოდ შეუძლებელია, წლობით ნაგები კომუნიკაციისა და კოოპერაციის ნგრევა. აუციელებელია ვიფიქროთ, როგორ გადაწყდეს შემქნილი პრობლემა. პოლიტიკური პირების გადაწყვეტილებების გამო ორი ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს,“ -განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, რუსეთში თურქი მოქალაქეებისადმი ზეწოლა ხორციელდება და მათი მისამართით ნეგატიური ნაბიჯები იდგმება. ჩავუშოღლუმ შესაბამისი თხოვნით რულ კოლეგას,ს ერგეი ლავროვსაც მიმართა და გამოთქვა შეშფოთება მოსახლეობის შევიწროების გამო მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ლაინერის ჩამოგდების შემდეგ, მსგავსი ნაბიჯები თურქეთის მხრიდან არ განხორციელებულა. "რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამიტომ, მოთმინებით ველით და არ ვიღებთ ზომებს", - განაცხადა მინისტრმა.

 

მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:13

სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს. რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე კონტროლს აძლიერებს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება საქონელს საზღვარზეც. ეს ეხება, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე ტანსაცმელსა და სარეცხ საშუალებებს.

შესაძლოა რუსეთმა თურქეთიდან ავტონაწილების შეტანაც შეზღუდოს. უკვე გაუქმდა დეკემბერში დაგეგნილი რუსეთ-თურქეთის სამიტი პეტერბურგში.

პარალელურად, რუსეთის გენშტაბი სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვი სირიაში დამატებით 12-მდე თვითმფრინავს აგზავნის, მიზანი კი რუსული ბომბდამშენების დაცვა იქნება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური