როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 13:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით 14 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 12:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 მაისიდან 27 მაისის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსი იქნება. 28 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში კვლავ დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 11:32

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 11 მაისს საქართველოში ნარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 13:32

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით დღეიდან როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი . თბილისში 15 და 16 მარტს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 

სინოპტიკოსები 19 თებერვლიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:05

ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში ძლიერი ნისლი უკვე გაფანტულია. 
ნიორაძე ნისლსს ხვალისთვისაც ვარაუდობს, თუმცა იქვე ამბობს, რომ გამოდარება დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ მოხდება.
" როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ცივი ჰაერის მასა, ნისლი ყოველთვის ახასიათებს. თბილისში 100 %-იანი სინოტივეა, თბილ ჰაერთან ურთიერთქმედება კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმისთვის, რომ ნისლი წარმოიქმნას" -აცხადებას ნიორაძე. 
რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსი აცხადებს, რომ ამინდი 19 თებერვალს გაუარესდება და შესაძლებელია თბილისში თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. 
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა : + 2- +7 გრადუსი იქნება. მთაში კი მოთოვს. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 13:01

17 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 18 თებერვალს კი, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით ტემპერატურა +16 +21 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +14 +18 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში +17 +18 გრადუსს ვარაუდობენ.
მათივე ინფორმაციით, 19 თებერვლიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და +9 +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 15:01

14-15 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი - ასეთ ამინდს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლები.  მათი განცხადებით 16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან - 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება. 17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება.


8–12 იანვრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 13:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 8 – 12 იანვრის მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი.
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მომატებას დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ.

“9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი. 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი”,-აცხადებენ სააგენტოში.

სინოპტიკოსები თოვლს და ყინვას პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 13:26

დღეიდან სრულიად საქართველოში ამინდი გაუარესდება, იქნება ძლიერი წვიმა, თოვლი და ქარი. 
8 იანვარს კი თბილისში სინოპტიკოსები თოვლის მოსვლას ვარაუდობენ.ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 იანვრის ღამეს იქნება ყინვა როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 10 იანვრიდან ვარაუდობენ. 

როგორ ამინდებს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 16:54

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. "ნიუსდეი"  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელს დოდო გვაზავას ესაუნრა. მისი თქმით,  დღისით ჰაერი რამდენიმე გრადუსით გათბება, თუმცა ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
„უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია, დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით 12 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 10 გრადუსამდე. ღამით აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა იქნება. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც ღამით -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, იგივე მაჩვენებელია მოსალოდნელი 6 დეკემბერს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც.

 
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური