გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 2018 წ. ანგარიში და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 15:38

ოთხშაბათს, 1 მაისს,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას   2018 წელს მიღწეული შედეგებისა  და  2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად.  ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 „საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარების” სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების გზაზე 2018 წელს მიღწეული ედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გაეროს 16 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2018 წელს   41.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 2019- 2020 წწ. იგეგმება 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.  მან მადლობა გადაუხადა დონორებს დახმარებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად  დასახელდა:  

  • პარლამენტის საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მხარდაჭერა; 
  • შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური და ტექნიკური  მხარდაჭერა, რომელიც  ყოველწლიურად   50 ათასზე მეტ ადამიანს ეხმარება იურიდიული დახმარების მიღებაში, ასევე კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა;
  • საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედება;
  • 70 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება  მრავალმხრივი საფრთხეების ადრეულიშეტყობინების სისტემის განვითარებისათვის, და სხვ.

შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების მიერ,   ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 19:11

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.  ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების,  საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის,  რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და აკრედიტებული მედია ორგანიზაციების თაობაზე. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვინაიდან ყველა შეკითხვა რომელიც დაისვა და ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული. ამავდროულად ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვაქვს და ცხადია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების დღისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 17:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თავდაცვის მინისტრის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 თებერვალი 2018 15:39
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოხსენება ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე საუბრით დაიწყო, რომელსაც უნარი ექნება შეაჩეროს მოწინააღმდეგის მხრიდან აგრესია და რაც შეიძლება ჭარბი ზიანი მიაყენოს მას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ აგრესიის განსახორციელებლად უწყებაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა - „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, „თეთრი წიგნი“ და „მინისტრის ხედვა 2017“. ლევან იზორიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ისეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დოკუმენტზე, როგორიცაა ეროვნული თავდაცვის გეგმა, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი შეიარაღებული ძალებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ქმედებები.
ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მიღწევა, რითაც რეფორმები დაიწყო, გახლდათ ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული 66% შემცირდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რიცხვი 53%-მდე შემცირდა და ის ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლევან იზორიამ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობისა და შეიარაღების შეძენის აუცილებლობაზე. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს მთავარ სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
სამხედრო განათლება, წვრთნები და სწავლებები, საერთაშორისო პროექტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, საერთაშორისო მისიები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობა და შეიარაღება, ადეკვატური დაფინანსება და საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის დასასრულს ლევან იზორიამ სოციალურ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ლიბერთი ბანკის 2017 წ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ანგარიში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 იანვარი 2018 12:46

ვამაყობთ რომ 2017 წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით:

ü  50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგი და ბუნებრივი აირირომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმაუზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში

ü  ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy- ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლებისხელშეწყობის პროგრამაში ჩავერთეთ

ü  ჩვენ შევძელით 700-ზე მეტი დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა

ü  2014 წლიდან დღემდე მოქმედებს ‘სოლიდარობის ფონდის’ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში600 000 ლარზე მეტი გადარიცხარითაც ჩვენ დავეხმარეთ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს

 

2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში -  https://libertybank.ge/ge/CSR2017 :

 

 

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 11:21

„თურქეთის ციხეებში არსებული პირობების შესახებ ანგარიში: In Prison 2017“ - ამ სათაურით მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა (PPJ) თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში, 66 ადვოკატთან და 197 დაპატიმრებულის ნათესავთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, 80 ციხის ზოგადი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

ანგარიში მოიცავს, როგორც ციხეებში ფიზიკური პირობების, ადვოკატთან წვდომის უფლების, ტელეფონისა და წერილის უფლების, კვების მომსახურების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და ვიზიტორთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით 80 ციხის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე პირად საჩივრებსაც.

ანგარიშის შესავალში და დასკკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გავრცელებულ ქმედებებზე, როგორიცაა: წამება, გაუპატიურება, მუქარა და არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხების შესახებ CPT- ს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების უფლება არ მისცა. ასევე საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებაც შეიზღუდა.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმის „ტვიტერზე“ (https://twitter.com/platformpj) გამოქვეყნდა.

ანგარიშის შესახებ ბმული: http://www.platformpj.org/report-comprehensive-report-prison-conditions-turkey-prison-2017/

21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 15:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური  ანგარიში წარუდგინა. ანგარიში  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ის ღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაც ძალიან წარმატებით  იმუშავა  საპილოტე რეჟიმში.  საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და  ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობით ისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. პარტიების ნაწილმა წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაში ელექტრონული წესით უკვე დანიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

 

 

 

სუს-ის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. 
ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება და დოკუმენტს კომიტეტის წევრებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს.
წინასწარი ინფორმაციით, მოსმენა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, უშუალოდ პარლამენტის პლენარულ სხდ

GRECO-მ საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 15:15

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO)  საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. GRECO წარმოადგენს სახელმწიფოთა ჯგუფს კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი ქვეყნების სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობის ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობას და ახორციელებს მათ პერიოდულ შეფასებას. 

ანგარიშის თანახმად, GRECO აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გატარებული რეფორმებისა და საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით.

GRECO-ს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პროკურატურაში გატარებული ინსტიტუციური რეფორმა, როგორც სისტემის დამოუკიდებლობის ზრდისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კერძოდ, სახელმწიფოთა ჯგუფი დადებითად აფასებს რეფორმის ფარგლებში მთავარი პროკურორის არჩევის და გათავისუფლების ახალი წესის დანერგვას, პროკურორთა კონფერენციის,  საპროკურორო საბჭოსა  და სპეციალური პროკურორის ინსტიტუტების შექმნას. 

სახელმწიფოთა ჯგუფი ასევე მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბებას, სადაც გადაწყვეტილებები კოლეგიურ ფორმატში მიიღება. „GRECO”-ს შეფასებით, საკონსულტაციო საბჭომ მკაფიოდ განსაზღვრა პროკურორების წახალისების და დაწინაურების კრიტერიუმები და გაზარდა სისტემის გამჭვირვალობის ხარისხი. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული ძალისხმევა.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შემდგომი დახვეწის მიზნით GRECO-ს ექსპერტთა ჯგუფი გასცემს რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც ძირითადად მოიცავს იმ გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც კონკრეტული აქტივობების სახით უკვე გათვალისწინებული და გაწერილია საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში. კერძოდ, რეკომენდაციები შეეხება პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების საკითხების მეტად საფუძვლიან დარეგულირებას, პროკურორთათვის საქმის განაწილების და საქმის ჩამორთმევის ნათელი და ობიექტური კრიტერიუმების შემუშავებას, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის განახლებას, დისციპლინური სამართალდარღვევების ზუსტად განსაზღვრასა და დისციპლინური სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფის საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მიერ GRECO- ს რეკომენდაციების შესრულება შემდეგი ანგარიშის წარდგენის პერიოდისთვის ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი.  

GRECO-ს მეოთხე რაუნდის ანგარიშის განხილვა 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, სტრასბურგში მიმდინარე სესიის ფარგლებში მიმდინარეობდა. სესიის მუშაობაში ევროსაბჭოს წარმომადგენელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა.


ქეთევან ჯოხაძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 14:56

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემსამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშიწარუდგინა.
საკრებულოს წევრი მოქალქეების წინაშე ანგარიშით მუხიანის დასახლებაში მდებარესამაჟორიტარო ბიუროში პრეზენტაციის სახით წარსდგა და საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქცაში მონაწილეობის, ასევე განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა ინიცირებული საკითხების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
დეპუტატმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომებზე განხილულსაკითხებზე და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამხავილა ყურადღება. პრეზენტაციაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა დამსწრე საზოგადოებასმოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაზე, ასევე რეაგირების მიზნით გაწეულ შუამდგომლობებსა და გადაწყვეტილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, ანგარიშის წარდგენისას, საკრებულოს წევრმა მისი უფლებამოსილებისფარგლებში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პრეზენტაციის დასასრულს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ქეთევან ჯოხაძემსამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულსაქმეთა კომისიის სამოქმედო გეგმა დეტალურად გააცნო.
დეპუტატმა შეხვედრის მონაწილეებს შუალედური ანგარიშის სახით გამოცემული„საანგარიშო უწყება“ დაურიგა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ანგარიშისწარდგენას პერმანენტულად ახორციელებს.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური