ამერიკის მეგობართა კლუბმა რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპულთა შვილებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 16:10

ახალი წლის და ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ამერიკის მეგობართა კლუბმა, სასტუმრო “ბილტმორის“ სადღესასწაულო დარბაზში გამართა წვეულება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს დაღუპულმა სამხედრო  მეომრების და პოლიციელების შვილებმა, ასევე მათმა ოჯახის წევრებმა. საახალწლო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გმირი მეომრების შვილებს წვეულებაზე მობრძანებისთვის და მიულოცა შობა ახალი წელი.  

მე დღეს განსაკუთრებულად  მეამაყება, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ და მაქვს საშუალება, პირადად მოგილოცოთ  ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი 2019 წელი. დიდი სიყვარულით მინდა გისურვებთ; თავისუფალ, ლაღ, სამართლიან და ძლიერ საქართველოში გაიზარდოთ, სადაც თქვენი ნიჭის სრულად გამოვლენის შესაფერისი ნიადაგი გექნებათ და არექნებათ ხვალინდელი დღის შიში. ჩემი საახალწლო სურვილია, 2019  წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის - ბედნიერების, წარმატების, ბარაქის, დოვლათის, სიხარულის, კეთილდღეობის და დღეგრძელობის მომტანი. მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული იყოს ჩვენი მეგზური 2019 წელს. თქვენ და თქვენი ოჯახის თითოეული წევრი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებთ და ამიტომ ღრმად მწამს, რომ ქრისტეს შობის მადლი შეგეწევათ ყოველთვის. ჩემი ოჯახისთვის, ყოველი ახალი წელი, ოცნების ახდენის იმედითა და რწმენით იწყება. ამიტომ მე ჩემს თავს საახალწლოდ ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს და ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პრეზიდენტიდან დაწყებული, ხელისუფლების უბრალო ჩინოვნიკით დამთავრებული, საკუთარი საქმითა და საქციელით აჩვენებს სრულიად საქართველოს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების და პოლიციელების ხსოვნა, უპირველესად იმსახურებს განსაკუთრებულ, ღირსეულ და მოკრძალებულ პატივისცემას. მინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ხალხისთვის და არა მთავრობებისთვის, გმირებისთვის და არა მოღალატეებისთვის. მინდა ყველას განსაკუთრებით ახსოვდეს, რომ გმირები არასოდეს კვდებიან, ისინი სამარადისოდ ცოცხლობენ და ხელახლა იბადებიან.

2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო სამხედრო აგრესიიდან ათი წელი გავიდა. ამ მძიმე განსაცდელის და ომის შედეგად მიღებული აუნაზღაურებელი დანაკლისის და მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად, მინდა მიულოცო შობა ახალი წელი ჩვენს ოსს და-ძმებს,  მათ პატარა შვილებს და ოჯახებს, რომლებმაც ჩვენნაირად დაკარგეს 2008 წლის ომის დროს - მამები, ქმრები, შვილები და ძმები. მინდა ვისურვო, რომ თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყოს ყველაზე სანუკვარი ნატვრების ახდენის წელი. 2019 წელი ყოფილიყოს - ერთმანეთის ტკივილის მოშუშების, მიტევების, ერთიანობის, განმთლიანების, საქართველოს აღმავლობის და უფლის წყალობით დახუნძლული ბედნიერების წელი. ჩვენი ძლიერი ქვეყნის ისტორიას კარგად ახსოვს უცხოელი დამპყრობლებისგან ბევრი გადათელვა, ბევრჯერ აგვატირეს, მაგრამ ვერ დაგვაჩოქეს რადგან ჩვენ წაგებაც კი იმედიანი ვიცით.  მინდა, რომ ბედნიერების გჯეროდეთ რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მალე დავიბრუნებთ რუსეთის ფედერაციის და პირადად პუტინის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს, ძლიერი და ერთიანი საქართველო ისევ იარსებებს, ვინაიდან ის რაც ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი გულია და ეს გული ყოველთვის ჩვენი იქნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ დავიცვათ მომავალში ჩვენი ქვეყანა, კრემლის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესიის პროვოცირებისგან.

პირადად მე და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი მადლობას გიხდით თქვენ და  უაღრესად მადლიერები ვართ ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის და მათ შორის ჩემი ოჯახისთვის. ათი წლის თავზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნით არავის მივცემთ საშუალებას დაივიწყონ საქართველოსთვის თავდადებული ახალგაზრდა ოფიცრების და მეომრების სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2019 წელს და ბრწყინვალე შობის დღესასწაულს. მიყვარხართ, მეამაყებით და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის პატივი და საშუალება ვიყო თქვენი მეგობარი. გპირდებით, რომ  სანამ უფალი ინებებს, მე მუდამ ვიქნები თქვენს გვერდით - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა. 

საახალწლო კარნავალის დასრულების შემდეგ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და ამერიკული კომპანია KVG -ის დირექტორმა ლაშა წერეთელმა, პატარებს გადასცეს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საშობაო საჩუქრები.

ამერიკული კომპანია KVG -ის ხემძღვანელმა ლაშა წერეთელმა მადლობა მოუხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტს ილია ზუკაკიშვილს, რომ მან შესთავაზა კომპანიას, კლუბის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებაში და მოკრძალებული წვლილი შეეტანა საქართველოს გმირი ჯარისკაცების სახელების უკვდავსაყოფად.

ვფიქრობ რომ საახალწლო კარნავალის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად შევძელით გვეჩუქებინა ერთ ერთი დაუვიწყარი დღე პატარებისთვის, რაც დამეთანხმებით  დიდ დადებით ემოციურ ზეგავლენას ახდენს მათზე. სწორედ ამ ერთობლივი შესაძლებლობის ფარგლებში ვეცადეთ, კიდევ უფრო გაგვემყარებინა მათთვის ბედნიერი მომავლის იმედი და რწმენა - განაცხადა, ამერიკული კომპანია KVG -ის ხემძღვანელმა ლაშა წერეთელმა.

საახალწლო წვეულების მხარდამჭერები იყვნენ; სასტუმრო “ბილტმორი“, კომპანია KVG, ფარმაცეპტული კომპანია “ავერსი“, ოპტიკური კომპანია “რონიკო“, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია, მაკდონალდსი და საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური.

ა(ა)იპ ამერიკის მეგობართა კლუბი, მადლობას უხდის და მადლიერია ყველა პარტნიორ ორგანიზაციის რომლებმაც უანგარო წვლილი შეიტანეს ამ კეთილი საქმის განხორციელებაში, რათა ჩვენი გმირი  მეომრების სახელები არასოდეს მიეცეს დავიწყებას.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:10

ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობრის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება. 

სენატორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის

წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათშორის ქართველი და ამერიკელი სამხედროები. ოფიციალური მიღების პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯონ მაკკეინის ღვაწლზე საუბარს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. ასევე იმ  უწყვეტ და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებდა მას ქართველი ხალხის მიმართ.    

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშემ კრისტოფერ დავენპორტმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა გია ნოდიამ.  სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა  ქართულ ამერიკული მეგობრობის შესახებ. - ორივე ქვეყნის მეგობრობის გათვალისწინებით, კლუბი ყოველთვის ცდილობს სათანადოდ შეაფასოს ამერიკელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მისი საქმიანობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ღონისძიების განხორციელება გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიხსენოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერ მეგობარს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს. გვსურს, უფრო ახლო რაკურსით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას მისი მოღვაწეობა და გავაფართოვოთ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერი ადამიანების საკომუნიკაციო გარემო.

მინდა ავღნიშნო, რომ სენატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და თავდაცვის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჯონ მაკკეინის მტკიცე და ერთგული მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ. ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის განმავლობაში, მან არაერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში ის უწყვეტად განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ  მადლიერები ვართ და განსაკუთრებულად ვაფასებთ მის იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც შევძელით განგვევითარებინა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჯონ მაკკეინის მხარდაჭერის წყალობით  შევძელით გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის ერთგული მოკავშირე. მე გულწრფელად მწამს, რომ ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისევ გამოუჩნდება შეერთებულ შტატების სენატში ისეთივე მაღალი პოლიტიკური დონის და მაშტაბის ადამიანი, რომელიც ჯონ მაკეინის მსგავსი სიმძლავრით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას და დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს და აშშ-ის ერთად დგომა ძალზედ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო სენატორი, ჯონ მაკკეინის (1936-2018) განვლილი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასევე, სამხედრო სენატორის ხსოვნის პატივსაცემათ, საღამოზე შეკრებილი სტუმრების წინაშე წარდგა ფოლკლორული ანსამბლი “თბილისი“, რომელმაც შეასრულა საბრძოლო სულიკვეთების  რამოდენიმე ქართული სიმღერა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა დააგემოვნეს ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით დამზადებული, სენატორი მაკკეინის სახელობის ღვინო, რომელიც ჩამოასხა ღვინის კომპანია ხარებამ. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამერიკული კომპანია KVG, ქედი სტუდიო, ღვინის კომპანია „ხარება“, გამომცემლობა "მინიატურა" კომპანია პრემიუმ ივენთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპანია სარაჯიშვილი, და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“. 

ამერიკის 9/11-ის ტრაგედიიდან ჩვიდმეტი წელი შესრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018 10:09

წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბმა გამართა ამხანაგური თამაში სოფტბოლში, რომელიც მთლიანად მიეძღვნა 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარ მტკივნეულ თარიღს.

თამაშის დაწყების წინ გაიმართა მცირე ცერემონია, რომლის ფარგლებშიც შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ 9/11 - ის სოლიდარობის ბანერზე სიმბოლურად შეებათ აშშ-ის დროშის ფერი ლენტები. 9/11 მიძღვნილ მატჩშის გახსნის საპატიო მისია წილად ხვდა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტს ილია ზუკაკიშვილს, რომელმაც განახორციელა პირველი სიმბოლური მიწოდება. ღონისძიებას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამერიკელ კოლეგებს.

ამ დღეს ჩვენ ყველამ გულით ვიგრძენით და განვიცადეთ ის საშინელი ტკივილი, რომლის დავიწყება შეუძლებელია, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. 

ჩვენი ღონისძიება, “ 9/11 თავისუფლების ხე“ არის პროექტი, რომლის მეშვეობითაც გვინდა პატივი მივაგოთ, შემზარავი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, ასევე სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ამერიკელ ხალხს.

9/11-ის თარიღი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, ვინაიდან ტერორისტი ფანატიკოსების მიერ განხორციელებული ეს დაუჯერებელი და სიძულვილით განხორციელებული სისასტიკე მიმართული იყო არა მარტო ამერიკელი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის მიმართ, რადგან ისინი ცდილობდნენ გაენადგურებინათ თავისუფლების და დემოკრატიის ის პრინციპები, რომლებზეც დაფუძნდა ეს დიდი ერი. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის ძლიერი ქვეყანა, რომელმაც დიდიხნის წინ დაამარცხა სიძულვილი და ჩვიდმეტი წლის შემდეგაც უფრო ძლიერი სიყვარულით შეძლო გაეგრძელებინა ცხოვრება.  

დღევანდელი ჩვენი ღონისძიების მეშვეობით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო და ხაზგასმით დავაფიქსირო ჩემი და ამერიკის მეგობართა კლუბის ურყევი მეგობრობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 08:52
დღეს 4 ივლის, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება სადაც მოწვეული არიან აშშ-ის საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და ბიზნესის წარმომადგენლები. 
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 241-ე წლისთავისადმი მიძღვნილ 
საზეიმო წვეულებაზე, ახალგაზრდა მომღერალი ანი ქურასბედიანი-ტუღუში შეასრულებს აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. 

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური