ანი მიროტაძე - მაქსიმალური შედეგი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, უკვე სახეზეა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 13:11

”ნაციონალურ მოძრაობას” თავისი პოლიტიკური ბუღალტერია აქვს და ”ქართულ ოცნებას” თავისი. ვნახოთ, როგორ შედეგებს მივიღებთ, - ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მიროტაძე გამოემხაურა ნაციონალური მოძრაობის ახალ კამპანიას ”+1”, თუმცა მისი თქმით, არ შეუძლია პროგნოზი გააკეთოს, რამდენად გაამართლებს ეს კამპანია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „+1“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მცდელობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება გარანტირებული მანდატი ჰქონდეს. ”ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური ბუღალტერია, ”ქართულ ოცნებას” თავისი და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ შედეგებს მივიღებთ. მე ვფიქრობ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება შეძლო და ასევე შეძლებს მეორე ტურში, რადგან მათ ამომრჩევლების მობილიზების პრობლემა რა აქვთ, თუმცა რამდენად გამოვა ”+1” კამპანია, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მაქსიმუმი რაც შეეძლო ამ პარტიას, შედეგი უკვე სახეზეა”, - განაცხადა მიროტაძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას ”+1” იწყებს. კამპანიის ფარგლებში პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები, მოვიდნენ არჩევნების მეორე ტურში და ”ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი.„აღნიშნული კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით“, - განაცხადა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

,,ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა'' - ანი მიროტაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 13:28

”ეროვნული ფორუმის”  ნაძალადევის ოფისის გაძარცვის ფაქტზე,პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა,მისი თქმით ოფისის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს,რომ წაღებულია და კომპიუტერებიდან წაშლილია საარჩევნო მასალები, მათ შორის პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ ინფორმაცია. ”ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა. იქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ჩვენი კოორდინატორების, აქტივისტების და ადამიანების, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა და ეს ინფორმაცია, მათზე ზეწოლისთვის არ დასჭირდათ '',-განაცხადა მიროტაძემ.

საარჩევნო უბანთან სამართალდამცველების ყოფნამ შესაძლოა ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 13:10

მთავრობის ინიციატივა - გამოძახების გარეშე, პოლიციელების პატრულირებას საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან.

ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ სამართალდამცველების საარჩევნო უბანთან ყოფნამ, შესაძლოა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლება იქონიოს.

„ვისაც ვერ გაურკვევია, რომ ხმის მიცემის ადგილი არ არის არენა, სადაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინონ, ამ ნაწილში ვეთანხმები გამკაცრებას. რაც შეეხება პოლიციელების პერიმეტრზე ყოფნას, რამდენად იქნება დაცული უბანზე მისული ამომრჩეველი იმისგან, რომ პოლიციელების იქ ყოფნამ, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არ მოახდინოს? განსაკუთრებით რეგიონებში,“ - აღნიშნა ანი მიროტაძემ

"ეს იქნება პირდაპირი მინიშნება, რომ პოლიციის მონაწილეობით ვატარებთ არჩევნებს"-

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 15:35

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. ფრაქცია ფორუმელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს, რომელიც პოლიციელებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლებას ანიჭებს. მათი თქმით, არჩევანის გაკეთების ადგილას სამართალდამცავები არ უნდა იმყოფებოდნენ.„ეს აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანებს პოლიციელის გამოჩენის საკმაოდ ეშინიათ. თუ მანამდე პოლიცია დაფარულად ატარებდა არჩევნებს, ახლა ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმის, რომ პოლიციის მონაწილეობით ვატარებთ არჩევნებს,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.საარჩევნო კოდექსის რეგულაციებს მხარს უჭერენ თავისუფალი დემოკრატები. მათი განცხადებით, კორცხელში მომხდარი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.„როცა კორცხელში ეს ინციდენტი მოხდა, მათ შორის დაზარალებული ნაციონალური მოძრაობასაუბრობდა, რომ იქ პოლიცია არ იყო. მე არ ვიცი ეს შემთხვევით მოხდა თუ არა. ასეც შეგვიძლია ვიფიქროთ და ისეც. ამიტომ ასეთი ეჭვები, რომ არ იყოს, რომ არ მოუნდეს არავის და არ ჰქონდეს სურვილი, რომ მუშტებზე იყუროს, ხაზს ვუსვამ, უბნის გარე პერიმეტრზე შეიძლება იყოს პოლიცია,“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„თითოეული ის არგუმენტი, რომელიც ექნებათ გერმანული მოდელის მოწინააღმდეგეებს უნდა იყოს გამყარებული“-ანი მიროტაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 15:27

საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც მანდატების პროპორციული წესით გადანაწილებას ითვალისწინებს, რესპუბლიკური პარტიის მიერ არის წარდგენილი. ამ ვარიანტს მხარს უჭერს ოპოზიციაც. ქართულ ოცნებაში კი მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.“გერმანული მოდელი ნიშნავს იმას, რომ თუ ქართული ოცნება მიიღებს ვთქვათ 35%-ს მას ექნება მანდატების შესაბამისი რაოდენობა და არა ის, რომ 35%-ით ქონდეს მანდატების 60 და 65%. თუ 35%-იანი პარტია ან 27,5%-იანო პარტია წაიღებს მანდატების უმეტესობას ეს პოლიტიკური ენერგია, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება არჩევნების დროს და ვერ შევა დარბაზში მაშინ ეს პოლიტიკური ენერგია თვის ადგილს მოძებნის ამ შენობის წინ. ამიტომ გვინდა ჩვენ, რომ ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი ამომრჩევლის ნება და მანდატები,”-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.უმრავლესობაში რესპუბლიკელების ინიციატივას „უსამართლოს“ უწოდებენ.განსხვავებული მოსაზრება აქვთ თავისუფალ დემოკრატებში. ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ გერმანული მოდელის თანახმად ხელისუფლება ვეღარ მიითვისებს იმ ხმებს, რომელიც მას არ ეკუთვნის.გერმანულ მოდელს ემხრობიან ეროვნულ ფორუმშიც.  ანი მიროტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მოდელი არის უკეთესი და ქვეყანას უნდა ჰქონდეს უკეთესი საარჩევნო სისტემა.„თითოეული ის არგუმენტი, რომელიც ექნება გერმანული მოდელის მოწინააღმდეგეებს უნდა იყოს გამყარებული“-აცხადებს ანი მიროტაძე.

ანი მიროტაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 18:16

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კომენტარებს აკეთებენ პარლამენტში. საპარლამეტო უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დადიბითად აფასებენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ, უმჯობესი იქნება თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები.

„თუ ის ფიქრობს, რომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაშინ ქმედებაც მათი განსახორციელებელია და ალბათ ეს იქნება ერთი კარგი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან საქართველოს ბევრი მოქალქე ცხოვრობს რუსეთის ტეროტორიაზე და ეს მოცემულობა ჩვენ ხშირად გვაიძულებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ. ერთი არის ფაქტი, რომ არაფერს ამის სანაცვლოდ საქართველო არ დათმობს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით ბერძენიშვილმა. 

„საქართველოს არ აქვს რუსეთთან სავიზო რეჟიმი, რუსეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან საქართველოში. ეს რუსეთს ეხება და არა საქართველოს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ანი მიროტაძის კითხვა Freedom House

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 15:21

რუსთავი2-ის შესახებ Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას მმართველი კოალიციის წევრი ანი მიროტაძე ეხმაურება და ორგანიზაციის წარმომადგენლებს კითხვას უსვამს. 

 "შესაძლოა Freedom house-ს აქვს შენიშვნები, კითხვები, მაგრამ ასეთი კატეგორიული განცხადება, რომ არ იქცევა კარგად მოსამართლე, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულოების დემოკრატიულობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ისინი ასე ფიქრობენ, რომ  საქართველოში ქართული მართლმსაჯულება არ არის სამართლიანი?" - აცხადებს ანი მიროტაძე.

შეგახსენებთ,რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსთავი 2-სა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს, მ ისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა.

ანი მიროტაძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 15:57

საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღებია. მათი შეფასებით, ყველა, მათ შორის, პოლიტიკოსებიც და ნებისმიერი მოქალქე უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრის განმარტებით, სწორედ ეს არის დემოკრატიული ქვეყნის ძირითადი არსი."ის რაც არის სადაო, რაც უკავშირდება გარკვეულ პრობლემებს, ის რაც ვერ გაარკვია ორმა მხარემ ერთმანეთში, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ნორმა დროებით შესაჩერებელია, ვენდობი თუ არა სხვა საკითხია, მე პატივს ვცემ საქართველოს მართლმსაჯულებას", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.   საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური