ამერიკული საზღვაო ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას - დ. ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020 12:57

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის"ქ.ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტი იტყობინება.

„მივესალმები აშშ-ს საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.“- წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც

 

ბათუმის პორტში ამერიკული ნაღმოსანი გემი „ლაბუნი“ (DDG-58) შემოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 28 ივნისი 2015 14:46

დღეს, ბათუმის პორტში ამერიკული ნაღმოსანი გემი „ლაბუნი“ (DDG-58) შემოვიდა. აშშ-ის საზღვაო ძალების გემის ეკიპაჟის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ბათუმის პორტში გაიმართა. დახვედრის ცერემონიალზე, ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა შეასრულა. 

ცერემონილას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ - ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დახვედრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალების გემის "ლაგუნი"-ს კაპიტანს კრისტოფერ მაკკალუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. 

შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და კაპიტნის მოადგილე გარი ჩეისი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ნუგზარ სუმანიძემ ეკიპაჟის წევრებს რეგიონი გააცნო და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, რომ „ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად.

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს დაუმასპინძლებს სტუმრებს. „ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური