ანა დოლიძე - დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, ვერ უძლებს საათებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 13:08

დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას. დოლიძის თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. 

"უნდა დავფიქრდეთ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას",- განაცხადა დოლიძემ. 

მისივე თქნით, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია. 

"ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმც უნდა გაუძლოს საუკუნეებს",- აღნიშნა დოლიძემ.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. 

„ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ურჩევნია იმ ხალხს მიხედოს, ვინც მართლა ექსპლოატირებულია"- დოლიძე გაბუნიას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 16:24

ზაზა გაბუნიას, რომელიც პრეზიდენტს ადმინიტრაციის წევრების მძიმე შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პასუხობს.

დოლიძე გაბუნიას ურჩევს, იმ მოქალაქეებზე იფიქროს, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები.

"დეპუტატ ზაზა გაბუნიას, ჩვენ შრომით ექსპლუატაციაზე რომ საუბრობს, ერჩივნოს იმ ხალხს მიხედოს, რომელიც მართლა ექსპლოატირებულია. უამრავი ხალხია, ვისაც 10 ლარს უხდიან დღეში, ვისაც ორსულობის ბოლო დღემდე უწევს მუშაობა, ვინც ბავშვებს დღეები ვერ ნახულობს, რომ ლუკმა პური მიიტანოს ოჯახში. კვირა არ გავა, ვინმე ახალგაზრდა ბიჭი არ დაიღუპოს მშენებლობაზე და მაღაროელთა სიკვდილიანობის სტატისტიკით ხომ საერთოდ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. მაგისთვის არის ეგ არჩეული", - ნათქვამია განცხადებაში.

უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის თანამშრომლების მძიმე შრომით ექსპლუატაციაში დაადანაშაულა.

ანა დოლიძე - მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:41

მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი დედამიწაზე ბრალდება პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ვარაუდებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დოლიძემ აღნიშნული უარყო, თუმცა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია „კიდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება“.
"საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო და საქმე გვიჩვენებს", - განაცხადა დოლიძემ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარია,- ანა დოლიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 15:23

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დისკუსიაში ,,ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვებები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„არაერთი ანგარიშით, მოხსენებით, კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და ფართომასშტაბიან დარღვევებს. 
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნათელი მოჰფინოს იმ სისტემურ დანაშაულებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა. 
ნათელი უნდა მოჰფინოს ეფექტური გამოძიებებით და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დაზარალებულებს, მსხვერპლს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ის მძიმე დარღვევები. იქნება ეს კომპენსაციები, ჯანდაცვის პაკეტები, თუ სპეციალური პროგრამები“, - განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალიტებს.

მინისტრები მთავრობის წევრების მოვალეობას ასრულებენ, - ანა დოლიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:53

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად,  მინისტრები მთავრობის წევრების მოვალეობას  ასრულებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა. 
„მთავრობის დაკომპლექტებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები მთავრობის წევრების მოვალეობას ასრულებენ," - აღნიშნა  ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე - სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:04

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასამართლო ხელისუფლებას ტრანსფორმაცია სჭირდება, სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან სამწუხაროა, რომ რეფორმების მესამე ტალღის განხორციელება-მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. 

„პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები. დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას. ფაქტია, იუსტიციის საბჭოს საკუთარ საქმიანობაში აქვს უამრავი ხარვეზი, დაწყებული ტექნიკურიდან, დამთავრებული არასწორი მართვით, დახურული და გაუმჭვირვალე პროცესებით, განსაკუთრებით მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, არ ხდება სისტემის ისე გაჯანსაღება, რომელსაც თავიდან მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტი. ამას მიხედვა სჭირდებოდა გუშინ, შესაბამისად, ახლაც სჭირდება მყისიერად და ძირეულად მიხედვა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

„დღევანდელი პარლამენტი ფაქტობრივად აღარ არსებობს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივლისი 2016 14:26

 „მე ძალიან მიკვირდა, რატომ უნდოდა ანა დოლიძეს მოსამართლეობა იმიტომ, რომ ის არის ძალიან დინამიური, აქტიური ადამიანი, რაც მოსამართლისთვის არ არის მაინც და მაინც შესაფერისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მიუხედავად იმისა, რომ მე მის კვალიფიკაციაში ნამდვილად ეჭვი არ მეპარება, ახალი სამსახური ბევრად უფრო დინამიური იქნება მისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ის გარკვეულწილად კონფლიქტშია შესული დღევანდელ პარლამენტთან და ეს კონფლიქტი პრეზიდენტის ინსტიტუტის პარლამენტთან ლობირების საშუალებას არ იძლევა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი პარლამენტი უკვე არ არსებობს. ახალი პარლამენტი უკვე გარკვეულწილად ახალი შემადგენლობის იქნება და ანა დოლიძეს სწორედ მათან მოუწევს მუშაობა. დღევანდელი პარლამენტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„მომწონს შემართება, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ სასამართლო ხელისუფლების დემურუსიზაცია“ - ანა დოლიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივლისი 2016 13:07

“პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნობა ძალიან საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ამ პოზიციის ფუნქციაა, იყოს მოკავშირე პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის, ამ ორი სახელმწიფო ინსტიტუტის ურთიერთობის პროცესში. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო ფართო მნიშვნელობა მიენიჭება ამ პოზიციას ჩემი მანდ ყოფნის დროს. ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება მოვიტანო ამ კონკრეტულ პოსტზე ის, რომ გადავაქციო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეპიცენტრად კანონის უზენაესობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალში ეს სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც დისკუსია, მოძრაობა, ადვოკატირება წარიმართება იმაზე, თუ რა არის კანონის უზენაესობა და როგორ უნდა დამყარდეს ის ქვეყანაში...მე მომწონს ეს შემართება, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ სასამართლო ხელისუფლების „დემურუსიზაცია“. აქ არ იგულისხმება მარტო ბატონი მურუსიძის გავლენისგან გათავისუფლება, აქ იგულისხმება ამ სისტემის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება, რომელიც ჩვენ შეგვრჩა ხელთ. აქ იგულისხმება ძალიან აქტიური რეფორმები, რომლებიც გასახორციელებელია სასამართლო სისტემაში და ახალი ხალხის მისვლის ხელშეწყობა“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ანა დოლიძე პასუხობს.

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 11:44

ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღარ არის. უწყების უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა. პირველი დავალება, რომელიც დოლიძემ მიიღო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეხება. კერძოდ, ახალმა საპარლამენტო მდივანმა დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ორი კანდიდატურის მხარდაჭერაში უნდა დაარწმუნოს. შეგახსენებთ, რომ ნანა თოდუასთან და თამარ ლალიაშვილთან ერთად, თვეების წინ გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძეც წარადგინა, თუმცა პარლამენტმა არცერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა.

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:00

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა. ანა დოლიძე  გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის თქმით,  დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.

”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნებაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური