ანაკლიაში პოლიციელის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 10:36

ანაკლიაში პატრულის ასმეთაურის, გიორგი სოსელიას ცხედარი იპოვნეს. მას ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილთან ახლოს აღმოჩენილია სოსელიას კუთვნილი ავტომობილიც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ანაკლია პორტის და ეკო პარკის" კონსორციუმის ხელმძღვანელის ვიზიტი ჩინეთში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 30 მაისი 2015 13:38

"ანაკლია პორტი და ეკო პარკის" კონსორციუმის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩინეთში, პეკინში, სადაც ის შეხვდა სტრატეგიულ პარტნიორს "ფაუერჩაინას" ხელმძღვანელს.

პარტნიორებმა თავის მხრივ საგანგებო შეხვედრა გამართეს "აბრეშუმის გზის ფონდთან" და ისაუბრეს დაფინანსების საკითხებზე ანაკლია პორტისა და ინდუსტრიული ეკო პარკის, აეროპორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო გზების ინფრაქსტუქტურასთან დაკავშირებით. შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. კონსორციუმის წევრები ასევე შეხვდენ "Tianjin Port" და "P&O PORTS" წარმომადგენლებს, რომლებიც ერთობლივად გაუწევენ ანაკლია პორტს ოპერირებასა და მენეჯმენტს.

კომპანია "ანაკლია ეკო პარკი და პორტი" აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან Ocean Shipping Consultant (OSC) , Royal Haskoning DHV და ასევე წამყვან ჩინურ დიზაინის კომპანიასთან CCCC Second Harbour Consultants Co., Ltd, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის ჩაბარების საბოლოო ეტაპისათვის (BAFO) მისაღები დიზაინისა და კონცეფციის შემუშავებას.

კონსორციუმი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ანაკლია პორტის მშენებლობის დაწყებისათვის. თეიმურაზ ქარჩავა : «დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია უნიკალური შანსი, "ანაკლია პორტისა და ეკო პარკის" კონსორციუმის მეშვეობით განახორციელოს აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საქართველოში უმუშევრობის პრობლემას. არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა ჩინეთი-ყაზახეთი-უკრაინის გავლით ევროპისკენ, და თუ ეს ალტერნატიული გზა ამუშავდა, ჩვენ დავკარგავთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას. ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, კონსორციუმი "ანაკლია პორტი და ეკო პარკი" მზადაა მთელი თავისი რესურსებით ჩაებას ზემოაღნიშნულ სამუშაოებში და პორტის მშენებლობა მომავალი წლის 1 მაისიდან დაიწყოს».

სურათზე: კომპანია "ანაკლია ეკო პარკი და პორტის" თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ ქარჩავა, ფაუერჩაინას ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დუ ჩუნგუ და"აბრეშუმის გზის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ვანგ დანი.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური